დერმატოლოგია

კანის დაავადებები გავრცელებული კანის დაავადებები
აკნე კანის ახალწარმონაქმნები კანის პაპილომა ვირუსი ფოტო და ქრონოდაბერება როზაცეა ფოლიკულიტი

კანის ახალწარმონაქმნები

ყოველ ადამიანს კანზე აქვს ახალწარმონაქმნების გარკვეული რაოდენობა, ზოგი მათგანი თანდაყოლილია, მაგალითად, ხალები (პიგმენტური ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსები) და ლაქები, ზოგი კი შეძენილი.

ახალწარმონაქმნების კანზე გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით, კერატინიზაციის დარღვევით (ფიბრომები, კერატომები), ნივთიერაბათა ცვლის დარღვევით (ქსანტომები, ქსანტელაზმები), ადამიანის პაპილომა ვირუსით (პაპილომები, მახვილწვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები ხელის და ფეხის გულებზე) და სხვა.

კანის ახალწარმონაქმნების სამი ძირითადი სახეობა არსებობს: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (კიბოში გადაზრდის საშიშროება) და ავთვისებიანი.

კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:



პრესიმსივნური - კიბოში გადაზრდის საშიშროებით:

ახალწარმონაქმნების ყველა ეს სახეობა მოითხოვს პერიოდულ დიაგნოსტირებას და საფუძვლიან მონიტორინგს, რათა არ გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში. ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:

სხვა სიმსივნებთან შედარებით მელანომის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. კანის მელანომა შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, ფერის, ჰქონდეს სხვადასხვა კონსისტენცია და ზედაპირი. მთავარი ნიშნები - პიგმენტური წარმონაქმნების ზომაში ზრდა, ერთ ფერზე მეტი პიგმენტის გაჩენა - ყავისფერი, შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან მოცისფრო, ქობის ან ქერქის ფორმირება მის გარშემო.



თანამედროვე მედიცინაში ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის ახალ მეთოდს - დერმატოსკოპიულ კვლევას იყენებენ, რომელიც სპეციალური მოწყობილობა – ოპტიკური დერმატოსკოპის საშუალებით ტარდება.

მსოფლიოში კანის კიბოს სკრინინგს ფართო მხარდაჭერა აქვს. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინსოლაცია და კანის სიმსივნეების განვითარების რისკი. საქართველო სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

კითხვები რომელიც პაციენტს უჩნდება:


ყველა ამ კითხვაზე პასუხს იძლევა კანის ახალწარმონაქმნების აპარატული დიაგნოსტიკა - ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია, რომელიც განკუთვნილია კანის ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკისთვის.

შევეცდებით პასუხი გავცეთ ყველა კითხვას და მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდის შესახებ.

თავდაპირველად გაცნობებთ, რომ ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიის და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია სამედიცინო ცენტრი ”მარჯანის” ბაზაზე იწყებს ახალ პროექტს - მოსახლეობის კანის კიბოს სკრინინგი, რაც გულისხმობს კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკას - უახლესი ოპტიკური დერმატოსკოპის მეშვეობით და ახალი დერმატოსკოპიური ალგორითმის გამოყენებით, რომელიც შემუშავებული იქნა ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში დერმატოლოგი პროფესორი Harald Kittler-ის მიერ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

კანის ახალწარმონაქმნების დერმატოსკოპიული დიაგნოსტიკა და აღნიშნული მეთოდით კვლევა ხორციელდება კანის კიბოს ადრეული გამოვლენისთვის, რაც 95%-ანი სიზუსტით ხასიათდება.

ხალი, ანუ ნევუსი, ყველას აქვს სხეულზე. მიჩნეულია, რომ მათი ძირითადი ნაწილი 25 წლამდე ჩნდება, თუმცა შესაძლებელია მათი მოგვიანებით გაჩენაც. მაგალითად, ორსულობის დროს, ზოგჯერ პირიქით - ხალები დროთა განმავლობაში ქრებიან. ნევუსი შეიძლება იყოს ყვითელი, ყავისფერი, შავი. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და საშიშიც არაფერია.

რაც შეეხება კანის ავთვისებიან სიმსივნეებს, მაგალითად, მელანომას, რომელიც კანის მეტად აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნედ ითვლება, ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის! ხალის ადგილზე ვითარდება. ასეთ გადაგვარებას ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს და დარწმუნებულია, რომ მათ სხეულზე წინანდელი უწყინარი ლაქაა.

თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც

მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში - რადგან ახალწარმონაქმნი ცვლილებებს განიცდის.

სწორედ ასეთი გაუგებარი ახალწარმონაქმნები ითხოვენ დაჟინებულ ყურადღებას - დერმატოლოგის კონსულტაციას და საფუძვლიან კვლევას.

მთავარი იარაღი ასეთი პრობლემების წინააღმდეგ - კანის რეგულარული დათვალიერება და დიაგნოსტიკაა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. დროული გამოკვლევა, სკრინინგი - კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა.

თქვენი ან ექიმი დერმატოლოგის მცირედი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა - კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი სხეულის ნებისმიერ უბანზე - თავის თმიანი არე, ფრჩხილის ფირფიტა, გენიტალური მიდამო.


დერმატოსკოპიის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხი, ვურჩიოთ პაციენტს მათი მოშორების მეთოდი ან შევთავაზოთ მონიტორინგის რეჟიმი.

მაშინაც კი, როცა ახალწარმონაქმნი კეთილთვისებიანია, მაგრამ მუდმივად ხახუნს, წნევას, ტრავმას განიცდიან სამედიცინო თვალსაზრისით, უნდა ამოიკვეთოს. მაგალითად, საზარდულის მიდამოში და იღლიის, მკერდის ქვეშ, წელზე, მამაკაცებში – სახეზე საპარსავ ადგილზე. ხშირად პაციენტს ხალის მოცილება ესთეტიკური მიზნით სურს, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება დერმატოლოგმა უნდა მიიღოს კონსულტაციისა და დერმატოსკოპული კვლევის შემდეგ, რათა განისზღვროს ახალწარმონაქმნის საზღვრები და სიღრმე და შეარჩიოს მოშორების ოპტიმალური მეთოდი.


ასეთი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანის სიმსივნური წარმონაქმნები წლიდან წლამდე იზრდება.


თუ ხალს, რომელიც მელანომაში გადაიზარდა, ადამიანი ადრეულ სტადიაზე ამოიკვეთს, სრულად გამოჯანმრთელობის ალბათობა 95%–ია, ხოლო თუ დროს ხელიდან გაუშვებთ – მხოლოდ 20%.

მობრძანდით სამედიცინო ცენტრ ”მარჯანში” და ჩაიტარეთ დერმატოსკოპიული კვლევა, გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებას ამარცხებს !