”მარჯანის” კოლექტივი

კლინიკა ”მარჯანის” მთავარი ექიმი

თსსუ-ს დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის დოქტორი, დერმატოვენეროლოგი ნატო კილაძე

1972 წელს დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და შემდეგ ამავე ინსტიტუტში კლინიკური ორდინატურა დერმატო-ვენეროლოგიაში. პოსტდიპლომური კურსი გავლილი აქვს მოსკოვისა და ხარკოვის დერმატო-ვენეროლოგიის ცენტრალურ ინსტიტუტებში.

1978 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრის ასისტენტია და დოცენტი, 2003 წლიდან -ასისტენტ-პროფესორია.

1999 წლიდან - შიდსის და იმუნოლოგიის ეროვნული ცენტრის კონსულტანტია.

2002 წლიდან სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“ მთავარი ექიმია. საერთაშორისო დერმატოკოსმეტოლოგიის ასოციაციის წევრი, მსოფლიო ანტიდაბერების ასოციაციის წევრი და წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს ანტიდაბერებისა და მეზოთერაპიის ასოციაციის წევრი.

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 80-მდე ნაშრომი, 3 სახელმძღვანელო, 3 პატენტი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, პოლონურ, რუსულ და უკრაინულ ენებს.

E-mail: natakiladze@yahoo.com

mob: 5(99) 24 20 56

კლინიკა ”მარჯანის” კონსულტანტი

თსსუ-ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიკოსი, იმუნოლოგი, ბორის კორსანტია

1964 წელს დაამთავრა ქ. ვიტებსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1967 წელს ქ. ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ასპირანტურა, მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა ხარისხი.

1967-1968 წლებში მუშაობდა ქ. სოხუმის ექსპერიმენტული კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში, 1968 – 1972 წლები თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში, 1972 – 1978 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე.

1975 წელს - მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1980 წელს პროფესორის წოდება. 1978 - 1985 ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე, 1985 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე.

1994 წელს - მედიცინის და ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

2002 წლიდან მოღვაწეობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“ როგორც კონსულტანტი იმუნოლოგიაში და ასევე სამეცნირო სფეროში.

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებს.

E-mail: boriskorso@yahoo.com

mob: 5(51) 57 45 22

კლინიკა ”მარჯანის” კონსულტანტი

ონკოქირურგი მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩირინაშვილი

1976-1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.

1975-1976 სანიტარი საოპერაციო განყოფილება რესპუბლიკური საავადმყოფო.

1984-1986 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატურა ქირურგია - დოქტორი.

1992 - ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ქირურგის I ასისტენტი თავ-კისრის განყოფილება.

1992-2002 ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი უფროსი მეცნიერ-მუშაკი, კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების განყოფილება, ქირურგი.

2002-2006 ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების განყოფილების გამგე.

2006 წლიდან დღემდე - ა.ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების განყოფილება ქირურგი.

მირებული აქვს საპატიო მედალი - განსაკუთრებული წვლილისთვის ქართული მედიცინის წინაშე 2002 წ

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებს.

E-mail: sandrochirinashvili@gmail.com

mob: 5(51) 119 116

კლინიკა ”მარჯანის” დირექტორი

სტუ-ის პროფესორი მარინე თუშიშვილი

1973 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.

სამეც. / აკად. ხარისხი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1973 წლიდან - დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე.

სამუშაო გამოცდილება:

1995 – 1996, 2000 – 2001 წლები ავიაკომპანია შპს."ShaNS" მოსკოვი, რუსეთი, 1996 – 1997 თბილისის სავალუტო ბირჟა, 1997-1998 შპს ”მეტალურგოილ ინვესტი” 2006 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, 2009 – 2010 სს ”ნიკორა”, 2010 შპს უნივერსიტეტი ”გეორგია”, 2011 – 2012 შპს ”საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი”, 2001 წლიდან დღემდე სამედიცინო ცენტრი „მარჯანი“.

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 40-მდე ნაშრომი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებს.

E-mail: m_tushishvili@yahoo.com

mob: 5(99) 78 58 51

კლინიკა ”მარჯანის” ექიმი

ექიმი დერმატოვენეროლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, ონკოლოგი, მეზოთერაპევტი თეონა შულაია

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი.

2000–2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დარგობრივ რეზიდენტურაში, სპეციალობით „დერმატოლოგია–ვენეროლოგია“.

2002 წელს ქ.მოსკოვის მე–2 სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა დერმატო–კოსმეტოლოგიის სრული კურსი, ტრენინგები პილინგსა და ზოგად და ესთეტიკურ მეზოთერაპიაში.

2010 - 2012 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარგობრივ რეზიდენტურაში, სპეციალობით „ონკოლოგია“ - სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიაში.

2012 წელს მონაწილეობს დერმატოლოგების სემინარში ზალცბურგში და ამავდროულად კვალიფიკაციას იმაღლებს ავსტრიაში ქ. ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფ. ჰარალდ კიტლერთან დერმატოსკოპიის სფეროში.

მსოფლიო ანტიდაბერების ასოციაციის წევრი და საქართველოს ანტიდაბერებისა და მეზოთერაპიის ასოციაციის წევრი.

2012 წელს დაარსა ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია, რომელმაც წარადგინა პროექტი ”ე-ჯანმრთელობის და მ-ჯანმრთელობის აპლიკაციები ტელედერმატოლოგიისათვის – სტრუქტურის ანალიზის (pattern analysis) ალგორითმის ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფა დერმატოსკოპიაზე-დამყარებული დიაგნოსტიკისა და პაციენტთა მონიტორინგის მიზნით” და გაიმარჯვა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) 2013 წლის ერთობლივ კონკურსზე. გამარჯვებული პროექტი ხორციელდება სამედიცინო ცენტრი „მარჯანის“ ბაზაზე და ასევე აჭარისა და კახეთის რეგიონებში.

პროფ. ნატალია კილაძესთან ერთად ინგლისურიდან რუსულ ენაზე თარგმნა პროფ. ჰარალდ კიტლერის სახელმძღვანელო ”დერმატოსკოპია”, რომელიც დაიბეჭდა 2014 წელს.

2001 წლიდან მუშაობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“– ექიმ დერმატოლოგად. ექიმის პრაქტიკულ სამუშაოს უთავსებს როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მოღვაწეობას.

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი, მათ შორის 17 – რეფერირებად ჟურნალში.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

E-mail: t_shulaia@yahoo.com

mob: 5(99) 10 32 31

კლინიკა ”მარჯანის” ექიმი

ექიმი დერმატოვენეროლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, მეზოთერაპევტი ციცნა ბენდელიანი

2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

2001–2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარგობრივ რეზიდენტურაში, სპეციალობით „დერმატოლოგია–ვენეროლოგია“.

2003 წელს ქ.მოსკოვის მე–2 სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა დერმატო–კოსმეტოლოგიის სრული კურსი. მოსკოვის მედიკო–სოციალური რეაბილიტაციის ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი მეზოთერაპიაში, წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მიიღო სახელმწიფო დიპლომი.

2004 წელს ქ. მოსკოვში გაიარა ტრენინგები პილინგსა და ზოგად და ესთეტიკურ მეზოთერაპიაში.

საქართველოს ანტიდაბერებისა და მეზოთერაპიის ასოციაციის წევრი.

2003 წლიდან მუშაობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“– ექიმ დერმატოლოგად. ექიმის პრაქტიკულ სამუშაოს უთავსებს როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მოღვაწეობას.

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 20 ნაშრომი, მათ შორის 12 – რეფერირებად ჟურნალში.

ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

E-mail: cicna32@gmail.com

mob: 5(77) 73 33 95

კლინიკა ”მარჯანის” ექიმი

ექიმი დერმატოვენეროლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, მეზოთერაპევტი, თსსუ-ს დერმატოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი ნატო კორსანტია

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

2001–2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარგობრივ რეზიდენტურაში, სპეციალობით „დერმატოლოგია–ვენეროლოგია“ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის იმუნოლოგია-ალერგოლოგიის რეზიდენტურაში.

2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

2003 წელს ქ.მოსკოვის მე–2 სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა დერმატო–კოსმეტოლოგიის სრული კურსი, ტრენინგები პილინგსა და ზოგად და ესთეტიკურ მეზოთერაპიაში.

2002 წლიდან დღემდე, მუშაობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“– ექიმ დერმატოლოგად. ექიმის პრაქტიკულ სამუშაოს უთავსებს როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მოღვაწეობას.

2010-2011 წლებში მუშაობდა სამედიცინო ინსტიტუტ ”ინტერფარმში” ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

2011 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტში მოწვეულ პედაგოგად, ხოლო 2014 წლიდან დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორია.

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

E-mail: nkorsantia@yahoo.com

mob: 5(99) 53 03 76

კლინიკა ”მარჯანის” ექიმი

ექიმი ლაბორანტი მაია ტრიპოლსკი

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1983 – 2006 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის კათედრაზე - უფროსი ლაბორანტი.

1992 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა - საგარეო ეკონომიკური კავშირების ორგანიზაცია და მართვა.

2001 წელს გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პოსტდიპლომური კურსი - კლინიკურ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში და 2003 წელს პოსტდიპლომური კურსი - ბაქტერიოლოგიურ დიაგნოსტიკაში.

2005 წელს მიიღო სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში.

2006 წლიდან მუშაობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“– ექიმ ლაბორანტად.

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 7 ნაშრომი.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

E-mail: m.tripolskaia@mail.ru

mob: 5(71) 02 15 15