ფოლიკულიტი
ფოლიკულიტი (folliculitis) – თმის ფოლიკულის არხის ზედა ნაწილის ანთება, რომელიც უმეტესწილად გამოწვეულია ინფექციური აგენტებით. თავდაპირველად ფოლიკულის არხში ჩნდება პაპულა, ხოლო შემდეგ პუსტულა - ცენტრში თმის ღერით, ეროზია და ბოლოს ქერქი. თუ ანთება ვრცელდება ღრმად ფოლიკულის არხში, დაავადებას უწოდებენ სიკოზს.
ფოლიკულიტების კლასიფიკაცია:
ზედაპირული ფოლიკულიტის დროს ჩნდება 2-5 მმ დიამეტრის ჩირქგროვები (პუსტულები), შემოსაზღვრული ჰიპერემიული ანთებითი ქობით. ტკივილის შეგრძნება, როგორც წესი, არ შეინიშნება. ზედაპირული ფოლიკულიტი გრძელდება რამოდენიმე დღე. მეორე-მესამე დღეს ჩირქგროვის ადგილზე ჩნდება ეროზია და შემდგომ ქერქი, რომლის მოცილების შემდეგაც არ რჩება კვალი (მუქი კანის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს პოსტანთებითი ჰიპო- ან ჰიპერპიგმენტაცია).
ღრმა ფოლიკულიტი ხასიათდება კანზე მკვრივი მტკივნეული ჰიპერემიული კვანძების გაჩენით, ზომით 10 მმ-ს აღწევს, ზედაპირზე აქვს პუსტულა ცენტრში თმის ღერით. რამოდენიმე დღეში პუსტულა იხსნება ან ხმება და ჩნდება მოყვითალო ქერქი. ასეთი ფოლიკულიტი შესაძლოა განვითარდეს როგორც დამოუკიდებლად, ისე ოსტიოფოლიკულიტის ფონზე. ღრმა ფოლიკულიტის დროს ერთდროულად ან მიყოლებით ჩნდება რამოდენიმე კერა და თითოეული გრძელდება 4-7 დღე. მრავლობითი ფოლიკულიტები ხშირად აღენიშნებათ მამაკაცებს, უპირატესად კანის იმ უბნებში, რომელიც განიცდის ზეწოლას და გახეხვას, მაგალითად ტანსაცმლით, სახვევით, ხშირია თავის თმიან ნაწილსა და წვერის მიდამოში.
განსაკუთრებულ კლინიკურ ფორმას წარმოადგენს პროფესიონალური ფოლიკულიტი, რომელთა განვითარებაც დაკავშირებულია მუშაობის დროს კანის დაბინძურებასთან. პროფესიული ფოლიკულიტისთვის დამახასიათებელია ფოლიკულების ძირში გარქოვანებული საცობის წარმოქმნა, რომლის გარშემოც ვითარდება ანთება. დაავადება ძირითადად ვითარდება მხრებზე, მაჯებსა და ზურგზე. ფოლიკულიტი ასევე შესაძლოა გართულდეს, რის შედეგადაც ჩნდება - ფურუნკული ან კარბუნკული.
ფოლიკულიტის გამომწვევი, მაპროვოცირებელი ფაქტორები:
ლოკალიზაცია შეიძლება იყოს სხეულის ნებისმიერ უბანზე, ხელის და ფეხის გულების გარდა:
კლინიკა ”მარჯანში” ფოლიკულიტის მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობით, რომელიც დიაგნოსტიკური კვლევებისა და დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. კლინიკა ”მარჯანის” ექიმები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს: პირველადი კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევა და დიაგნოსტიკა, პროცედურები სამკურნალო მეზოთერაპით, ფაგოთერაპია, სამკურნალო ნიღბები და კანის მოვლის საშუალებები - სამკურნალო და პროფესიონალური კოსმეტიკა.
დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.
ფოლიკულიტის პირველადი პროფილაქტიკა მდგომარეობს კანისა და თმის სწორ მოვლაში, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების განვითარება.