”მარჯანის” ისტორია

სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” დაარსდა 2001 წელს

მარჯანი მოწითალო ფერის ძვირფასი ქვაა. საქართველოში მას, როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ასევე სამკაულად იყენებდნენ. ჩვენი კლინიკის სახელიც ამ პრინციპით შეირჩა, რადგან სამედიცინო ცენტრ ”მარჯანს” ორგვარი დანიშნულება აქვს - სამკურნალო და ესთეტიკური.

”მარჯანი” მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც მედიცინის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს: დერმატოვენეროლოგიას, ტრიქოლოგიას, დერმატოონკოლოგიას, დერმატოკოსმეტოლოგიას, იმუნოლოგიას, ფიზიოთერაპიას, დერმატოქირურგიას და უნდა აღინიშნოს რომ ეს ჩამონათვალი ყოველწლიურად იზრდება.

სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” ეფექტურად მოღვაწეობს ყველა მიმართულებით და გარდა სამკურნალო საქმიანობისა აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობაში.

კლინიკის კოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და მკურნალობის კლასიკური მეთოდების პარალელურად იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დიაგნოსტიკის უახლეს მეთოდებს, ლაბორატორიულ კვლევებს, პროფესიონალური კოსმეტიკის უახლეს მიღწევებს და ცენტრის მრავალწლიანი მუშაობისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ მკურნალობის ინოვაციურ მეთოდოლოგიებს.

კლინიკა ”მარჯანის” მოღვაწეობის მოკლე ისტორია ასეთია:

2002 – 2003 წ. - ”მარჯანის” თანამშრომლები (თეონა შულაია, ციცნა ბენდელიანი და ნატო კორსანტია) იმაღლებენ კვალიფიკაციას რუსეთში - ქ. მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რუსეთის კოსმეტოლოგიის და მეზოთერაპიის ასოციაციის ბაზაზე და ასევე პროფესიონალური კოსმეტიკის სხვადასხვა ცნობილი ბრენდების მასტერკლასებზე - სერთიფიკატები დერმატოკოსმეტოლოგიაში, მეზოთერაპიასა და ესთეტიკური მედიცინის სფეროში.

2003 წ. - ”მარჯანის” ბაზაზე იქმნება და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს დერმატოკოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები (საქ. გან.სამ. ლიც.). კურსს ხელმძღვანელობს ცენტრის მთავარი ექიმი, პროფ. ნატა კილაძე, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებენ ცენტრის სერტიფიცირებული ექიმები.

2003 წ. - შეიქმნა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა - ”ქიმიური და ლაზერული პილინგის გამოყენება”, ”მეზოთერაპია, როგორც ახალი მეთოდი და მისი გამოყენება მედიცინაში” და ”ცელულიტი - ეტიოლოგია, პათოგენეზი, დიაგნოსტიკა, მკურნალობა”.

2004 წ. - ”მარჯანმა” პირველად საქართველოში ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია ”დერმატოკოსმეტოლოგია XXI საუკუნე”, რითაც საფუძველი ჩაუყარა ახალი დარგის - დერმატოკოსმეტოლოგიის მეცნიერულ და პრაქტიკულ განვითარებას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარები მეზოთერაპიაში (Dr.Philippe Petit, ე.ბ. ეროპკინა) და მასტერკლასები (Maria Galland, Perl de Merr). პარალელურად ტარდებოდა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები. კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა ჟურნალში ”ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა” (2004, N3), რომლის ერთი ნომერი დაეთმო კონფერენციაზე გაშუქებულ თემებს.


2005 წ. – ”მარჯანს” კვლავ ეწვია მეზოთერაპიის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, Dr.Philippe Petit. მან პრაქტიკულ მეცადინეობასთან ერთად ჩაატარა თეორიული კურსი - ”მეზოთერაპია ზოგად მედიცინასა და ესთეტიკაში”. ქართველ ექიმებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა ცნობილ ესთეთიკურ ცენტრებში და კლინიკებში მოღვაწეობენ, სწორედ ”მარჯანმა” მისცა შანსი საქართველოში დაუფლებოდნენ იმ დროისთვის უახლეს ტექნიკას - მეზოთერაპიას და მიეღოთ მეზოთერაპიის სერტიფიკატი Dr.Philippe Petit ხელმოწერით.


2006 წელი - სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი” ხუთი წლისაა !

ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზში, ჩატარდა ”მარჯანის” იუბილე. ეს იყო ცენტრის წინსვლის წარმოჩენა და კოლექტივის დღესასწაული. ამ თარიღის აღსანიშნავად დაიბეჭდა სამეცნიერო პოპულარული ჟურნალი ”მარჯანი”, სადაც მკითხველისთვის გასაგებ ენაზე განხილული იყო ჯანმრთელობასა და სილამაზესთან დაკავშირებული აქტუალური და პრობლემური საკითხები.


2006 წელს ”მარჯანმა” მონაწილეობა მიიღო ასევე კოსმეტიკისა და ესთეტიკური მედიცინის პირველ საერთაშორისო გამოფენაში რომელიც "Expo Georgia" -ში მოეწყო.

2007 წ. - ”მარჯანის” ექიმთა ინიციატივით შეიქმნა ორი ასოციაცია ”ანტიდაბერების მედიცინა და დერმატოვენეროლოგია” და ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაცია”, რომლის საპატიო წევრია მარჯანის პარტნოირი და უკვე მეგობარი Dr.Philippe Petit . ამავე წელს ტარდება ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია თემაზე ”დერმატოვენეროლოგია ანტიდაბერების მედიცინაში”, სადაც მონაწილეობენ თსსუ-ს სტუდენტები და რეზიდენტები, ”მარჯანის” მთავარი ექიმის პროფ. ნატა კილაძის ხელმძღვანელობით.

2008 წლის 18 ივნისს - თი-ბი-სი ბანკის საგამოფენო დარბაზში სამედიცინო ცენტრი ”მარჯანის” ექიმთა ინიციატივით ჩატარდა ასოციაცია ”ანტიდაბერების მედიცინა და დერმატოვენეროლოგია” და ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაციის” პრეზენტაცია-კონფერენცია. ცხადია კონფერენციას სტუმრობდა Dr.Philippe Petit და საქართველოს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები.

2008 წ. - დაინერგა ასევე საინტერესო ტრადიცია! სამედიცინო ცენტრი ”მარჯანის” ბაზაზე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის, ცენტრის ექიმები პერიოდულად ატარებენ თემატურ პრეზენტაციებს სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე.

2012 წლის 17 ოქტომბერს - ქ. თბილისში გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ”ანტიდაბერების პროგრამა და ესთეტიკური მედიცინა” კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: სამედიცინო ცენტრი ”მარჯანი”, ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაცია”, ასოციაცია ”ანტიდაბერების მედიცინა და დერმატოვენეროლოგია”, და ”საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაცია”. კონფერენციაზე მოწვეული იყო კლინიკის მუდმივი სტუმარი Dr.Philippe Petit , რომელმაც კონფერენციის შემდეგ მან კონსულტაციებიც ჩაატარა.


”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაციის” ინიციატივით და Dr.Philippe Petit თანხმობით, სამედიცინო ცენტრი „მარჯანის“ ბაზაზე, შეიქმნა მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსები, რომელიც გასცემს ქართულ-ფრანგულ სერთიფიკატს დოქტორი Dr.Philippe Petit -ის ხელმოწერით.

2012 წ. - ”მარჯანის” დერმატოვენეროლოგი - თეონა შულაია იღებს სახელმწიფო სერთიფიკატს - ონკოლოგიაში

ამავდროულად მონაწილეობს დერმატოლოგების სემინარში ზალცბურგში და კვალიფიკაციას იმაღლებს ავსტრიაში ქ. ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფ. ჰარალდ კიტლერთან დერმატოსკოპიის სფეროში.


2012 წელს - ”მარჯანის” ექიმთა ინიციატივით ასევე იქმნება ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია, რომელმაც წარადგინა პროექტი - ”ე-ჯანმრთელობის და მ-ჯანმრთელობის აპლიკაციები ტელედერმატოლოგიისათვის – სტრუქტურის ანალიზის (pattern analysis) ალგორითმის ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფა დერმატოსკოპიაზე-დამყარებული დიაგნოსტიკისა და პაციენტთა მონიტორინგის მიზნით”, რაც გულისხმობს კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკას - უახლესი ოპტიკური ხელსაწყო დერმატოსკოპის მეშვეობით და ახალი დერმატოსკოპიური ალგორითმის გამოყენებით. პროექტი წარდგენილი იყო აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) 2013 წლის ერთობლივ კონკურსზე. გამარჯვებული პროექტი ხორციელდება სამედიცინო ცენტრი „მარჯანის“ ბაზაზე და ასევე აჭარისა და კახეთის რეგიონებში.

2014   წლის 10-12 ივლისს  ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის”  ასოციაცია და ”მარჯანის” ექიმები  მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  მიერ მიერ მოწყობილ გამოფენაში „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის“  რომელიც საგამოფენო ცენტრ "Expo Georgia" -ში  ჩატარდა.


2014 წლის 26 სექტემბერს ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონგრესი - ”დერმოსკოპიის, კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის და მობილური ტელედერმატოსკოპიის პირველი კონგრესი საქართველოში”, რომელიც მიეძღვნა კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებს. კონფერენციაზე წარდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში მიღებული კვლევის შედეგები.

კონფერენციაზე მოწვეულმა ავსტრიელმა და პოლონელმა სტუმრებმა ჩაატარეს ლექცია – პრეზენტაცია (მასტერკლასი) თემაზე – ოპტიკური და მობილური ტელედერმატოსკოპიის შესაძლებლობები.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ”მარჯანის” თანამშრომლებმა პროფ. ნატალია კილაძემ და თეონა შულაიამ ინგლისურიდან რუსულ ენაზე თარგმნეს პროფ. ჰარალდ კიტლერის სახელმძღვანელო ”დერმატოსკოპია”, რომელიც 2014 წლის აპრილის ბოლოს დაიბეჭდა. კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა აღნიშნული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.


2015 წლის 16-18 აპრილს ქ. ვენაში ტარდება დერმატოსკოპიის მე-4 მსოფლიო კონგრესი- IDS 2015, თეონა შულაია და ნატალია კილაძე მიწვეულნი არიან საპატიო სტუმრის სტატუსით, რათა მოახსენონ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩატარებული დერმატოსკოპიური კვლევის შედეგები და მიღებული გამოცდილება.

2014 წლის ოქტომბერში

გაფართოვდა მომსახურების სფერო, დაემატა დერმატოონკოლოგია, დერმატოსკოპია და დერმატოქირურგია.

2015 წლის 16-18 აპრილს ქ.  ვენში ტარდება დერმატოსკოპიის მე-4 მსოფლიო კონგრესი- IDS 2015, თეონა შულაია და ნატალია კილაძე ოფიციალურად არიან მიწვეულნი საპატიო სტუმრის სტატუსით, რათა მოახსენონ დამსწრე საზოგადოებას საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩატარებული დერმატოსკოპიური კვლევის შედეგები და მიღებული გამოცდილება.

აღნიშნულ კონგრესზე დერმატოონკოლოგი თეონა შულაია მონაწილეობდა, როგორც მომხსენებელი. მოხსენაბის თემა - „დერმატოსკოპური სკრინინგი საქართველოში“, კონგრესის პლენარული სესიის “დერმატოსკოპია მსოფლიოში  II “ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

2015 წლის 17 ივლისს მარჯანის” ექიმები  მონაწილეობას ღებულობენ თმის კვლევის საზოგადოების პირველ საერთაშორისო კონგრესში. მოხსენაბის თემა: „ბუდობრივი თმის ცვენა, როგორც სისტემური პათოლოგიის მარკერი“