ანტიდაბერების მედიცინა

დაბერების თეორია ანტიდაბერება სტრესი და დაბერება კანი და იმუნოლოგია ჰორმონალური დეფიციტი დერმატოკოსმეტოლოგია კოსმეტიკური საშუალებები როგორ შევაჩეროთ დაბერება Holy Land Cosmetics

დაბერების თეორია

დრო გადის და ჩვენ ძალაუნებურად ვბერდებით, ვემორჩილებით დროის ცვალებადობას. ასაკის მომატებასთან ერთად ბერდება ყველა შინაგანი ორგანო. ყველაზე მეტად კი სიბერე მაინც კანს ემჩნევა. ჩნდება ნაოჭები, იცვლება ფერი, ქრება მისი ელასტიურობა. მართალია კანი ჩვენს ორგანიზმს უარყოფითი ზეგავლენისგან იცავს, მაგრამ, ამასთანავე, პირველი იღებს დარტყმას გარემოდან, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო კი უამრავი ნეგატიური ფაქტორია  – მტვერი, ეკოლოგიური დაბინძურება, ულტრაიისფერი გამოსხივება, რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორ კვებაზე, სტრესებსა და მძიმე დღის რეჟიმზე.

ადამიანის ასაკი სამ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ:

ალბათ ბევრჯერ შეხვედრიხართ სოლიდური ასაკის ადამიანებს ახალგაზრდული შემართებით, კარგი ჯანმრთელობით, ვისი ცხოვრებაც სავსეა საინტერესო მოვლენებით. ასევე არსებობენ „ახალგაზრდა მოხუცებიც“, რომლებიც ცხოვრებამ დაღალა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ადამიანის ასაკის შესახებ მხოლოდ განვლილი წლებით იმსჯელო. უფრო მნიშვნელოვანია ე.წ. ბიოლოგიური ასაკი, რომელიც ჩვენი შინაგანი საათით იზომება.

ძალიან საინტერესოა ფოტოგრაფი ერი სეტ კოენის  სურათები,  მან აღბეჭდა ელეგანტური და მოდური ქალბატონები წლოვანებაში - და ამ სერიას დაარქვა “დაბერება გემოვნებით”.

თავის მოდელებს ის შეხვდა ნიუ ოირკის ქუჩებში. ყველაზე პატარა მათ შორის იყო 59-ის ხოლო ყველაზე დიდი 102 წლის. მათ იციან, რომ ნამდვილ სილამაზეს დრო ვერ იმორჩილებს, გემოვნება კი დრო და დრო უფრო იხვეწება. ისინი არ მალავენ თავიანთ წლოვანებას. აღსანიშნავია რომ ზოგიერთი მათგანის სურათი ჟურნალ Vogue-შიც კი დაბეჭდეს.

დღეგრძელი ადამიანების უმრავლესობა გამოირჩევა ცხოვრებისეული წარმატებებით, ურთიერთობით, როგორც ახლობლებთან, ასევე საზოგადოებასთან. არსებობს უამრავი გამონათქვამი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება უმნიშნველოვანესია, რათა თავიდან ავიცილოთ დაბერებასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები.

„შემატე სიცოცხლე წლებს, და არა წლები-სიცოცხლეს“;

„არ ბერდება ის, ვისაც ამისთვის არ სცალია“;

სიბერე გარდაუვალია, მაგრამ კარგია, როცა ის იგვიანებს და ცუდია თუ მოულოდნელად, ნაადრევად მოგვეპარება. ბიოლოგიური ასაკი კი ჩვენს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად, ნაადრევ სიბერეს სტრესი იწვევს, განსაკუთრებით ქრონიკული - არასწორი კვება, მავნე ჩვევები, უმოძრაობა. დაბერება არავის სურს. მართალია, ასაკის შეცვლა საპასპორტო მონაცემებში შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ დაბერების პროცესზე. თუ თქვენი ბიოლოგიური ასაკი“ ჩქარობს“ - ეს საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ იმოქმედოთ.

რა ხდება ? რატომ ვბერდებით ?

სიბერე რთული ბიოლოგიური პროცესია. იგი ორგანიზმზე  მოლეკულურ, უჯრედულ და სისტემურ დონეზე მოქმედებს, ამიტომ სიბერის მექანიზმის გაგება მხოლოდ ორგანიზმის სამივე დონეზე ცხოველქმედების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. დღეისთვის 300-ზე მეტი თეორია არსებობს, რითაც სიბერის არსის ახსნას ცდილობენ.

ცნობილია, რომ მემკვიდრეობითი ინფორმაცია უჯრედში, მის ბირთვში არსებულ დნმ-ის მოლეკულაშია მოთავსებული. გენები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის თითოეულ ნიშან-თვისებას, განაგებენ უჯრედში ცილის სინთეზს.

დროთა განმავლობაში, არახელსაყრელ გარეგან (რადიაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ქიმიური მუტაგენები, ვირუსები,) და შინაგან (ენდოტოქსინები, ქსოვილთა არასრულად ჟანგავის პროდუქტები, თავისუფალი რადიკალები) ფაქტორთა გავლენით დნმ-ის მოლეკულაში წერტილოვანი მუტაციები (ცვლილებები) ვითარდება და იცვლება ცილის ამინომჟავური შედგენილობა. თავდაპირველად უჯრედი ამ ცვლილებებს ეგუება, რისთვისაც იგი დაცვის სისტემას (რეპარაცია-აღდგენა და ბირთვულ-ციტოპლაზმური კონტროლი) იყენებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მომრავლებული წერტილოვანი მუტაციები ასუსტებს უჯრედის დაცვით ძალებს და იგი არასრულფასოვანი ცილის სინთეზს იწყებს, რაც უჯრედში ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს და ისიც იღუპება.

