”მარჯანში” ყოველი პაციენტის მიღება და მკურნალობა ხორციელდება კომპლექსურად, ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე.
მკურნალობის კლასიკური მეთოდების პარალელურად ცენტრის ექიმები ეფექტურად იყენებენ ექსკლუზიურ მეთოდებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, სამკურნალო და ესთეტიკურ პროცედურებს (პილინგი, მეზოთერაპია, ფაგოთერაპია, ცხიმიანი, პრობლემური კანის მოვლა, კანის ატრავმული წმენდა, სხეულის მოვლა და სხვ.), ლაბორატორიულ კვლევებს და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკას.