ანტიდაბერების მედიცინა

დაბერების თეორია ანტიდაბერება სტრესი და დაბერება კანი და იმუნოლოგია ჰორმონალური დეფიციტი დერმატოკოსმეტოლოგია კოსმეტიკური საშუალებები როგორ შევაჩეროთ დაბერება Holy Land Cosmetics

Holy Land Cosmetics - პროფესიონალური კოსმეტიკა

ჰოლი ლენდი პროფესიონალური კოსმეტიკის კომპანიაა, რომელიც სახისა და სხეულის კანის მოვლისა და მკურნალობის მრავალფეროვან პროდუქციას გვთავაზობს; გვეხმარება კანის სხვადასხვა ტიპის მოვლასა და პრობლემის მოგვარებაში. მრავალფეროვანი პროდუქციის ხაზები მოიცავს, როგორც პროფესიონალურ დაწესებულებებში ჩასატარებელ პროტოკოლებს, ასევე სერიებს სახლში გამოყენებისთვის.

ჰოლი ლენდის პროდუქციის მარკეტინგს და რეალიზაციას უწევენ ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, სპა ქსელები და სასტუმროები.

ჰოლი ლენდი 30 წლის წინ დაფუძნდა და მას შემდეგ მისი კრედო კვლავ მაღალი პროფესიონალიზმი და მუდმივი ინოვაციებია. კომპანიის გამოცდილება და ”ნოუ ჰაუ” წლების განმავლობაში დაგროვდა პროდუქციის შექმნისა და განვითარების გზით და გამოხატავს ბრენდის პროდუქტების მრავალფეროვნებას და მათ ეფექტურობას. ფორმულების შექმნა დაფუძნებულია სამეცნიერო და კლინიკურ კვლევებზე - პროდუქტების უსაფრთხოების, ხარისხისა და ეფექტურობის გათვალისწინებით. წარმოების სკურპულოზული პროცესი მოიცავს უმაღლესი ხარისხის აქტიური ინგრედიენტების გამოყენებას. პროდუქტების დამზადება შესაბამისობაშია GMP პროდუქციის სტანდარტებთან და ISO9001 ხარისხის სტანდარტთან. წარმოების პროცესები კონტროლდება ხარისხის დეპარტამენტის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლსა და ინსპექციას წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე.

ჰოლი ლენდის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიებში დასაქმებულია გამოცდილი ქიმიკოსები და ფარმაცევტები, რომლებიც ზრუნავენ ახალი, ეფექტური ფორმულების შემუშავებასა და არსებული ფორმულების გაუმჯობესებაზე.

ბრენდის ლოგოს თანსდევს სლოგანი ”მუდმივად აქტიური” რაც პასუხობს კომპანიის არსებით მიდგომას: კომპანიის პროდუქცია დაფუძნებულია აქტიურ ინგრედიენტებზე და გააჩნია შესამჩნევი შედეგები და თვით კომპანია მუდმივად ახალი, ეფექტური ფორმულების ძიებაშია.

Holy Land პორტფოლიო

SKIN RENEWAL - კანის განახლება

პროდუქციის ხაზი - ALPHA-BETA WITH RETINOL მოიცავს ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავებისა და რეტინოლის აქტიურ კომბინაციას. ხაზი მოქმედებს კანის რეგენერაციასა და რეაბილიტაციაზე. პროდუქტები შესამჩნევად აუმჯობესებენ კანის რეგენერაციას, ამცირებენ ნაოჭების სიღრმეს, აუმჯობესებენ ტექსტურას და ელასტიურობას და ზრდიან კანის ტენიანობას.

ხაზი მოწოდებულია კანის სხვადასხვა ტიპისა და ესთეტიკური მდგომარეობისთვის.

ANTI AGING - ანტიდაბერება

C THE SUCCESS პროდუქტების ხაზი ზემოქმედებს ფიზიოლოგიური ფაქტორებით განპირობებულ კანის ასაკობრივ პროცესებზე. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია ვიტამინი C-ს მაღალ კონცენტრაციაზე, რაც მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი; ზრდის კანში კოლაგენის წარმოებას და ხელს უწყობს შეფერილობის ნორმალიზებას.

