მეზოთერაპია ტრიქოლოგიაში
მეზოთერაპია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი სერიოზული განაცხადია დერმატოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში. ის ესთეტიკისა და მედიცინის უნიკალური კომბინაციაა.
მეზოთერაპიის არსიდან გამომდინარე სამკურნალო პრეპარატი ან პრეპარატების „კოქტეილი“, რომლებიც პირდაპირ კავშირშია არსებულ პრობლემასთან, მიკროდოზებით შეყავთ უშუალოდ კანში - ეს კი ნიშნავს, რომ პრეპარატი მიეწოდება კონკრეტულად დაზიანებულ უბანს, დოზირება შესაბამისად თერაპიულ დოზაზე ბევრად ნაკლებია და კონცეფცია - „ცოტა, იშვიათად და საჭირო უბანზე“ - სრულიად მართებულია და კარგად ასახავს მეზოთერაპიის არსს.
მეზოთერაპია ერთ–ერთი ეფექტური, ლოგიკური და მარტივი მეთოდია თმის ცვენის მკურნალობის დროს. ასევე უნდა აღინიშნოს რომ, ის ორმაგად გამართლებულია, რადგან პირველ რიგში ხდება უშუალოდ დაზიანებულ კერებში სამკურნალო პრეპარატების შეყვანა, მეორე მხრივ კი თითოეული ინექცია კანში ახდენს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას და ამით სტიმულირება მიკროცირკულაცია და ხდება აღდგენითი პროცესების გააქტიურება. აქედან გამომდინარე ყოველი დაზიანებული კერა უნდა დამუშავდეს რეგულარული ინექციებით და შემდგომ მთლიანად თავის თმიანი არე.
მეზოთერაპიული მკურნალობის წამატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამოყენებულ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებზე - სწორად შერჩეულ კოქტეილზე, რომელიც მზადდება ინდივიდუალურად პაციენტის პრობლემის გათვალისწინებით და ექიმის მრავალწლიანი დაკვირვებებისა და გამოცდილების საფუძველზე, ამიტომ მეზოთერაპიულ პროცედურას უნდა ახორციელებდეს ექიმი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვლიფიკაცია და გამოცდილება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეზოთერაპიული პროცედურის გამოყენება წინასწარი გამოკვლევების გარეშე მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა.
კლინიკა „მარჯანი“ გთავაზობთ ყველა ტიპის თმის ცვენის დიაგნოსტირებას და მკურნალობას
თმის ცვენის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, თუ დავიცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს, ავიმაღლებთ იმუნიტეტს, თავს დავიცავთ სხვადასხვა დაავადებებისგან.
ქვემოთ მოყვანილია კლინიკა „მარჯანის“ სამი პაციენტის ისტორია: