დერმატოლოგია

კანის დაავადებები გავრცელებული კანის დაავადებები

კანის დაავადებები

ყოველ მეორე ადამიანს მსოფლიოში თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც უვითარედება კანის დაავადება. საბედნიეროდ, კანის დაავადებების უმრავლესობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ ხშირად თანსდევს დისკომფორტი და გარეგნობის გაუარესება. მაგალითად, თუ გამონაყარი გაქვთ სახეზე ან შეინიშნება გამელოტება, რაც ცხადია იწვევს ადამიანის ფსიქოსოციალურ დეზადაპტაციას.

კანის დაავადებების მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია. სამწუხაროდ ადამიანები ზოგჯერ ზერელედ უყურებენ კანზე გაჩენილ პრობლემებს, გამონაყარი კი შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. კანზე გაჩენილი ყოველგვარი გამონაყარი თუ ახალწარმონაქმნი მოითხოვს ყურადღებას, ხოლო დროული დიაგნოსტიკა კი განკურნების გარანტიაა. დაგვიანებული მიმართვიანობა, ან თვითმკურნალობა ძალიან ცუდ შედეგს იძლევა, პრობლემა რთულდება და მისი მკურნალობა პრობლემატური და ხანგრძლივი ხდება. ეცადეთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და დროულად მიიღოთ პროფესიონალი დერმატოლოგის კონსულტაცია.

თანამედროვე დერმატოლოგია პროგრესულად ვითარდება: დიაგნოსტიკისა და თერაპიის ინოვაციური მეთოდების დახმარებით შესაძლებელი გახდა სნეულების მიზეზის, შესაძლო გართულებებისა და პროფილაქტიკის დიდი სიზუსტით განსაზღვრა და მკურნალობა. სწორედ დიაგნოსტიკა არის ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი კანის დაავადებების მკურნალობის დროს.

დერმატოლოგია – მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის სტრუქტურასა და ფუნქციებს, მის დაავადებებს, მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. თანამედროვე მედიცინაში არსებობს კანის დაავადებათა დაახლოებით 20 ათასი ნაირსახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან სირთულითა და ხასიათით განსხვავდება. დროული მიმართვა ექიმ-დერმატოლოგთან მკურნალობის გაადვილებისა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა.

კანის დაავადებები თავისმხრივ ცალკეულ ჯგუფებად იყოფა: თანდაყოლილი, ინფექციური (რომელიც თავის მხრივაც შეიძლება დავყოთ ბაქტერიულ, ვირუსულ, სოკოვან და პარაზიტულ დაავადებებად), სიმსივნეები (ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი), კანის ანთებითი დაავადებები (დერმატიტები), კერატინიზაციის დარღვევით მიმდინარე და მრავალი სხვა. ცალკე ჯგუფია დაავადებები, რომლებიც ვლინდება კანზე შინაგანი ორგანოების პათოლოგიების დროს.

საგანგაშო სიმპტომების – გამონაყარი, ქავილი, აქერცვლა, თმის ცვენა, ფრჩხილის ფირფიტის ფერისა და ფორმის შეცვლა, ახალწარმონაქმნები – გამოჩენის შემთხვევაში უნდა სასწრაფოდ მიმართოთ კონსულტაციისათვის დერმატოლოგს. დერმატოლოგის კონსულტაციის შორეულ მომავალში გადადებისას დაფიქრდით იმაზე, რომ კანი წარმოადგენს თქვენი ორგანიზმის სარკეს.

კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს დერმატოლოგიის სფეროში. პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის, კონსულტაციის, კვლევისა და დიაგნოსტიკის შედეგად განსაზღვრავენ დაავადების ხასიათს, მიზეზსა და სტადიას და შემოგთავაზებენ მკურნალობის ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციებს - სამკურნალო და/ან ესთეტიკურ პროცედურებს.

ბევრი დერმატოლოგიური პრობლემა შინაგანი ორგანოების დაავადებათა გარეგან გამოხატულებას წარმოადგენს, როგორიცაა ენდოკრინული დაავადება, იმუნური სისტემის პათოლოგია ან კუჭნაწლავის მხრივ ცვლილებები. ამიტომ კლინიკა “მარჯანში” კანის დაავადებების მკურნალობა პაციენტის ანამნეზის, საფუძვლიანი კვლევის და დიაგნოსტირების საფუძველზე ხორციელდება.