ანტიდაბერების მედიცინა

დაბერების თეორია ანტიდაბერება სტრესი და დაბერება კანი და იმუნოლოგია ჰორმონალური დეფიციტი დერმატოკოსმეტოლოგია კოსმეტიკური საშუალებები როგორ შევაჩეროთ დაბერება Holy Land Cosmetics

კანის დაბერება და დერმატოკოსმეტოლოგია

კანის ასაკობრივ ცვლილებებს მრავალი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს. ეგზოგენურ ფაქტორებს მიეკუთვნება კლიმატური, ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური, ე.ი. გარე ზემოქმედების ფაქტორები. ფიზიკური ფაქტორებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენა - კანის ფოტოდაბერება. http://www.marjani.ge/foto.html

კანის ბუნებრივი დაბერების მიზეზია ენდოგენური ფაქტორები: დაბერებისა და უჯრედების სიკვდილის გენეტიკური პროგრამა, უჯრედში და უჯრედშორისში სიცოცხლის მანძილზე დაგროვილი მავნე ნივთიერებები; ჰორმონალური სტატუსის შეცვლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ფსიქიკური სტრესები და ა.შ.

ფოტოდაბერებისას კანის ზედაპირი გასქელებული, ხორკლიანი და მოყვითალო შეფერილობისაა. მიკროსტრუქტურა კი უხეში, ღრმა ნაოჭებითაა დაღარული. ახასიათებს გამოხატული სიმშრალე და აქერცვლა, ელასტოზი, მოდუნებული  კანი. აღინიშნება ტელეანგიოქტაზიები, ლენტიგინოზური გამონაყარი, ჰიპერპიგმენტაცია, აქტინური კერატოზი და სხვა კეთილთვისებიანი თუ ავთვისებიანი წარმონაქმნები.

ბუნებრივი დაბერებისას კანის ზედაპირი გათხელებული, გლუვი, თეთრი, თითქმის გამჭვირვალეა. აღინიშნება წვრილი, ზერელე ნაოჭები, ზომიერი სიმშრალე, მსუბუქი აქერცვლა, არაელასტიკური, ზედმეტად სტატიკური კანი. აღინიშნება ასევე მილიუმები, კეთილთვისებიანი, და არა ავთვისებიანი სიმსივნეებისადმი მიდრეკილება.

უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა აღმოჩნდეს „ახალგაზრდობის ელექსირი“, რომელიც შესაძლებელს გახდის ვიმოქმედოთ სიბერის გენეტიკურ მიზეზებზე, თუმცა არსებობს სხვა პათოგენეტიკურ მექანიზმებზე ზემოქმედების საშუალება, რაც დღეს უკვე რეალურია:  დერმატოკოსმეტოლოგიის ინოვაციური ტექნოლოგიები (მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, კოლაგენოთერაპია, პილინგი, ნიღბები და სხვა), http://www.marjani.ge/antidabereba.html კოსმეცევტიკის უახლესი მიღწევები (პროფესიონალური კოსმეტიკა), აპარატული თერაპია (ლაზერული თერაპია და სხვ.), დერმატოქირურგია და პლასტიკური ქირურგია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და იხვეწება.

პილინგი

ცნობილია, რომ კანის ზედაპირული დაზიანება ასტიმულირებს მის აქტიურ რეგენერაციას, რის შედეგადაც ხდება არასიცოხლისუნარიანი შრეების ახლით შეცვლა. რეგენერაციის უნარი კანის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რის გარეშეც ის ვერ შეასრულებდა ბარიერის ფუნქციას ორგანიზმსა და გარემოს შორის.

კანში განუწყვეტლივ მიმდინარეობს განახლების პროცესები: ეპიდერმისში ეს არის რქოვანა შრის აშრევება; ბაზალურ შრეში - უჯრედების დაყოფა, დიფერენცირება და მიგრაცია; დერმაში - კოლაგენის, ელასტინის და გლიკოზამინოგლიკანების დაშლა და სინთეზი. ახალგაზრდა ორგანიზმში ეს პროცესები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ასაკთან ერთად ცვლის პროცესები სულ უფრო ნელდება.

