ჰორმონალური დეფიციტი
ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის მიერ ჰორმონების გამომუშავებასთან. ჰორმონი ბერძნული სიტყვაა და მოქმედებაში, მოძრაობაში მომყვან ნივთიერებას ნიშნავს. ადამიანის ორგანიზმში ასობით ჰორმონია. მათ შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებენ, რომლებიც თითქმის ყველა პროცესზე ახდენს გავლენას, რაც, თავისთავად ცხადია, გარეგნობაზეც იხატება. სისხლის საშუალებით ჰორმონები მთელ ორგანიზმში ცირკულირებენ და ენდოკრინული ჯირკვლებიდან ზოგჯერ ძალიან მოშორებულ სამიზნე ორგანოებზე მოქმედებენ.
ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმი უამრავი სახის ჰორმონს გამოიმუშავებს და ყოველი მათგანი უაღრესად მნიშვნელვანია ადამიანის ჯანმრთელობისა და კარგი განწყობისათვის.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო (ტოქსიური ნივთიერებების ზემოქმედება, ასაკის მატება და სხვა), დროთა განმავლობაში ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობა სუსტდება და ჰორმონების გამომუშავება მცირდება, რაც ჰორმონალურ დეფიციტს იწვევს ორგანიზმში. ეს უკმარისობა ჩვენთვის შეუმჩნევლად, თანდათანობით იქმნება და ორგანიზმში მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს, რაც უსათუოდ გარეგნობაზეც აისახება.
მეცნიერები გვთავაზობენ ამ დეფიციტის ხელოვნურ შევსებას, რისთვისაც აუცილებელია ზუსტი და დაწვრილებითი შეფასება. თანამედროვე პრაქტიკულ მედიცინაში წარმატებით იყენებენ რთულ ტექნოლოგიებს, რაც უდაოდ პროგრესის მაჩვენებელია, მაგრამ საჭიროა ამ ტექნოლოგიების მიზანმიმართულად, სწორად გამოყენება და მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტაცია. ჰორმონალური სტატუსის შეფასებისას, გარდა ბიოლოგიური და აპარატული კვლევისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათ შეჯერებას ექიმის მიერ პაციენტის ობიექტურ გამოკვლევასთან და სუბიექტური ჩივილების შეფასებასთან, რადგან ლაბორატორიული ანალიზის ინტერპრეტაცია ხშირად არასრულყოფილ სურათს ქმნის, როდესაც პაციენტის ანალიზი „ჯდება“ ნორმის ფარგლებში, ჩვეულებრივი საექიმო გასინჯვა კი სხვა დასკვნის საფუძველს იძლევა.
ჰორმონალური დეფიციტის დასადგენად აუცილებელია რეალურად შეფასდეს ამა თუ იმ ჰორმონის რეალური აქტივობა ორგანიზმში, ანუ მისი საბოლოო მოქმედება სამიზნე უჯრედებზე. ეს შეფასება კი გულისხმობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაერთიანებას: ექიმის მიერ პაციენტის ჩივილების და მისი ასაკის გათვალისწინებას და ასევე ობიექტურ გამოკვლევათა მონაცემებში იმ ნიშნების სკრუპულოზურ ძიებას, რაც დამახასიათებელია რეალური ჰორმონალური აქტივობისთვის და მათი საბოლოო მოქმედებისთვის სამიზნე უჯრედებზე.
ქალის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ის აშკარად განიცდის საკუთარ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს. ეს არის ქალის მეორე „გარდამავალი ასაკი“ ანუ მენოპაუზა, რომელიც ზოგიერთი ქალისთვის ძალზე შემაწუხებელია, ზოგისთვის კი შეუმჩნეველი და მოსათმენი.
ქალის სასქესო ფუნქცია პირდაპირ კავშირშია ჰორმონების სეკრეციასთან. დროთა განმავლობაში ჰორმონთა სეკრეცია ქვეითდება, დგება მენოპაუზა, რასაც ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დაკარგვა მოსდევს. მენოპაუზა ქალის ცხოვრებაში კანონზომიერი ეტაპია. იგი ჰორმონალური ფუნქციის ჩახშობითაა გამოწვეული.
