როგორ შევაჩეროთ დაბერება
აქტიური დაბერება ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის ოპტიმიზაციას, ადამიანის ასაკის ზრდასთან ერთად ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. არსად ისე სწრაფად არ ბერდება ადამიანი, როგორც სავარძელში და არ შეგვიძლია ამას არ დავეთანხმოთ. შრომას, კმაყოფილებას საკუთარი შრომით და აქტიურ კავშირს საზოგადოებასთან თვლიან უმნიშვნელოვანეს ფაქტორად, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს და პოზიტიურ გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
ჯერ კიდევ სოფოკლე ამბობდა: „ადამიანი არ კვდება, ის ნელ-ნელა იკლავს თავს“. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება უმნიშნველოვანესია, რათა თავიდან ავიცილოთ დაბერებასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები.
ხანდაზმულ ასაკში ადამიანი მეტად უნდა ზრუნავდეს კვებაზე, ვიდრე ადრე. რატომ? ფიზიოლოგები ამ კითხვაზე გვპასუხობენ, რომ ასაკთან ერთად უარესდება საკვების გადამუშავება და შეწოვა. ნაკლებადმოძრავი ცხოვრების გამო ხდება ნაწლავების პერისტალტიკის შესუსტება, ვითარდება ყაბზობა. ხანგრძლივად მედიკამენტების მიღების გამო ვითარდება ბ ჯგუფის და კ ვიტამინების ნაკლებობა. ბევრ ადამიანს ასაკში ეწყება უმადობა. ასაკოვნებს განსაკუთრებით ესაჭიროება ცილები, ვიტამინები, მიკროელემენტები, უჯრედისი.
რჩევები:
გაახალგაზრდავებისთვის იღწვის ადამიანი იმ დღიდან, რაც თავს დაბერება შეატყო, დაბერების პროცესი აღიქვა და ძველი დრო - ახალგაზრდობა - ინატრა. დაბერების პროცესებზე, სიკვდილზე და სიცოცხლის გახანგრძლივების მექანიზმებზე ბევრი საუბარი შეიძლება. ბოლოს და ბოლოს ამ სფეროს ხომ ცალკე დარგი იკვლევს.
ასეა თუ ისე, მეცნიერება კვლავ განაგრძობს კვლევებს დაბერების და სიკვდილის პროცესების საიდუმლოებების გამოსააშკარავებლად. რაც უფრო ღრმად იხედებიან მკვლევარები იდუმალ კუთხეებში, მით უფრო მეტი თავსატეხი უჩნდებათ, მაგრამ სიბერის საბოლოოდ დაძლევა მაინც ვერ შეძლეს.
თუმცა არ ვიცით გვსურს კი ეს? რა საჭიროა უკვდავება? გვაქვს თუ არა უფლება, რომ მოვითხოვოთ უკვდავება?
“უკვდავების ელექსირის” მოლოდინში გარინდებულებს, ისღა დაგვრჩენია, რომ უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურნი, ვიკვებოთ სწორად და შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ ამაღლებული განწყობა. სამყარო ხომ სარკეა. თუ გაუღიმებ, გაგიღიმებს.