დერმატოლოგია

კანის დაავადებები გავრცელებული კანის დაავადებები
აკნე კანის ახალწარმონაქმნები კანის პაპილომა ვირუსი ფოტო და ქრონოდაბერება როზაცეა ფოლიკულიტი

აკნე

აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უვითარდება მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს 12-25 წლის ასაკობრივ შუალედში, და 11%-ს 25 წლის ზევით.


აკნე, კანის ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულის პათოლოგიაა. დაავადების მთავარი მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების ცხიმის ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობაა და შემდეგ ძირითად მიზეზებს უკავშირდება:



აკნე ”მრავალსახოვანი” დაავადებაა, რომელსაც უამრავი კლინილური ვარიანტი აქვს. ის ყველა ასაკში გვხვდება, თუმცა უპირატესად პრეპუბერტატულ (12-14 წლის) ასაკში იწყება და გარკვეული პერიოდის შემდეგ მთავრდება. აკნეს ზოგიერთი მძიმე ფორმა წლობით გრძელდება და მრავაწლიან თერაპიულ მკურნალობას და ზოგჯერ პლასტიკური ქირურგის ჩარევასაც მოითხოვს.

დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე ან მისი პროგრესირების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს, რადგან აკნეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა ექიმის პრეროგატივაა. ექიმი კარგად უნდა ერკვეოდეს ენდოკრინოლოგიაში, ფარმაკოლოგიაში, დერმატოკოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში. დროულად დაწყებული მკურნალობა კი იმის საწინდარია, რომ პაციენტს ნაკლებად დასჭირდება ხანგრძლივი თერაპიული კურსის ჩატარება.

რატომ ჩნდება აკნე ?

ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქციის შედეგად ხდება ფოლიკულის არხის - ფორების დახშობა რაც კარგ გარემოს ქმნის დაავადების განვითარებითვის, ხდება ანაერობული ბაქტერიის - Propionibacterium acnes კოლონიზაცია- გამრავლება, რომელსაც არ უყვარს ჟანგბადი და ძალიან კარგად გრძნობს თავს დახშულ და ცხიმოვან გარემოში. ამას თან ერთვის მეორადად თანდართული სტრეპტო და სტაფილოკოკები. კანი ჰორმონდამოკიდებული ორგანოა, სწორედ სასქესო ჰორმონების დისბალანსი (ანდროგენების სიჭარბე) იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლის ჭარბ ფუნქციონირებას.

კლინიკური გამოვლინების მიხედვით აკნეს შემდეგი ტიპები არსებობს:


როგორ მკურნალობენ აკნეს?


პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ აკნეს თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა, სწორი და ადექვატური მკურნალობის მისაღებად უნდა მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს.

აკნეს მკურნალობაში გათვალისწინებული უნდა იყოს აკნეს ტიპი, ფონური დაავადებები, ჰორმონული სტატუსი, კანის ტიპი, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მანამდე ჩატარებული მკურნალობა და მისი ეფექტურობა.

კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს აკნეს მკურნალობისათვის: პირველადი კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევა და დიაგნოსტიკა, ქიმიური პილინგი, პროცედურები მაღალი ხარისხის პროფესიონალური კოსმეტიკით, სამკურნალო მეზოთერაპია მედიკამენტებით, კანის მოვლის საშუალებები- პროფესიონალური კოსმეტიკა.

როგორ ვებრძოლოთ აკნეს - ზოგადი რეკომენდაციები

1. გაწმენდა და დასაბანი საშუალებები.

მუდმივად მიაქციეთ ყურადღება კანის სისუფთავეს, სწორად შეარჩიეთ კანის მოვლის კოსმეტოლოგიური საშუალებები. სასურველია სახის დაბანა დღეში ორჯერ ნეიტრალური ან მჟავე ph-ის მქონე სინთეტიკური დასაბანი საშუალებებით, რეკომენდირებულია ბენზოილ პეროქსიდის შემცველი საპნები და ლოსიონები.

2. სწორი კვება.


ჯერჯერობით მეცნიერულად არ არის დასაბუთებული ეფექტურია თუ არა დიეტა, მითუმეტეს რომ მოზარდ ორგანიზმს ხარისხიანი, კალორიული და სრულფასოვანი საკვები სჭირდება. თუმცა სასურველია ერიდოთ ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტებს (ცომეული,ნაყინი, გაზიანი სასმელები კოკაკოლას ტიპის, შოკოლადი, კარამელი, თხილეული და ა.შ.) დღეისათვის ცნობილია მხოლოდ ერთი მაპროვოცირებელი აგენტი - იოდი, თუმცა იოდიზირებული მარილის მცირე რაოდენობა ვერ იქნება აკნეს განვითარების ან რეციდივის მიზეზი. საყურადღებოა ასევე, რომ წყალმცენარეების ან ზღვის ეგზოტიკური პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს.

3. კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

ძალზე საფრთხილოა კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ამ შემთხვევაშიც სპეციალისტის კონსულტაციაა საჭირო, რადგან როგორც სამკურნალო, ისე დეკორატიული კოსმეტიკის დიდი ნაწილი შეიცავს ნივთიერებებს, რომლეთა გამოყენებაც აკნეს გამწვავებას იწვევს. არ გამოიყენოთ სპირტის შემცველი ლოსიონები, რადგან ისინი კანს აშრობენ და აღიზიანებენ. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო აქტიურდებიან და აკნეც მწვავდება;

4. ხელი არ ახლოთ გამონაყარს

ფიზიკური ზემოქმედებით კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას და ნაწიბურების გაჩენის ალბათობას.


5. ფსიქოთერაპიული დახმარება.

ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ პაციენტს დასჭირდეს, უმრავლეს შემთხვევაში საჭირო ხდება ემოციური მხარდაჭერა. პაციენტს ხშირად აინტერესბს შეუძლია თუ არა ფსიქიკურ სტრესს აკნეს რეციდივი გამოწვიოს, ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ სავარაუდოდ ეს შესაძლებელია.

6. ფოტოთერაპია.

პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კანის მდგომარეობა ზაფხულის პერიოდში უკეთესია. მრავალწლიანი გამოცდილება და თეორიული მონაცემები გვიჩვენებს, რომ გადაჭარბებული ინსოლაცია დროებით გაუმჯობესებას და გარუჯვას იწვევს, რაც ნიღბავს ანთებით გამონაყარს, ერთი ან ორი თვის შემდეგ კი ამას რეციდივი მოსდევს. ეს პროცესები შეინიშნება ხანგრძლივად მიმდინარე აკნეს შემთხვევაში.