მენოპაუზის დროს ქალის სასქესო ჰორმონების გამომუშავება მცირდება; ოვულაცია, რომელიც ადრე ყოველ თვეში დგებოდა, არარეგულარული ხდება და საბოლოოდ წყდება. ჰორმონალური ფუნქციის ჩაქრობის გამო საკვერცხეები მოცულობაში ნელ-ნელა მცირდება, მათი ფერიც კი იცვლება და ისინი აღარ გამოიმუშავებენ ესტროგენებს. მიუხედავად ამისა, ეს მცირე რაოდენობით ჰორმონები სისხლში მაინც არსებობენ. მათ თირკმელზედა ჯირკვალი გამოიმუშავებს და აგრეთვე საკვერცხეებიც, რომელთაც სრულად არ შეუწყვეტიათ ფუნქციონირება. ამგვარად ჰორმონალური ბალანსი, მართალია, სხვა დონეზე, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ნარჩუნდება. ქალთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ მენოპაუზის დროს არ არის საჭირო დამხმარე შემცვლელი ჰორმონალური თერაპია.
ადრეულ მენოპაუზას უკავშირდება გარკვეული უსიამოვნო სიმპტომები და მოვლენები, რაც ძირითადად განპირობებულია ესტროგენების ნაკლებობით და ჰიპოთალამუსის სისხლძარღვთა მარეგულირებელი ცენტრების ფუნქციის დარღვევით.
საშუალო სტადიის მენოპაუზას კი ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
ხოლო ნაგვიანევი მენოპაუზის დამახასიათებელი სიმპტომებია:
მენოპაუზის ნაგვიანევი გამოვლინება მუდმივ ყურადღებას და ინდივიდუალურად შერჩეულ თერაპიას საჭიროებს. ადრეულ სტადიებთან მიმართებაში კი ხშირად ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა მისი მკურნალობა; ეს ხომ დაავადება არ არის?! შესაძლოა თუ არა ადრეულ სტადიებში შემოვიფარგლოთ მხოლოდ სიმპტომური და არა ჰორმონალური თერაპიით?
პასუხი ერთმნიშვნელოვანი ვერ იქნება, რადგან ყურადღება ექცევა რამოდენიმე ფაქტორს: თვითონ ქალის სურვილს; მის მდგომარეობას, თუ რამდენად გამოხატული აქვს სიმპტომატიკა და რაც მთავარია აქვს თუ არა უკუჩვენება ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიაზე.
ჰორმონალური თერაპიის დანიშვნისას აუცილებელია მკაცრად და რეგულარულად შემოწმდეს: სისხლის ლიპიდური პროფილი, ნახშირწყლოვანი ცვლის მაჩვენებლები, არტერიული წნევა, სარძევე ჯირკვლებისა (ულტრაბგერითი გამოკვლევა, მამოგრაფია) და სასქესო ორგანოების მდგომარეობა.
ჰორმონალური თერაპიის გარდა შეიძლება გამოვიყენოთ კომპლემენტალური მედიცინის შესაძლებლობები - დიეტა, ფიტოთერაპია (ფიტოჰორმონების გამოყენება), ჰომეოპათია.
ქალის სასქესო ჰორმონები კანზეც მოქმედებს. ისინი კანში არსებულ ესტროგენულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით ხელს უწყობენ კანში ჰიალურონის მჟავის რაოდენობის გაზრდას და ტენიანობის შენარჩუნებას. ესტროგენების დეფიციტი კი იწვევს კანის ელასტიკურობის დაქვეითებას. ესტროგენები არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, მონაწილეობს კანის პიგმენტის, მელანინის წარმოქმნაში. ასაკის მატებასთან ერთად კანში ესტროგენების რეცეპტორების რაოდენობა მცირდება და ელასტიური ბოჭკოები დეგენერაციას განიცდის, კანის დატენიანება მცირდება, შრება, ჩნდება პიგმენტური ლაქები.
მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დერმატოკოსმეტოლოგია და ესთეტიკური მედიცინა, რადგან თანამედროვე ესთეტიკურ ინდუსტრიაში არის სპეციალური მეთოდები, უახლესი ტექნოლოგიები და ეფექტური საშუალებები. ამ სფეროში მომუშავე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ძალუძთ ეფექტური დახმარება გაუწიონ ქალებს მეორე „გარდამავალი“ ასაკის პერიოდში - იზრუნონ მათ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. http://www.marjani.ge/momsaxureba.html