კანის განახლება თავისი არსით ძალიან გავს რეგენერაციის პროცესს, ამიტომ მისი სტიმულირება ასევე შეიძლება ეპიდერმისის ხელოვნური დაზიანებით - „დაზიანება სასიკეთოდ“. ეს ფენომენი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი და დღესაც ფართოდ გამოიყენება კანის გაახალგაზრდავებისთვის.

ეპიდერმისის, დერმის და მათზე არსებული დეფექტების განსაზღვრული ფენების მოშორებას და მათი ხელახალი აღდგენის მიზანმიმართულ, კონტროლირებად პროცესს ეწოდება პილინგი, ან კანის აბრაზია - გაწმენდა, აშრევება -კანის გამოცვლა.

პილინგი სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება: ულტრაბგერით, მექანიკური დერმაბრაზიით, ლაზერით, ფერმენტებით, მჟავებით და სხვა.

პილინგის შესაძლებლობები არ ამოწურება მხოლოდ ესთეტიკური ეფექტით, მას ეფექტურად იყენებენ თერაპიაში კანის ზოგიერთი დაავადებისა თუ მდგომარეობის დროს:

ქიმიური პილინგი, რომელიც შეიძლება იყოს ზერელე, საშუალო სიღრმის და ღრმა,  ხორციელდება მჟავების გამოყენებით. სხვა მეთოდებთან შედარებით ის გაცილებით უფრო მარტივია და არ მოითხოვს ძვირადღირებული აპარატურის გამოყენებას.

კანის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ქიმიური პილინგის ზემოქმედების სიღრმეზე, რასაც თავის მხრივ რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

ზერელე ქიმიური პილინგი იწვევს ეპიდერმისის ზერელე შრეების ან მთლიანად ეპიდერმისის ექსფოლაციას, თითქმის დერმის დვრილოვან შრემდე. საშუალო სიღრმის პილინგს მივყავართ კვალიფიცირებულ ქიმიურ დამწვრობამდე, შემდგომში ეპიდერმისის და დერმის აშრევებით, თითქმის ბადისებრი შრის ზედა ნაწილამდე. ღრმა პილინგი ტარდება ხსნარებით, რომელიც აღწევს დერმის ბადისებრი შრის თითქმის ნახევრამდე. ღრმა პილინგი ტარდება მხოლოდ ქირურგიული სტაციონარის პირობებში.

მედიცინაში ლაზერის გამოყენება ეფუძნება ქსოვილის უნარს არჩევითად შთანთქოს სხივური გამოსხივება. შთანთქმული ენერგიის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ზემოქმედებს ლაზერის სხივი ბიოლოგიური ქსოვილის ქრომოფორებზე და აგრეთვე  ლაზერის ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. ასე რომ საბოლოო შედეგი ბევრად არის დამოკიდებული უშუალოდ შემსრულებელზე.

მეზოთერაპია

მეზოთერაპია - პირველ რიგში თერაპიული ტექნიკაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოგად მედიცინასთან, ამიტომ მან ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი თერაპიულ სფეროში. კერძოდ დერმატოლოგია, დერმატოკოსმეტოლოგია, ესთეტიკურ მედიცინა, სტომატოლოგია, სპორტული მედიცინა, რევმატოლოგია და სხვა დარგები უკვე ინტენსიურად იყენებს ამ ტექნიკას, რადგან არის მარტივი, ეფექტური, ლოგიკური, უვნებელი და რაც მთავარია, მკურნალობა მაქსიმალურადაა მიახლოვებული დაავადებულ ზონასთან. მაგალითად, მუხლის ტკივილის დროს ინექცია კეთდება მუხლში, ხოლო ცელულიტის დროს აქტიური მედიკამენტოზური საშუალებები შეჰყავთ უშუალოდ ცელულიტით დაზიანებულ უბანში.

კოსმეტოლოგიაში მეზოთერაპიის გამოყენების საფუძველი უბრალო შემთხვევას უკავშირდება; პაციენტს კანქვეშ შეუყვანეს ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერება, რამაც გამოიწვია ნაოჭების გასწორება და კანის მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. ეს მოულოდნელი ეფექტი გახდა მეცნიერული კვლევისა და ექსპერიმენტის საგანი, რის შედეგადაც შემუშავდა მთელი რიგი სამკურნალო პრეპარატები და კოსმეტოლოგებმა ამ ხელმისაწვდომი მეთოდის ფართო გამოყენება დაიწყეს.

მეზოთერაპია ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ხასიათის ტკივილისა თუ პათოლოგიების დროს,  ის მეტად მნიშვნელოვანი მეთოდია ამა თუ იმ დაავადების კომპლექსური მკურნალობისას, ის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მედიკამენტების გამოყენება ხდება ადგილობრივად, ლოკალურად, მცირე დოზებით, ზუსტად დაზიანების ადგილას. მეზოთერაპიის უპირატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით ზუსტად ასახავს კონცეფცია - „ცოტა, იშვიათად და საჭირო უბანზე“ .

რაში მდგომარეობს მეზოთერაპიის არსი?

სამკურნალო კოქტეილი, რომლის შემადგენლობაც  პირდაპირ კავშირშია არსებულ პრობლემასთან, მიკროდოზებით შეჰყავთ კანის შუა შრეში (მეზოდერმაში). ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეპარატი მიეწოდება კონკრეტულად დაზიანებულ უბანს მკურნალობისთვის შესაბამისი დოზით. ტრადიციული მეთოდებით მკურნალობისას კი, როდესაც პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად (აბის დალევა) ან ინექციის სახით, წამალი მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, რაც უმრავლეს შემთხვევაში, არც ისე სახარბიელოა. ამასთანავე იგი მოგვიანებით აღწევს დაზიანებულ უბნამდე და თანაც მცირე რაოდენობით, რაც აქვეითებს მკურნალობის ეფექტურობას.

მეზოთერაპიული ტექნიკის განვითარებამ გამოიწვია მრავალფეროვანი ახალი  მეზოთერაპიული პრეპარატების შემუშავების აუცილებლობა, რამაც საგრძნობლად გააფართოვა მისი გამოყენების სფერო და გააუმჯობესა ადრე მიღებული შედეგები.

დღევანდელ დღეს მეზოთერაპია ყველაზე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დერმატოლოგიური, ტრიქოლოგიური და ესთეტიკური პრობლემების მოგვარებისთვის.  ამ სფეროში მეზოთერაპიის გამოყენების უპირველესი ჩვენებებია:

მეზოთერაპიული ტექნიკა გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც არაოპერაციული, ბუნებრივი გზით კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებად იქცა. აღსანიშნავია, რომ მეზოთერაპიული სპეციალური კოქტეილები, დღითიდღე უმჯობესდება და იხვეწება, რომელიც კანში ან კანქვეშ მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით შეჰყავთ. ინოვაციური კოქტეილები, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია, კოლაგენოთერაპია და სხვ. იქმნება კანის აგებულებისა და დაბერების მექანიზმების კვლევებზე დაყრდნობით, მათი მოქმედების შედეგად ორგანიზმში ქვეითდება ქოლესტერინის დონე, ნეიტრალდება თავისუფალი რადიკალები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ისინი მოქმედებენ ასევე ცხიმოვან ცვლაზე, იწვევენ ცელულიტის კაფსულების შემცირებას და დანაწევრებას, რის შედეგადაც კანი აღიდგენს ელასტიურობას და ახალგაზრდულ ელფერს. მათი საშუალებით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, კანის ელასტიურობის გაუმჯობესება,  სახის ოვალის გასწორება, ორმაგი ღაბაბის გაქრობა ან შემცირება.

განსაკუთრებით ეფექტურია მეზოთერაპიის კომბინირება სხვა პროცედურებთან, მაგალითად, პილინგთან რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღებას.

მეზოთერაპია ასევე აქტუალურია თმის ცვენის შესაჩერებლად. ამ მიზნით ჩატარებული პროცედურები აძლიერებს თმის ბოლქვის კვებას და ასტიმულირებს თმის ზრდას. თმის ცვენის შესაჩერებელი პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა ასაკში, საწყის სტადიაზე, ასევე ორსულობის და მშობიარობის შემდგომი გამელოტებისა და თმის ცვენის შემთხვევაში. მკურნალობის კურსი მეზოთერაპიასთან ერთად მოიცავს თავის თმიანი ნაწილის მასაჟს და ფიზიოპროცედურებს.