ხაზი განკუთვნილია ფართო მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით ასაკობრივი ცვლილებების საწყის ეტაპზე.

RENEW FORMULA პროდუქტების ხაზი არეგულირებს კანის დაბერების პროცესს, რომელიც განპირობებულია კანის დაზიანებითა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია ალფა ლიპიდური მჟავის და A, E და F ვიტამინების მაღალ კონცენტრაციაზე. ამცირებს ნაოჭებს და ზრდის კანის დატენიანების ხარისხს.ხაზი განკუთვნილია ფართო მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით დაბერების პირველი ნიშნების დროს.

SKIN REHABILITATION - კანის რეაბილიტაცია

BIO REPAIR პროდუქტების ხაზი გამოიყენება კანზე, რომელიც დაზიანებულია გარემოს მავნე ზემოქმედებით. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია კოლაგენზე, ელასტინსა და უნიკალურ აღმდგენ კომპლექსზე, რომელიც აფერხებს კანის დაზიანებას და აღადგენს დაზიანებული კანის უჯრედებს, ასტიმულირებს და აღადგენს შინაგან კორექციას.

ხაზი განკუთვნილია დაზიანებული, დაღლილი და მოდუნებული კანისთვის.

პრობლემური კანი


A-NOX-ის ხაზი აბალანსებს კანს pH და აწყნარებს პრობლემურ არეებს, ხელს უშლის გამონაყარის განვითარებას, ამცირებს ცხიმის სეკრეციას და ატენიანებს კანს ცხიმოვანი ელფერის გარეშე.

ხაზი განკუთვნილია აკნე / ცხიმოვანი კანისთვის.

მშრალი კანის მკურნალობა

Q10 ENERGIZER-ის პროდუქტების ხაზი ზრდის კანის უჯრედების ბუნებრივ ენერგიას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ეფექტურად ანელებს კანის დაბერების პროცესს. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია საკმაოდ ძლიერ ანტიოქსიდანტ -კოენზიმ Q10-ზე და დამატენიანებლებზე, ზრდის დატენიანების ხარისხს და აუმჯობესებს კანის ტექსტურას.


ხაზი განკუთვნილია მშრალი კანისთვის.

UNIQUE


BE FIRST-ის პროდუქტების ხაზი განკუთვნილია მამაკაცებისთვის, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ამცირებს ნაოჭებს და ღარებს, ამცირებს/ანელებს კანის დაბერების პროცესს. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია მცენარეულ ექსტრაქტებზე, რომელთაც გააჩნიათ შეხორცებითი და დეზინფექციური თვისებები; რძის მჟავაზე, რომელიც ზრდის ტენიანობის ხარისხს და ლიპოსომებზე - ნაოჭების შემცირებისა და კანის ელასტიურობის გაუმჯობესებისთვის.


AGE DEFENSE CC CREAM-ს გააჩნია ბუნებრივი დაფარვის ეფექტი ხანგრძლივი დატენიანებით. ფორმულა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომელიც ებრძვის ნაოჭებს, იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და ზრდის კანის ელასტიურობას. ბუნებრივი შეფერილობა ახდენს კანის არათანაბარი ფერის კორექციას, ატენიანებს კანს და ანიჭებს მას ახალგაზრდა, ბრწყინვალე ელფერს.


MULTIVITAMIN SERUM - ვიტამინებით მდიდარი ინოვაციური შრატია. მისი კაფსულირებული ფორმა  ფორმულის აქტივობას ინარჩუნებს. შრატი აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ატენიანებს მას, კანს ანიჭებს გლუვ და ერთფეროვან შესახედაობას.

SUPER LOTION - უნიკალური  სახის სამკურნალო ლოსიონია, რომელიც ამცირებს მილიუმებს, გააჩნია კომედოლიზური ეფექტი და აბალანსებს ცხიმოვანი ჯირკვლის აქტივობას, ატენიანებს და არბილებს კანის ტექსტურას.