ლაბორატორიული კვლევა

  • კანის ანაფხეკის მიკროსკოპული კვლევა
  • ვაგინალური და ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოსკოპია
  • ტრიქოგრამა
  • იმუნოგრამა
  • თმის კვლევა მიკროელემენტებზე
  • ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია
კლინიკა ”მარჯანის” ექიმები პაციენტის დათვალიერება, გასინჯვის შემდეგ, დაავადების სიმპტომატიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ითხოვენ დამატებით ლაბორატორიულ კვლევას ან გარკვეული სახის დიაგნოსტიკას, რადგან დაავადების განსაზღვრა ექიმს შეუძლია, მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ჩვეულებრივ, სამი ეტაპისგან შედგება:

1. პაციენტთან საუბარი და მისი დათვალიერება;
2. ლაბორატორიული კვლევა;
3. დიაგნოსტიკის ფუნქციური მეთოდები.

  • კანის ბაქტერიოსკოპული კვლევა (დემოდექსი, მუნი, სოკოვანი დაავადებები)
კანის პარაზიტული და სოკოვანი დაავადებები გამოწვეულია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმით, რომელიც ბინადრობს სხვა ორგანიზმზე, მის ხარჯზე საზრდოობს და პარაზიტობს კანში.


  • მუნი - ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით; გამომწვევია მუნის ტკიპა. ინკუბაციური პერიოდიდაახლოებით 1 – 2 კვირაა.
  • დემოდიკოზი – კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს კანის პირობით პათოგენური ტკიპა. დემოდეკოზის დროს უფრო ხშირად ზიანდება ქუთუთოები, ცხვირის, ლოყების, ტუჩების მიდამო და ბოლოს თავის თმიანი ნაწილიც ერთვება. დემოდექსის ხელსაყრელი გარემოა ცხიმოვანი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული კანის ცხიმი, რომელშიც ტკიპა იკვებება და მრავლდება.
  • სოკოვანი დაავადებები - დღითიდღე მატულობს იმ სოკოთა რიცხვი, რომლებიც ადამიანისთვის პათოგენურია. ასეთი 300-მდე სახეობის სოკოა და თითოეულ მათგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კლინიკურად გამოხატული სურათი აქვს. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ერთი ტიპის სოკოთი ან რამდენიმეთი ერთად. სოკოვანი დაავადების დიაგნოზი ემყარება: კლინიკურ სურათს, ბაქტერიოსკოპიულ ლაბორატორიულ კვლევას, რაც გულისხმობს დაზიანებული ადგილიდან აღებული ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ კვლევას.

  • ვაგინალური და ურეთრალური ნაცხის ბაქტერიოსკოპია (ტრიხამონა, გარდნერელა, სოკო, გონორეა)
  • თმის დიაგნოსტიკა - ტრიქოგრამა

ტრიქოგრამა არის მიკროსკოპული კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება თმის ზრდის სტადიების ობიექტური კვლევისათვის. მისი მეშვეობით შეგვიძლია განვსაზღვროთ ანაგენის (თმის ზრდის) და ტელოგენის (თმის ცვენის) ფაზაში მყოფი თმის პროცენტული თანაფარდობა.


ტრიქოგრამა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ალოპეციის ტიპი, თმის ცვენის დინამიკა და შევაფასოთ ჩატარებული მკურნალობის ეფექტი.

  • თმის კვლევა მიკროელემენტებზე (მიკროელემენტების კონცენტრაცია თმაში)


დღეს მსოფლიოში 90%-ზე მეტი განიცდის მიკროელემენტების დეფიციტს, აქედან 30%-ს აღენიშნება მიკროელემენტოზები - ამა თუ იმ მინერალის დისბალანსთან დაკავშირებული დაავადებები, რაც ცხადია საჭიროებს ორგანიზმში მიკროელემენტების დონის განსაზღვრას.



აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტიკურ ბიოსუბსტრატებს შორის (სისხლი. შარდი, ფრჩხილები, კბილების დენტინი და ნერწყვი) თმას გააჩნია ყველაზე მაღალი ინფორმატიულობა ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვებისა და ასევე ესენციური მიკროელემენტების დონის შესაფასებლად.

თმის მიკროელემენტების ანალიზი შეუცვლელია იმ პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებთ კანის დაავადებები (ნეოროდერმიტი, აკნე, ვიტილიგო, დერმატიტი, ფსორიაზი, სებორეა), თმის ცვენა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, იმუნოდეფიციტი და სხვა.


თმის სპექტრალური ანალიზის მეშვეობით ხდება 30 მიკროელემენტის ( Fe, Se, Ca, Cu, Zn, I, S, Br, Cl, V, Co, Cr, Mo, Mn, As, Pb, Cd, hg, Sr, Bi, Zr, Ti, Sb, W, Cs, Rb, Au, Ba, Sn, U) დონის განსაზღვრა ორგანიზმში.

  • იმუნოლოგიური ანალიზი - იმუნოგრამა
ადამიანის იმუნიტეტი მუდმივად იცვლება, შესაბამისად იცვლება მისი რეაქციაც ამა თუ ინ დაავადებათა მიმართ.

იმუნოლოგიური ანალიზი - იმუნოგრამა, სისხლის ანალიზია, რომლის დროსაც იკვლევენ იმუნური სისტემის კომპონენტებს. ამ დიაგნოსტიკის დახმარებით განისაზღვრება ადამიანის იმუნური დაცვის ძირითადი პარამეტრები (ლეიკოციტების რაოდენობა და ფუნქციონალური შესაძლებლობა, მათი პროცენტული თანაფარდობა სისხლის სხვა უჯრედებთან, ლიმფოციტების საერთო რაოდენობა და მათი პოპულაცია ანტისხეულების დონე და სხვა), რაც გვიჩვენებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ.


იმუნოლოგიური ანალიზი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით, პირველ რიგში იმუნოდეფიციტის დროს, აუტოიმუნური დაავადებების, ენდოკრინული დარღვევების, კანის ზოგიერთი დაავადებების, სქესობრივი იფექციებისა და სხვა დაავადებათა დროს.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი Вирус иммунодефицита человека вич

  • ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპია
თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც

  • არათანაბრად იზრდება და დაირღვა კონტური
  • იცვალის ფერს - დაკარგა ან მკვეთრად მოიმატა პიგმენტაციამ
  • არათანაზომიერი გახდა შეფერილობა - გაჩნდა ერთზე მეტი ფერი - ყავისფერი, შავი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან მოცისფრო, პერიფერიაზე გაჩნდა ქობა
  • ხალმა დაიწყო აქერცვლა ან მის ადგილას კანზე პიგმენტური ლაქა ჩამოყალიბდა;
  • ხალის ირგვლივ ჩამოყალიბდა - ანთებითი სიწითლე.
  • ხალის ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით დაიფარა;
  • ხალის არეში თავი იჩინა ქავილმა, წვამ, ჩხვლეტამ და დაჭიმულობამ;
  • ხალს გაუჩნდა ნაპრალები, ნახეთქები და სისხლმდენია

მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში - რადგან ახალწარმონაქმნი ცვლილებებს განიცდის.

სწორედ ასეთი გაუგებარი ახალწარმონაქმნები ითხოვენ დაჟინებულ ყურადღებას - დერმატოლოგის კონსულტაციას და საფუძვლიან კვლევას.

მთავარი იარაღი ასეთი პრობლემების წინააღმდეგ - კანის რეგულარული დათვალიერება და დიაგნოსტიკაა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. დროული გამოკვლევა, სკრინინგი - კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა.

თქვენი ან ექიმი დერმატოლოგის მცირედი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა - კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი სხეულის ნებისმიერ უბანზე - თავის თმიანი არე, ფრჩხილის ფირფიტა, გენიტალური მიდამო.

დერმატოსკოპიის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხი, ვურჩიოთ პაციენტს მათი მოშორების მეთოდი ან შევთავაზოთ მონიტორინგის რეჟიმი. მაშინაც კი, როცა ახალწარმონაქმნი კეთილთვისებიანია, მაგრამ მუდმივად ხახუნს, წნევას, ტრავმას განიცდიან სამედიცინო თვალსაზრისით, უნდა ამოიკვეთოს. მაგალითად, საზარდულის მიდამოში და იღლიის, მკერდის ქვეშ, წელზე, მამაკაცებში – სახეზე საპარსავ ადგილზე. ხშირად პაციენტს ხალის მოცილება ესთეტიკური მიზნით სურს, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება დერმატოლოგმა უნდა მიიღოს კონსულტაციისა და დერმატოსკოპული კვლევის შემდეგ, რათა განისზღვროს ახალწარმონაქმნის საზღვრები და სიღრმე და შეარჩიოს მოშორების ოპტიმალური მეთოდი.

ასეთი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანის სიმსივნური წარმონაქმნები წლიდან წლამდე იზრდება.

თუ ხალს, რომელიც მელანომაში გადაიზარდა, ადამიანი ადრეულ სტადიაზე ამოიკვეთს, სრულად გამოჯანმრთელობის ალბათობა 95%–ია, ხოლო თუ დროს ხელიდან გაუშვებთ – მხოლოდ 20%.

მობრძანდით სამედიცინო ცენტრ ”მარჯანში” და ჩაიტარეთ დერმატოსკოპიული კვლევა, გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებას ამარცხებს !