ესთეტიკა და ანტიდაბერება

როგორ მოუაროთ კანს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და ახალგაზრდა კანი?

კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები ესთეტიკასა და ანტიდაბერების სფეროში გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს:

  • დაავადებული და ჯანმრთელი კანის მოვლა ინოვაციური მეთოდების, ტექნიკებისა და ექიმთა გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული მეთოდოლოგიების გამოყენებით;
  • დაავადებული კანის მკურნალობის პარალელურად დერმატოლოგიური დაავადებების (აკნე, როზაცეა, მეჭეჭები, პაპილომები) შემდგომი დეფექტების კორექცია (ნაწიბურები, კელოიდები, სტრიები, ტელეანგიექტაზიები, კანის უხეში რელიეფი)
  • დერმატოქირურგია (კანის ახალწარმონაქმნები, მეჭეჭები, პაპილომები, ფიბრომები, კონდილომები)
  • პოსტოპერაციული რეაბილიტაცია (ნაწიბურები, კელოიდები, სტრიები)
  • ფოტო- და ქრონოდაბერება - მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და კოლაგენოთერაპია (ნაოჭები, ჰიპერ და ჰიპოპიგმენტაცია, თმის ცვენის პრობლემები)

რას გვთავაზობს კლინიკა ”მარჯანი” ?

ანტიდაბერების მედიცინის მრავალმხრივ, პერსპექტიულ და უახლეს ტენდენციებს და მიმართულებებს, რომელიც შემდეგ პრინციპებზეა აგებული:

  • ბიოლოგიური ინდივიდუალობა - თითოეული პაციენტი უნიკალურია და მკურნალობის და ანტიდაბერების მკაცრად ინდივიდუალურ პროგრამას საჭიროებს.
  • შინაგანი და გარეგანი ფაქტორების დინამიკური წონასწორობა - ადამიანის ცხოვრების წესი ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შესაბამისად ქმნის ინდივიდის სურათს, რომელიც თავის მხრივ პაციენტის გენეტიკაზეა დამოკიდებული.
  • ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მჭიდრო ურთიერთკავშირი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმმა.
”მარჯანის” ექიმები წარმატებით იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, მეთოდებს, პრეპარატებს, და პროფესიონალურ კოსმეტიკას, ხოლო მათი მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს პაციენტის მოთხოვნას - მიაღწიოს სასურველ შედეგს.

”მარჯანი” გთავაზობთ კანის მოვლის ძლიერ თერაპიულ მეთოდებს, რომელიც იძლევა კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავების ეფექტს და ასევე მიღწეული შედეგების შენარჩუნების საშუალებას. იგულისხმება არაქირურგიული მეთოდები, რომელიც არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს და ამავე დროს პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივათაც შეიძლება განვიხილოთ.


უნდა აღინიშნოს რომ კანის მკურნალობა და მოვლა, დაავადების შემდგომ დარჩენილი დეფექტების აღმოფხვრა, პრობლემური კანისთვის შესაბამისი დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარების აუცილებლობა და მათი პერიოდულობა, პილინგებისა და მეზოთერაპიული პროცედურების ჩატარება და კოსმეტოლოგიური საშუალებების სწორად შერჩევა ითხოვს სამედიცინო განათლებას.

”მარჯანი” გთავაზობთ კანის მოვლისა და გაჯანსაღება-გაახალგაზრდავების პროცედურათა, შემდეგ ჩამონათვალს:
  • კანის ატრავმული წმენდა და ნიღბები (სახე, დეკოლტე, ზურგი)
  • კანის აშრევება - ქიმიური პილინგი (სახე, დეკოლტე, ზურგი)
  • სამკურნალო და ესთეტიკური მეზოთერაპია (საკურნალო პრეპარატებით, ფაგებით, ექიმების მიერ შედგენილი და მზა კოქტეილებით)
  • ბიორევიტალიზაცია - თერაპიული გზით კანის გაახალგაზრდავება.
  • კოლაგენოთერაპია - თერაპიული გზით კანის გაახალგაზრდავება, ატროფიული ნაწიბურებისა და სტრიების თერაპია.
  • კაპილარული ტელეანგიექტაზიების ელექტროკოაგულაცია.
  • კანის მოვლის საშუალებები - პროფესიონალური კოსმეტიკა.
კოსმეტოლოგიური პროცედურები - კანის წმენდა და ნიღბები, რომელიც ტარდება მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეცევტიკური პროდუქციით (Holy Land cosmetics laboratories).


პაციენტის კანის ტიპისა და დერმატოლოგიური პრობლემების მიხედვით ექიმი ირჩევს წმენდის შესაბამის პროგრამას (A-nox, Double Action, Rnew Formula, Whitening, Astrigent, Special და სხვ.). პროცედურები კომფორტული და უმტკივნეულოა და მისი დასრულების შემდგომ უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კანის აშრევება - ქიმიური პილინგი (სახე, დეკოლტე, ზურგი) - კანის დაზიანება ”სასიკეთოდ”, ანუ კანის განახლების სტიმულირება მისი ხელოვნური დაზიანებით. ამ პროცედურას ფართოდ იყენებენ კანის გაახალგაზდავებისთვის, კანზე არსებული დეფექტების მოშორებისა და კანის ტექსტურის გაუმჯობესების მიზნით. ეს პროცედურა ეფუძნება კანის უმნიშვნელოვანეს თვისებას - რეგენერაცია, აღდგენის უნარი!


პროცედურის ჩატარება აქტუალურია, როგორც ფოტო- და ქრონოდაბერების დროს ასევე აკნეს, პოსტაკნეს, როზაცეას და პიგმენტაციის დარღვევების დროს. პილინგი ხელს უწყობს კანის სტრუქტურის, ტონუსის, ელასტიურობისა და ფერის გაუმჯობესებას, მცირდება მცირე და საშუალო ნაოჭების სიღრმე.


მეზოთერაპია - თერაპიული ტექნიკა, მეთოდი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოგად მედიცინასთან და ამავდროულად, ანტიდაბერების თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

მეზოთერაპიას ფართოდ იყენებენ დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში. მეზოთერაპიული ტექნიკა არის მარტივი, ეფექტური, ლოგიკური, უვნებელი და, რაც მთავარია, მეზოთერაპიული მკურნალობა მაქსიმალურად არის მიახლოებული დაზიანებულ ზონასთან, რასაც ზუსტად ასახავს მეზოთერაპიის ცნობილი კონცეფცია: ”ცოტა, იშვიათად და საჭირო უბანზე”

მეზოთერაპიული სამკურნალო კოქტეილი, რომლის კომპონენტებსაც ექიმი ხშირ შემთხვევაში თავად ადგენს, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, მიკროდოზებით შეჰყავთ კანში (ეპიდერმისსა და დერმაში) სხვადასხვა სიღრმეზე, რაც იმას ნიშნავს რომ პრეპარატი მიეწოდება კონკრეტულად დაზიანებულ უბანს, მკურნალობისთვის საჭირო დოზით. პროცედურა ტარდება 7-10 დღეში ერთხელ და აღსანიშნავია რომ პრეპარატის მოქმედება გრძელდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

მეზოთერაპიული პროცედურების ჩატარებისას ექიმი - მეზოთერაპევტი შემდეგი ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს:

  • მეზოთერაპიას იყენებენ ჩვენების მიხედვით;
  • მეზოთერაპიულ პრეპარატებს ირჩევენ ჩვენების მიხედვით;
  • ექიმი უნდა მოერიდოს ისეთი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს;
  • მეზოთერაპიული კოქტეილის შექმნისას ექიმი უნდა ითვალისწინებდეს პრეპარატების, როგორც ფიზიკურ-ქიმიური, ისე თერაპიული შეუთავსებლობის ალბათობას;
  • ექიმი უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა მედიკამენტის ანტაგონისტურ ურთიერთქმედებას და სხვა კრიტერიუმებს;
  • პრეპარატების გამოყენებისას ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი წესებით, რათა თავიდან აიცილოს გვერდითი მოვლენები.
”მარჯანი” გთავაზობთ როგორც სამკურნალო ისე ესთეტიკური მეზოთერაპიის პროცედურებს. მეზოთერაპიის გამოყენების უპირველესი ჩვენებებია: კანის ქრონო- და ფოტოდაბერება, ნაოჭები, აკნე, კანის უხეში რელიეფი, ალოპეცია (თმის ცვენა), სტრიები, კელოიდური ნაწიბურები და სხვ.

თანამედროვე ადამიანი თმის საშუალებით გამოხატავს თავის შინაგან განწყობას, ხასიათს. . .

თმის დაზიანება, სტრუქტურის დარღვევა და ცვენის მუდმივი განგაშისა და ფსიქოლოგიური ტრავმის წყაროა, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში.

თმის დაკარგვა ან მისი დაკარგვის შიში, საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ სფეროზე, რაც აისახება მისი ცხოვრების ხარისხზე.

თმის ცვენის პრობლემების მკურნალობა ითხოვს დამატებით კვლევებს: ტრიქოგრამა და მიკროელემენტების კონცენტრაცია თმაში, რის საფუძველზეც კლინიკა ”მარჯანის” ექიმები ადგენენ მკურნალობის სქემას: ფიზიოპროცედურები, მეზოთერაპია და სიმპტომური მედიკამენტოზური მკურნალობა.

რა შედეგი აქვს მეზოპროცედურას ?



მეზოთერაპიული პროცედურის შედეგად, კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებენ სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და კანის უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე და შედეგად ვღებულობთ კანის სტრუქტურის აღდგენას - მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს.

პროცედურის შედეგი დამოკიდებულია, როგორც მეზოკოქტეილების ხარისხსა და შემადგენლობაზე, ასევე კურსის პერიოდულობასა და ხანგრძლიობაზე. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ანტიდაბერების თერაპიის დროს. განსაკუთრებით ეფექტურია მეზოთერაპიის კომბინირება ქიმიურ პილინგთან.

მეზოთერაპიული პროცედურების რაოდენობა და კურსის პერიოდულობა ინდივიდუალურია - დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაზე და ხარისხზე და განისაზღვრება პაციენტის კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად. მეზოთერაპიის ერთი კურსი დაახლოებით 5-10 პროცედურას მოიცავს, პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ. პერიოდულობა კი გარკვეული სქემით მიმდინარეობს, რომელსაც ექიმი თავად ადგენს. პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 40 წუთია.

ბიორევიტალიზაცია - თერაპიული გზით კანის გაახალგაზრდავება.


პროცედურა გულისხმობს დერმალური ფენის სტიმულაციას, რომლის დროსაც ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიო პრეპარატის ჰიალურონის მჟავის (კანის ნატურალური კომპონენტი, დერმის უჯრედშორისი ნივთიერება) ინტრადერმული ინექციით - მეზოთერაპიული ტექნიკით, შეყვანა დერმაში (კანის შუა შრე).

პროცედურა იძლევა სწრაფ და ეფექტურ შედეგს და ერთდროულად რამოდენიმე პრობლემას აგვარებს: ახდენს დერმის რესტრუქტურიზაციას, ფიბრობლასტების გააქტიიურებას, თავისუფალი რადიკალების ინაქტივაციას და კანის დატენიანებას.

პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის ფერი, რელიეფი, მცირდება ნაოჭები და ჰიპერპიგმენტაციის ინტენსივობა, რაც ვიზუალურად მკვეთრად აახალგაზრდავებს პაციენტის კანს. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება ატროფიული ნაწიბურებისა და სტრიების სამკურნალოდ.

აღსანიშნავია, ასევე რომ ეფექტი მატულობს გარკვეული დროის განმავლობაში, რაც პირდაპირ კავშირშია ქსოვილის ფიზიოლოგიური სტრუქტურის აღდგენასთან.

ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩვენებები:

  • ჰიდრობალანსის დარღვევა;
  • ქრონო და ფოტოდაბერება;
  • ანტიოქსიდანტური დაცვა;
  • მოდუნებული და გამომშრალი კანი;
  • კანის ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება;
  • კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, გამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით;
  • სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
  • კანი პოსტ- და მენოპაუზის შემდგომ;


ბიორევიტალიზაციის პროცედურა მიმდინარეობს ადგილობრივი გაუტკივარებით, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. პროცედურის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობასა და ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციაზე.

კოლაგენოთერაპია - თერაპიული გზით კანის გაახალგაზრდავება, ატროფიული ნაწიბურებისა და სტრიების თერაპია.

კოლაგენური ბოჭკოები წარმოადგენს კანის (დერის) კარკასს, საყრდენს და დერმაში წარმოდგენილია სამგანზომილებიანი ბადის სახით ის შეადგენს დერმის მშრალი წონის 70%. სწორედ კოლაგენი უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცეს, ქსოვილის არქიტექტონიკის ფორმირებას, უჯრედების ურთიერთკავშირს უჯრედშორის ნივთიერებასთან.

დერმის სტრუქტურული ჩონჩხი ძირითადად წარმოდგენილია I და III ტიპის კოლაგენით. კანის ქრონო- და ფოტოდაბერების პროცესები აისახება სწორედ კოლაგენის მეტაბოლიზმის დისრეგულაციაზე - ირღვევა ბალანსი კოლაგენის სინთეზსა და დეგრადაციას შორის (დეგრადაცია აღემატება სინთეზს). შესაბამისად მცირდება სრულფასოვანი კოლაგენური ბოჭკოების დონე, იზრდება ფრაგმენტირებული („დაწყვეტილი“) ინერტული კოლაგენის რაოდენობა, აგრეთვე იცვლება დერმის ძირითადი ნივთიერების შემადგენლობა. ყველაფერს ამას მივყავართ კლინიკურად კანის დაბერების სიმპტომოკომპლექსამდე - ნაოჭები, კანის ელასტიურობილა და ტურგორის დაქვეითება.


კოლაგენოთერაპია გულისხმობს კანში ახალი თაობის სტერილური ბიოპლასტიკური ნატიური არარეკონსტრუირებული სტრუქტურის მქონე კოლაგენის მასალის შეყვანას. კოლოსტი წარმოადგენს I ტიპის კოლაგენს (მიიღება ახალგაზრდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კანიდან), რომელიც თავისი ბიოქიმიური შემადგენლობით და სტრუქტურით უახლოვდება ადამიანის კოლაგენს.

კოლაგენოთერაპიის ჩვენებები:

  • ქრონო და ფოტოდაბერება;
  • კანის ინვოლუციური პროცესები - ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება;
  • ატროფიული ნაწიბურები (პოსტაკნე, ჩუტყვავილას შემდგომი ნაწიბურები და ა.შ.)
  • სტრიები ნებისმიერი ასაკისა და ლოკალიზაციის
  • პლასტიკური ოპერაციისთვის მოსამზადებელი და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
პრევენციული კოლაგენოთერაპიის ოპტიმალური ასაკია 35-40 წელი. 45-50 წელი და ზევით ხდება დაბერების კლინიკური ნიშნების კორექცია.