30 წლის შემდეგ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მცირდება უჯრედების - ნეირონების რაოდენობა. დარჩენილ ნერვულ უჯრედებში კი გროვდება ტოქსიკური თვისებების მქონე ნივთიერება, რის გამოც ნეირონებში ქვეითდება  იმპულსის გატარების სიჩქარე და შედეგად ზარალდება შინაგანი ორგანოები, რადგან სარეგულაციო მექანიზმების მოშლით მათი ფუნქციები ქვეითდება. ასაკობრივი ცვლილებები განსაკუთრებით ჰიპოთალამუსს აზიანებს. ტვინის ეს ნაწილი ნახევარსფეროების სიღრმეში მდებარეობს და განაგებს ნერვული ცენტრების ფუნქციობას, შინაგანი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას, ჰორმონთა წინამორბედების გამომუშავებას. ჰიპოთალამუსში მიმდინარე ცვლილებები ნეგატიურად აისახება ენდოკრინულ, იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე, შემაერთებელ ქსოვილზე.

ასაკის კვალდაკვალ ორგანიზმში მიმდინარე დამანგრეველი ცვლილებების განვითარების მიზეზებს ყველაზე უკეთ უჯრედული, ფიზიოლოგიური და მოლეკულური დაბერების თეორიები ხსნიან. ისინი კონკურენტულნი არიან, თუმცა ერთმანეთს ავსებენ და სიბერის ზოგად სურათს წილობრივი რეალობით ასახავენ.

უჯრედი სამი თანამიმდევრული პროცესის შედეგად ბერდება:

უჯრედების დაყოფა შეზღუდულია, მათ დაყოფას გარკვეული ლიმიტი გააჩნია როდესაც ეს ლიმიტი იწურება უჯრედის დაყოფა შეუძლებელი ხდება. ამ ტიპის უჯრედებს ეკარგებათ აპოპტური სიგნალებისადმი მგრძნობელობა რაც ძველ, უვარგის უჯრედს თვითლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. შედეგად ძველი უჯრედები ორგანიზმში გროვდება და როდესაც მათი რაოდენობა გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ქსოვილი კარგავს ჯანსაღი ფუნქციობის უნარს.

უჯრედში განუწყვეტლივ მიმდინარეობს დიდი ზომის მოლეკულების დაშლა მარტივ კომპონენტებად. ნარჩენ წიდასა და ნაგავს უჯრედი სპეციალური დამასუფთავებელი სისტემის მეშვეობით ანეიტრალებს და გარეთ გამოდევნის. რთული ნივთიერებების მარტივ კომპონენტებად დაშლისას ზოგჯერ ისეთი არაბუნებრივი შემადგენლობის ნაერთები მიიღება, რომელთა უჯრედიდან გამოდევნასაც დამასუფთავებელი სისტემა ვერ ახერხებს და ეს ნაგავი უჯრედის შიგნით გროვდება. როცა უჯრედები ინტენსიურად იყოფიან, ეს პროცესი დამანგრეველი არ არის, რადგან დაყოფისას უჯრედებში იკლებს ნაგვის კონცენტრაცია, მაგრამ მაშინ, როდესაც უჯრედების ინტენსიური დაყოფა წყდება, ნაგავი დიდი რაოდენობით გროვდება და ქსოვილს ნორმალური ფუნქციობის საშუალებას აღარ აძლევს.

დროთა განმავლობაში სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორის გავლენით გენური მუტაციები ორგანოებისა და ქსოვილების ასაკობრივ ცვლილებებსა და ახალწარმონაქმნების - სიმსივნეებისა და კიბოს - განვითარებას იწვევს. ახალგაზრდა ასაკში დნმ-ში განვითარებული მუტაციების პასუხად უჯრედები ან თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, ან უარს ამბობენ დაყოფაზე და ამით პასუხობენ დნმ-ის ცვლილებას, წინ ეღობებიან სიმსივნის განვითარებას, ხანდაზმულ ასაკში კი ეს საპასუხო რეაქციები ქვეითდება.

ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მოლეკულურ ცვლილებებს იწვევს, თავისუფალი რადიკალებია. უჯრედში და მოლეკულური დაზიანების მეორე ფაქტორია ცილოვანი მოლეკულების არასწორი ურთიერთქმედება. ასეთი არასწორი კავშირები ასაკთან ერთად ხშირდება. ამ ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ დნმ-ის მოლეკულაზე და ზემოხსენებულ გენურ მუტაციებს იწვევენ. სწორედ ამიტომ გვირჩევენ მეცნიერები დაბალკალორიულ კვებას, შაქრის შემცვლელების გამოყენებას - ყოველივე ეს სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ყველაზე ადრე კანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის  ორგანოები ბერდება. პირველი - გარეგანი ფაქტორებისა და ემოციების, ხოლო მეორე - საკვების ზემოქმედების შედეგად. ნეგატიური ფაქტორების გავლენით კანისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა უჯრედები უფრო ხშირად და სწრაფად იყოფიან, ვიდრე ეს ბუნების მიერაა განსაზღვრული, ამიტომ ისინი დაყოფის გენეტიკურ მარაგს სხვებზე სწრაფად ამოწურავენ, იფიტებიან და ბერდებიან.

სიბერის შვიდი ძირითადი მიზეზი

მსოფლიოში ცნობილმა გერონტოლოგმა ობრი დე გრეიმ სიბერის ყველა ცნობილი და აღიარებული თეორიის გათვალისწინებით სიბერის შვიდი ძირითადი მიზეზი ჩამოაყალიბა: