ანტიდაბერების მედიცინა

დაბერების თეორია ანტიდაბერება სტრესი და დაბერება კანი და იმუნოლოგია ჰორმონალური დეფიციტი დერმატოკოსმეტოლოგია კოსმეტიკური საშუალებები როგორ შევაჩეროთ დაბერება Holy Land Cosmetics

ანტიდაბერება - მედიცინის დარგი

ანტიდაბერების მედიცინა ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებადი დარგია, რომელშიც მსოფლიოს ათიათასობით ექიმი მონაწილეობს. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება, რადგან ბოლო ათწლეულების მანძილზე შეიმჩნევა მოსახლეობის სიცოცხლის გახანგრძლივებისადმი აშკარა ინტერესი. ერთის მხრივ, მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ხანდაზმულ ასაკს მიაღწიეს და ნორმალური ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური აქტივობის პერიოდის მაქსიმალურად გახანგრძლივება სურთ. მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა ის დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, დიაბეტი, ნერვული სისტემის დაავადებები და სხვა, რომელიც საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ჩართულ  საშუალო ასაკის ადამიანებს შეეხოთ.

გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში მედიცინაში გაჩნდა რამოდენიმე ახალი მიმართულება, მათი ამოცანაა პაციენტთა აქტიური ცხოვრების პერიოდის მაქსიმალურად გახანგრძლივება, ქრონიკული დავადებების თავიდან აცილება და მათი ეფექტური მკურნალობა.

ანტიდაბერების მედიცინის ყველაზე უფრო ღრმა, მრავალმხრივი და პერსპექტიული მიმართულებაა ფუნქციონალური მედიცინა, რომელიც შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

ფუნქციონალური მედიცინის პრინციპები საფუძვლად უდევს ანტიდაბერების პროგრამას, რომელიც ოთხ აუცილებელ ეტაპს მოიცავს:

ყველაზე რთული და მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკური ეტაპი. მისი ამოცანაა დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილების გამოვლენა, გამოხატული დაბერების მექანიზმების შეფასება, ქრონიკული დაავადებების რისკის დონის განსაზღვრა, ფარული დაავადებების დიაგნოსტიკა და გამოვლენილის - მიზეზების დადგენა.

გენეტიკური კვლევა წარმოებს შემდეგი მიმართულებით:

მომდევნო ეტაპი გულისხმობს დაბერების პროცესის ხელშემწყობი მიზეზების კვლევას. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ:

ორგანიზმის დაბერების პროცესში განსაკუთრებულ როლს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ასრულებს. საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნისთანავე აქტიურდება დაბერების მექანიზმები. ნაწლავში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს საკვები ნივთიერებების (ვიტამინები, მინერალები, ცხიმოვანი მჟავები, ამინომჟავები) და ანტიოქსიდანტების ორგანიზმისთვის მიწოდების შეფერხებას. წარმოიქმნება დეფიციტი იმ ფერმენტული სისტემების ფუნქციონირებაში, რომლებიც მონაწილეობენ ენერგიის წარმოქმნაში, დეტოქსიკაციის, რეგენერაციის და სხვა სინთეზურ პროცესებში.

დაბერების პროცესი ხშირად ჰორმონალური დარღვევებით არის გამოწვეული. ჰორმონებზე სრული ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია ზოგიერთი ჰორმონის დონის დინამიკური გამოკვლევა. აუცილებელია აგრეთვე მეტაბოლური ჰორმონების კონცენტრაციის შემოწმება, რაც ზოგჯერ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამიზნე ორგანოებზე, მათი თანაფარდობის დარღვევა ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების განვითარების რისკის ფაქტორად ითვლება.

ფართომასშტაბიანი კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ იდეალური კვებაც კი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების დოზით. ამის მიზეზია როგორც საკვებ პროდუქტებში სიცოცხლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირება, ასევე თანამედროვე ადამიანებში მათზე გაზრდილი მოთხოვნილება, რაც დაკავშირებულია ეკოლოგიური გარემოს გაუარესებასთან, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობასთან, ხანგრძლივ ფსიქოემოციურ სტრესებთან, არასრულფასოვან დასვენებასთან და სხვ.

სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკის ხარისხი. ადამიანის გენოტიპი 120 – 140 წლის სიცოცხლეზეა დაპროგრამებული, თუმცა მისი ხანგრძლივობა დღეს ორჯერ ნაკლებია, რაც გამოწვეულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებებით, ავთვისებიანი სისმსივნეებით და სხვა, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა პრევენციულ მედიცინას ენიჭება. ფარული დაავადებების დროული აღმოჩენით და მისი ეფექტური მკურნალობით კლინიკურმა მანიფესტაციამ შეიძლება რამოდენიმე ათეული წლით გადაიწიოს.

რას გულისხმობს სამკურნალო პროგრამა - როგორ გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა ?

მრავალრიცხოვან კვლევებზე დაყრდნობით ხდება ინდივიდუალური პროგრამის შემუშავება, რაც ითვალისწინებს მედიკამენტოზურ თერაპიას, კვების კორექციას, ადექვატური ფიზიკური დატვირთვის შერჩევას, საჭიროების შემთხვევაში, ძილის და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზებას.

მნიშვნელოვანია ასევე აღმოჩენილი დარღვევების კორექციის ჩატარების პრინციპი. მაგალითად, ჰორმონალური დარღვევების დროს პირველ რიგში უნდა შევეცადოთ საკუთარი სეკრეციის აღდგენას და ჰორმონების ტრანსპორტირების მოწესრიგებას და მხოლოდ მიღებული ზომების არაეფექტურობის შემთხვევაში მივმართოთ ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას. თუ პაციენტის დიაგნოზი ოქსიდანტური სტრესია, მივმართოთ ანტიოქსიდანტურ თერაპიას, რომლის დროსაც აუცილებელია ანტიოქსიდანტური ფერმენტების მაკოდირებელი გენების პოლიმორფიზმის გათვალისწინება, ხოლო მიტოქონდრიების ფუნქციის დარღვევის დროს კი საუკეთესო სტიმულატორია ფიზიკური დატვირთვა.

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება, რაც ინდივიდუალურია ყოველი პაციენტისთვის, თუმცა გარკვეულ საერთო პრინციპებსაც ეყრდნობა:

დაბერების საწინააღმდეგო პროგრამის აუცილებელ პუნქტს წარმოადგენს დინამიური დაკვირვება  პაციენტზე. მუდმივი მეთვალყურეობა საშუალებას იძლევა საკუთარი გენეტიკური პოტენციალი ოპტიმალურად გამოვიყენოთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლისათვის.