დერმატოლოგია

კანის დაავადებები გავრცელებული კანის დაავადებები
აკნე კანის ახალწარმონაქმნები კანის პაპილომა ვირუსი ფოტო და ქრონოდაბერება როზაცეა ფოლიკულიტი

როზაცეა

როზაცეა პირველად მე-14 საუკუნეში აღწერა ფრანგმა ექიმმა პაი დე შალიაკმა და მას ”კუპეროზი” უწოდა. ეს დაავადება ძირითადად თეთრკანიანებშია გავრცელებული. როზაცეა ჩვეულებრივ 30 წლის შემდეგ იწყება და 40-60 წლის ასაკში აღწევს პიკს. ეს დაავადება ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

როზაცეა ანუ ვარდისფერი ფერიმჭამელები კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა. აღსანიშნავია რომ როზაცეას და აკნეს მსგავსი კლინიკური გამოვლინებები აქვთ. თუმცა ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ორივე დაავადება ერთდროულად განუვითარდეს. ხშირად როზაცეა თანსდევს აკნეს, მაგრამ აკნესგან განსხვავებით იგი არ აზიანებს ფოლიკულურ აპარატს და არ ხასიათდება სებორეით.

როზაცეის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებობს რამოდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს დაავადების განვითარებას, თვითოეულ მათგანს კი თავისი წვლილი შეაქვს დაავადების ჩამოყალიბებაში:

როზაცეის ადრეული ნიშნები ადრეულ ასაკშიც შეინიშნება, ძირითადად ეს არის დროებითი და შემდეგ მუდმივი ერითემა ცხვირის მიდამოში და უფრო იშვითად მთელ სახეზე.

როზაცეის დამახასიათებელი ლოკალიზაციის ადგილებია - ცხვირი, ლოყები, შუბლი და ნიკაპი. უფრო იშვიათია - ყურის უკანა მიდამო, ზურგის ზედა ნაწილი, კისერი და თავის თმიანი ნაწილი. ქალებში გამონაყარი ხშირია ლოყებზე და ნიკაპზე, მამაკაცებში - ცხვირზე. ჩვეულებრივ დაავადება დუნედ მიმდინარეობს და გარკვეული სტადიურობა ახასიათებს:

როზაცეა არ შემოფარგლება მხოლოდ კლასიკური მიმდინარეობით - არსებობს მისი სხვა გამოვლინებებიც:

როზაცეას დიაგნოსტიკა ძირითადად კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე ხდება, მაგრამ ზოგჯერ დიაგნოზის დადასტურების მიზნით ტარდება ჰისტოლოგიური კვლევა.

დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ ღირს - პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს, რადგან უყურადღებობის შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმე ფორმაში გადადის, რომელიც გაცილებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას.

კლინიკა ”მარჯანში” როზაცეის მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობით, რომელიც დიაგნოსტიკური კვლევებისა და დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ. დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.

როზაცეას მკურნალობისათვის კლინიკა ”მარჯანის” ექიმები გვთავაზობენ: პირველადი კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევა და დიაგნოსტიკა, კაპილარების ელექტროკოაგულაცია, ქიმიური პილინგი, პროცედურები მაღალი ხარისხის პროფესიონალური კოსმეტიკით, კანის მოვლის საშუალებები - პროფესიონალური კოსმეტიკა.

როგორ ვებრძოლოთ როზაცეას - ზოგადი რეკომენდაციები

1. როზაცეის განვითარების რისკფაქტორები:



2. კანის მოვლა

დაზიანებული კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. პირის დასაბანი წყალი უნდა იყოს ოდნავ თბილი, ხოლო ქაფი - მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი.

იკრძალება ალკოჰოლის, აცეტონის, ცხიმისა და ჰორმონა¬ლური დანამატების შემცველი ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება. ზაფხულში შინიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საცხი, ხოლო ყინვაში - სიცივისგან დამცავი.