დერმატოლოგია
დრო გადის და ჩვენ ძალაუნებურად ვბერდებით. ადამიანის სხეულის ყველა ორგანო განიცდის ასაკობრივ ცვილებებს და ცხადია ეს კანსაც ეხება. შინაგანი ორგანოების დაბერების პროცესი შედარებით ფარულად მიმდინარეობს, კანზე კი ეს გაცილებით შესამჩნევია - ჩნდება ნაოჭები, იცვლება ფერი, ქრება კანის ელასტიურობა და ა.შ.
რა ხდება? რატომ ვბერდებით ?
როგორ მოუაროთ კანს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა?
შევეცდებით პასუხი გავცეთ ყველა ამ კითხვას.
კანის ასაკობრივ ცვლილებებს მრავალი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორი იწვევს.
ეგზოგენურია - გარემო ფაქტორები: კლიმატური, ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური (განსაკუთრებით ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენა - კანის ფოტოდაბერება).
კანის ფოტოდაბერების პროცესში ხდება ეპითელიოციტების ჰიპერპროფილაცია და შესაბამისად ჰიპერკერატოზი. შემდგომ სტადიაში ხდება ეპიდერმისის ატროფია, ხოლო ეპითელიოციტებში სხვადასხვა ხარისხის ატიპია - რაც ავთვისებიანი სიმსივნის ერთ-ერთი მიზეზია.
ბუნებრივი დაბერების მიზეზია ენდოგენური ფაქტორები: დაბერებისა და უჯრედების სიკვდილის გენეტიკური პროგრამა, უჯრედში და უჯრედშორის არეში დაგროვილი მავნე ნივთიერებები, ჰორმონალური სტატუსის შეცვლა, იმუნიტეტის დაქვეითება, ფსიქოემოციური სტრესები და სხვ.
ბუნებრივი დაბერება უკავშირდება ჰისტოლოგიურ ცვლილებებს დერმაში - დერმის უჯრედების რაოდენობისა და ზომის შემცირებას და ასევე ძირითადი ნივთიერებების, კოლაგენისა და ელასტანის მოცულობის შემცირებას. ასაკის მატებასთან ერთად დერმაში ჰიალურონის მჟავის შემცირების გამო ხდება სითხის დაკარგვა, რაც მკვეთრად აუარესებს კანის მდგომარეობას.
კანის დაბერების სამი სტადია არსებობს:
- მიოდაბარება 25-40 წელი (ჩნდება მიმიკური ნაოჭები).
- ქრონოდაბერება 40-50 წელი (ცვლილებას განიცდის სახის ფორმა, ჩნდება ღრმა ნაოჭები).
- ჰორმონალური დაბერება - 50 წლის შემდეგ, გამოწვეულია ესტროგენების ნაკლებობით.
ბიოლოგიური დაბერება დაახლოებით 25 წლიდან იწყება, კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას, მასზე ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ოვალი, მიმდინარეობს სახის პროპორციების ცვლილებები, ხდება წარბების, ყვრიმლების, პირის კუთხის დაწევა. რა თქმა უნდა, არც ერთ ქალბატონს არ სურს მშვიდად ადევნოს თვალი დაბერების პროცესს. სამწუხაროდ, ამ მოვლენების მთლიანად შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიაში უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია დაბერების პროცესის გადავადება შორეულ მომავალში.
რა არის კანის ძირითადი შემადგენლი კომპონენტები:
- კოლაგენი - ცილა, რომელიც კანს სიმტკიცეს ანიჭებს.
- ელასტანი - ცილა, რომელიც კანის ელასტიურობას განაპირობებს.
- ჰიალურონის მჟავა - კანში აკავებს წყალს, ხელს უწყობს ელატინისა და კოლაგენის სინთეზსს, ახდენს მათ ფიქსაციას, რაც სახის ოვალის ფორმას განაპირობებს.
- კერამიდები - ქმნის კანის დამცავ ბარიერს, ამცირებს წყლის აორთქლების პროცესს და იცავს კანს გამოშრობისაგან.
- ლიპოსომები - მიეკუთვნება ბუნებრივ დამატენიანებელ ფაქტორს.
25 წლის შემდეგ კანში არსებული
კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები სქელდება, მათი განლაგება ქაოტური ხდება, ნელდება რეგენერაციის პროცესი და კანი კარგავს სიმკვრივეს.
ესტროგენები არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, მონაწილეობს კანის პიგმენტის, მელანინის წარმოქმნაში. ასაკის მატებასთან ერთად კანში ესტროგენების რეცეპტორების რაოდენობა მცირდება და ელასტიური ბოჭკოები დეგენერაციას განიცდის, კანის ცხიმიანობა მცირდება, შრება, ჩნდება პიგმენტური ლაქები.
კანის სიმშრალე
ქალის სასქესო ჰორმონები, კანში არსებულ ესტროგენულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, ხელს უწყობს კანში ჰიალურონის მჟავის რაოდენობის გაზრდას და ტენიანობის შენარჩუნებას. კანში წყლის შემცველობა კანის სიმკვრივეს, ელასტიურობას, მიკრორელიეფს განსაზღვრავს. გამომშრალი კანის დამცველობითი ფუნქცია ქვეითდება, დუნდება, იქერცლება, ვითარდება ქავილი, დაჭიმვის შეგრძნება, მატულობს კანის ინფიცირების რისკი, ადრე ნაოჭდება, ჩნდება პიგმენტური ლაქები.
ქრონიკული სტრესის დროს ხშირად ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, უარესდება კანის, თმების, ფრჩხილების სისხლით მომარაგება, რაც კანის დაზიანებას, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობასა და აქერცვლას იწვევს.
თმის, კანის და ფრჩხილების სიჯანსაღის გამაძლიერებელი ვიტამინები და მიკროელემენტები:
თუთია Zn - აუმჯობესებს თმისა და კანის სტრუქტურას. მისი ნაკლებობისას ირღვევა თმისა და ფრჩხილების ზრდის პროცესი, კანზე ვითარდება გამონაყარი, ჩნდება ქერტლი, ფრჩხილებზე აღინიშნება თეთრი ხაზები.
სელენი Se - წარმოადგენს შეუცვლელ, ძლიერ ანტიოქსიდანტს. იგი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც შედის ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი პროცესების მარეგულირებელი უმთავრესი ჰორმონების და ფერმენტების შემადგენლობაში. სელენი დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ცხოველქმედებასთან. ორგანიზმში მისი არსებობა სხვა მიკროელემენტებთან ერთად, აუცილებელია ნორმალური განვითარებისა და მისი პროდუქტიულობის შენარჩუნებისათვის. სელენი ააქტიურებს იმუნური სისტემის მუშაობას და არეგულირებს ვიტამინ E-ს შეწოვასა და ცვლას.
ვიტამინი A - აუცილებლია კანის, ფრჩხილებისა და თმების რეგენერაციისათვის. დადასტურებულია, რომ A ვიტამინი აფერხებს კანის დაბერების პროცესს. მისი ნაკლებობისას ძლიერდება კანის გარქოვანება, კანი შრება, ვითარდება ნაოჭები, თმა კარგავს ბზინვარებას, იწყება თმის ცვენა, ზიანდება ფრჩხილები.
ვიტამინი E - აუცილებელია კანის ელასტიურობის შენარჩუნებისათვის. მონაწილებს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზში, მისი ნაკლებობისას კანი სწრაფად ბერდება, ჩნდება ნაოჭები და პიგმენტური ლაქები. E ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმის მიერ A ვიტამინის ათვისებისათვის. E ვიტამინთან ერთად სელენის მიღება მის ეფექტურობას აორმაგებს.
ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას. მისი ნაკლებობისას კანი ბერდება, კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები. C ვიტამინთან ერთად რუტინის მიღება აძლიერებს მის ეფექტურობას. C ვიტამინი ხელს უწყობა B1, B2, B5, B9, A და E ვიტამინის შეწოვას.
ბიოტინი (ვიტამინი H) - ბიოტინი აუცილებელია კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისათვის. მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ცილების - ელასტინისა და კოლაგენის სინთეზში.
მაგნიუმი, სილიციუმი, სპილენძი, რკინა - ასტიმულირებენ ცილა ელასტინისა და კოლაგენის სინთეზს. აუმჯობესებენ თმის, ფრჩხილის და კანის სტრუქტურას.
პარაამინობენზოის მჟავა - მონაწილეობს ელასტინის, კოლეგენის და კერატინის სინთეზში. შესაბამისად აღადგენს კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას. აუმჯობესებს თმის ხარისხს, აფერხებს ნაოჭების განვითრებას.
მეთიონინი - აუმჯობესებს კანის დამცველობით ფუნქციას. იცავს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.
პანთოტენის მჟავა (ვიტამინი B5) - მისი ნაკლებობისას კანი შრება და ვითარდება ნაოჭები.
ფოლიუმის მჟავა - მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღეში. მისი ნაკლებობისას ირღვევა კანის პიგმენტაცია და კანზე ჩნდება თეთრი ლაქები. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა აღენიშნებათ ფსორიაზით დაავადებულებს.
მცენარეული ესტროგენები - ფიტოსტეროლები, ავლენენ ესტროგენებისმაგვარ მოქმედებას - აწესრიგებენ ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს და აღადგენენ კოლაგენის სინთეზს. მცენარეული ესტროგენებით მდიდარია სოიო, სელის ზეთი, იონჯა, ჟენშენი, ჭინჭარი.
რას გვთავაზობს სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” ?
სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” ანტიდაბერების მედიცინის მრავალმხრივ, პერსპექტიულ და უახლეს ტენდენციებს და მიმართულებებს ეყრდნობა, რომელიც შემდეგ პრინციპებზეა აგებული:
- ბიოლოგიური ინდივიდუალობა - თითოეული პაციენტი უნიკალურია და მკურნალობის და ანტიდაბერების მკაცრად ინდივიდუალურ პროგრამას საჭიროებს.
- შინაგანი და გარეგანი ფაქტორების დინამიკური წონასწორობა - ადამიანის ცხოვრების წესი ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების შესაბამისად ქმნის ინდივიდის სურათს, რომელიც თავის მხრივ პაციენტის გენეტიკაზეა დამოკიდებული.
- ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მჭიდრო ურთიერთკავშირი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ექიმმა.
”მარჯანი”-ს ექიმები წარმატებით იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, მეთოდებს, პრეპარატებს, და პროფესიონალურ კოსმეტიკას, ხოლო მათი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს პაციენტის მოთხოვნას - მიაღწიოს სასურველ შედეგს.
”მარჯანი” გთავაზობთ კანის მოვლის ძლიერ თერაპიულ მეთოდებს, რომელიც იძლევა კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავების ეფექტს და ასევე მიღწეული შედეგების შენარჩუნების საშუალებას. იგულისხმება არაქირურგიული მეთოდები, რომელიც არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს და ამავე დროს პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივათაც შეიძლება განვიხილოთ.
კანის მკურნალობა და მოვლა, დაავადების შემდგომ დარჩენილი დეფექტების აღმოფხვრა, პრობლემური კანისთვის შესაბამისი დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარების აუცილებლობა და მათი პერიოდულობა კოსმეტოლოგიური საშუალებების სწორად შერჩევა, განსაკუთრებით პილინგებისა და მეზოთერაპიული პროცედურების ჩატარება ითხოვს სამედიცინო განათლებას.
”მარჯანი” გთავაზობთ კანის მოვლისა და გაჯანსაღება-გაახალგაზრდავების პროცედურათა, შემდეგ ჩამონათვალს:
კანის ატრავმული წმენდა (სახე, დეკოლტე, ზურგი)
პროცედურა ტარდება მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეცევტიკური პროდუქციით (Holy Land cosmetics laboratories). პაციენტის კანის ტიპისა და დერმატოლოგიური პრობლემების მიხედვით ექიმი ირჩევს წმენდის შესაბამის პროგრამას (A-nox, Double Action, Rnew Formula, Whitening, Astrigent, Special და სხვ.). პროცედურაში შედის მსუბუქი აშრევება (პილინგი) და ნიღაბი. პროცედურის ხანგრძლიობა ორი საათია. პროცედურა კომფორტული და უმტკივნეულოა და მისი დასრულების შემდგომ უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
ნიღბები (სახე, დეკოლტე, ზურგი)
პროცედურა ტარდება მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეცევტიკური პროდუქციით (Holy Land cosmetics laboratories), პაციენტის კანის ტიპისა და დერმატოლოგიური პრობლემების მიხედვით ექიმი ირჩევს ნიღბის შესაბამის პროგრამას (A-nox, Double Action, Rnew Formula, Whitening, Astrigent, Special და სხვ.). პროცედურის ხანგრძლიობა ერთი საათია. პროცედურის შედეგად ხდება კანის კვება, დატენიანება, უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა. პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კანის აშრევება - ქიმიური პილინგი (სახე, დეკოლტე, ზურგი)
ქიმიური პილინგი - კანის დაზიანება ”სასიკეთოდ”, ანუ კანის განახლების სტიმულირება მისი ხელოვნური დაზიანებით. ამ პროცედურას ფართოდ იყენებენ კანის გაახალგაზდავებისთვის, კანზე არსებული დეფექტების მოშორებისა და კანის აღდგენის მიზნით. ეს პროცედურა ეფუძნება კანის უმნიშვნელოვანეს თვისებას - რეგენერაცია, აღდგენის უნარი!
კანში განუწყვეტლივ მიმდინარეობს განახლების პროცესები: უჯრედის დაყოფა, დიფერენცირება, კოლაგენის, ელასტინის და გლიკოზამინოგლიკანების დაშლა და სინთეზი. ახალგაზრდა ორგანიზმში ეს პროცესები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ასაკთან ერთად ცვლის პროცესები სულ უფრო ნელდება და გამოიხატება კანის დაბერებით, ამიტომ კანის განახლების სტიმულირება ძალიან ეფექტურია მისი ხელოვნური დაზიანებით. ვიყენებთ რა კანის რეაქციას დაზიანებაზე და შედეგად ვღებულობთ სიგნალს კანის აღდგენაზე.
”მარჯანი” გთავაზობთ პილინგის პროცედურას
Holy Land cosmetics პროდუქციით, ნებისმიერი ტიპის კანისთვის. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ნატურალური ალფა- და ბეტა - ჰიდროქსიმჟავები, ასკორბინის მჟავა, რეტინოლი და რძის მჟავა.
პროცედურის ჩატარება აქტუალურია, როგორც ფოტო- და ქრონოდაბერების დროს ასევე აკნეს, პოსტაკნეს, როზაცეას და პიგმენტაციის დარღვევების დროს. პილინგი ხელს უწყობს კანის სტრუქტურის, ტონუსის, ელასტიურობისა და ფერის გაუმჯობესებას, მცირდება მცირე და საშუალო ნაოჭების სიღრმე.
პილინგი უნდა შეასრულოს მხოლოდ ექიმმა - დერმატოკოსმეტოლოგმა!
მეზოთერაპია
მეზოთერაპია არის თერაპიული ტექნიკა, მეთოდი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოგად მედიცინასთან და ამავდროულად, ანტიდაბერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
მეზოთერაპიას ფართოდ იყენებენ დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში. მეზოთერაპიული ტექნიკა არის მარტივი, ეფექტური, ლოგიკური, უვნებელი და, რაც მთავარია, მეზოთერაპიული მკურნალობა მაქსიმალურად არის მიახლოებული დაზიანებულ ზონასთან, რასაც ზუსტად ასახავს მეზოთერაპიის ცნობილი კონცეფცია: ”ცოტა, იშვიათად და საჭირო უბანზე”
მეზოთერაპიული სამკურნალო კოქტეილი, რომლის კომპონენტებსაც ექიმი ხშირ შემთხვევაში თავად ადგენს, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, მიკროდოზებით შეჰყავთ კანში (ეპიდერმისსა და დერმაში) სხვადასხვა სიღრმეზე, რაც იმას ნიშნავს რომ პრეპარატი მიეწოდება კონკრეტულად დაზიანებულ უბანს, მკურნალობისთვის საჭირო დოზით. აღსანიშნავია რომ პრეპარატის მოქმედება გრძელდება მთელი კვირის განმავლობაში და საბოლოო გაუმჯობესებას 6-7 დღის შემდეგ ვაფიქსირებთ.
მეზოთერაპიული პროცედურების ჩატარებისას ექიმი - მეზოთერაპევტი შემდეგი ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს:
- მეზოთერაპიას იყენებენ ჩვენების მიხედვით;
- მეზოთერაპიულ პრეპარატებს ირჩევენ ჩვენების მიხედვით;
- ექიმი უნდა მოერიდოს ისეთი პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს;
- მეზოთერაპიული კოქტეილის შექმნისას ექიმი უნდა ითვალისწინებდეს პრეპარატების, როგორც ფიზიკურ-ქიმიური, ისე თერაპიული შეუთავსებლობის ალბათობას;
- ექიმი უნდა ითვალისწინებდეს სხვადასხვა მედიკამენტის ანტაგონისტურ ურთიერთქმედებას და სხვა კრიტერიუმებს;
- პრეპარატების გამოყენებისას ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი წესებით, რათა თავიდან აიცილოს გვერდითი მოვლენები.
მეზოთერაპიული პროცედურა უნდა შეასრულოს მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა ექიმმა, რომელსაც გააჩნია მეზოთერაპევტის სერთიფიკატი!
”მარჯანი” გთავაზობთ როგორც სამკურნალო ისე ესთეტიკური მეზოთერაპიის პროცედურებს. მეზოთერაპიის გამოყენების უპირველესი ჩვენებებია: კანის ქრონო- და ფოტოდაბერება, ნაოჭები, ორმაგი ღაბაბი, აკნე, კანის უხეში რელიეფი, ალოპეცია (თმის ცვენა), სტრიები, კელოიდური ნაწიბურები, ჰიდროლიპოდისტროფია ანუ ცელულიტი და სხვ.
”მარჯანის” ექიმები მეზოთერაპიულ პროცედურებში იყენებენ, როგორც უშუალოდ ექიმის მიერ შედგენილ კოქტეილებს, კონკრეტული დაავადებისა თუ პრობლემისათვის საჭირო კომპონენტებით, ასევე მსოფლიოს წამყვანი ფირმების (Filorga, Viscoderm, Masteli და სხვ.) მიერ წარმოებულ მეზოპრეპარატებსა და მზა კოქტეილებს.
რა შედეგი აქვს მეზოპროცედურას ?
მეზოთერაპიული პროცედურის შედეგად, კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებენ სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და კანის უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე და შედეგად ვღებულობთ კანის სტრუქტურის აღდგენას - მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს.
პროცედურის შედეგი დამოკიდებულია, როგორც მეზოკოქტეილების ხარისხსა და შემადგენლობაზე, ასევე კურსის პერიოდულობასა და ხანგრძლიობაზე. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ანტიდაბერების თერაპიის დროს. განსაკუთრებით ეფექტურია მეზოთერაპიის კომბინირება ქიმიურ პილინგთან.
მეზოთერაპიული პროცედურების რაოდენობა და კურსის პერიოდულობა ინდივიდუალურია - დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაზე და ხარისხზე და განისაზღვრება პაციენტის კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად. მეზოთერაპიის ერთი კურსი დაახლოებით 5-10 პროცედურას მოიცავს, პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ. პერიოდულობა კი გარკვეული სქემით მიმდინარეობს, რომელსაც ექიმი თავად ადგენს. პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 40 წუთია.
ბიორევიტალიზაცია
ბიორევიტალიზაცია - ახალი არაოპერაციული, ბუნებრივი გზით კანის გაახალგაზრდავება.
პროცედურა გულისხმობს დერმალური ფენის სტიმულაციას, რომლის დროსაც ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიო პრეპარატის ჰიალურონის მჟავის (კანის ნატურალური კომპონენტი, დერმის უჯრედშორისი ნივთიერება) ინტრადერმული ინექციით -მეზოთერაპიული ტექნიკით, შეყვანა დერმაში (კანის შუა შრე).
პროცედურა იძლევა სწრაფ და ეფექტურ შედეგს და ერთდროულად რამოდენიმე პრობლემას აგვარებს: ახდენს დერმის რესტრუქტურიზაციას, ფიბრობლასტების გააქტიიურებას, თავისუფალი რადიკალების ინაქტივაციას, პროტეაზების ბლოკირებას, ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის ფერი, რელიეფი, მცირდება ნაოჭები და ჰიპერპიგმენტაციის ინტენსივობა, რაც ვიზუალურად მკვეთრად აახალგაზრდავებს პაციენტის კანს. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება ატროფიული ნაწიბურებისა და სტრიების ასალაგებლად.
აღსანიშნავია, ასევე რომ ეფექტი მატულობს გარკვეული დროის განმავლობაში, რაც პირდაპირ კავშირშია ქსოვილის ფიზიოლოგიური სტრუქტურის აღდგენასთან.
ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩვენებები:
- ჰიდრობალანსის დარღვევა;
- ქრონო და ფოტოდაბერება;
- ანტიოქსიდანტური დაცვა;
- მოდუნებული და გამომშრალი კანი;
- კანის ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება;
- კანის ნაადრევი დაბერების სიმპტომები, გამოწვეული თამბაქოს, სტრესის, მზის სხივების და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით;
- სხვადასხვა სახის პლასტიკური ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
- კანი პოსტ- და მენოპაუზის შემდგომ;
- ჰიპერპიგმენტაციის პროფილაკტიკა და მკურნალობა;
ბიორევიტალიზაციის პროცედურა უმტკივნეულოა, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.
პროცედურის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობასა და ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციაზე.
”მარჯანში” ბიორევიტალიზაციის კურსი ტარდება მსოფლიოში მოწინავე ფრანგული ფირმის Filorga -ს მიერ წარმოებული პრეპარატებით.
ბიორევიტალიზაციის კურსი შეადგენს 3 – 5 პროცედურას, 10 – 14 დღეში ერთხელ.
პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმები - დერმატოკოსმეტოლოგები.
კოლაგენოთერაპია - თერაპიული გზით კანის გაახალგაზრდავება, ატროფიული ნაწიბურებისა და სტრიების თერაპია.
კოლაგენური ბოჭკოები წარმოადგენს კანის (დერის) კარკასს, საყრდენს და დერმაში წარმოდგენილია სამგანზომილებიანი ბადის სახით ის შეადგენს დერმის მშრალი წონის 70%. სწორედ კოლაგენი უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცეს, ქსოვილის არქიტექტონიკის ფორმირებას, უჯრედების ურთიერთკავშირს უჯრედშორის ნივთიერებასთან.
დერმის სტრუქტურული ჩონჩხი ძირითადად წარმოდგენილია I და III ტიპის კოლაგენით. კანის ქრონო- და ფოტოდაბერების პროცესები აისახება სწორედ კოლაგენის მეტაბოლიზმის დისრეგულაციაზე - ირღვევა ბალანსი კოლაგენის სინთეზსა და დეგრადაციას შორის (დეგრადაცია აღემატება სინთეზს).
შესაბამისად მცირდება სრულფასოვანი კოლაგენური ბოჭკოების დონე, იზრდება ფრაგმენტირებული („დაწყვეტილი“) ინერტული კოლაგენის რაოდენობა, აგრეთვე იცვლება დერმის ძირითადი ნივთიერების შემადგენლობა. ყველაფერს ამას მივყავართ კლინიკურად კანის დაბერების სიმპტომოკომპლექსამდე - ნაოჭები, კანის ელასტიურობილა და ტურგორის დაქვეითება.
კოლაგენოთერაპია გულისხმობს კანში ახალი თაობის სტერილური ბიოპლასტიკური ნატიური არარეკონსტრუირებული სტრუქტურის მქონე კოლაგენის მასალის შეყვანას. კოლოსტი წარმოადგენს I ტიპის კოლაგენს (მიიღება ახალგაზრდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კანიდან), რომელიც თავისი ბიოქიმიური შემადგენლობით და სტრუქტურით უახლოვდება ადამიანის კოლაგენს.
კოლაგენოთერაპიის ჩვენებები:
- ქრონო და ფოტოდაბერება;
- კანის ინვოლუციური პროცესები - ელასტიურობისა და ტურგორის შემცირება;
- ატროფიული ნაწიბურები (პოსტაკნე, ჩუტყვავილას შემდგომი ნაწიბურები და ა.შ.)
- სტრიები ნებისმიერი ასაკისა და ლოკალიზაციის
- პლასტიკური ოპერაციისთვის მოსამზადებელი და შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;
პრევენციული კოლაგენოთერაპიის ოპტიმალური ასაკია 35-40 წელი. 45-50 წელი და ზევით ხდება დაბერების კლინიკური ნიშნების კორექცია.