2016 წლის 12-14 მაისი

ტარდება საერთაშორისო კონფერენცია

 

დერმატოლოგიის თანამედროვე ასპექტები და დერმატოსკოპია კანის დაავადებების დიაგნოსტიკის ოპტიმიზაციაში

 

Modern aspects of dermatology and dermatoscopy in diagnostics of skin diseases

Современные аспекты дерматологии и дерматоскопия в оптимизации диагностики заболеваний кожи

კონფერენციის ორგანიზატორები:

  • ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია
  • კლინიკა ”მარჯანი” დერმატოლოგია, დერმატოონკოლოგია და ესთეტიკური მედიცინა
  • უნივერსალური სამედიცინო ცენტრი
  • ეროვნული სკრინინგ ცენტრი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტი

კონფერენციას მხარს უჭერს დერმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება: School of Medicine, The University of  Queensland, Brisbane, Australia  და Dept. of Dermatology Medical University of Vienna.

ძვირფასო კოლეგებო!

2016 წლის 12-14 მაისს ქ. თბილისში ტარდება  კონფერენცია „დერმატოლოგიის თანამედროვე ასპექტები და დერმატოსკოპია კანის დაავადებების დიაგნოსტიკის ოპტიმიზაციაში“

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება სემინარი-მასტერკლასი „დერმატოსკოპიის სკოლა - კანის კიბო“, რომელსაც ჩაატარებენ მოწვეული ავსტრიელი სპეციალისტები პროფ ჰ. კიტლერი და ფილიპ ჩანდლი (Dept. of Dermatology Medical University of Vienna), რაც გარკვეულწილად საინტერესო იქნება ამ სფეროში მომუშავე ექიმი კოლეგებისთვის. სკოლა იმუშავებს ორი დღე და დასასრულს გაიცემა საერთაშორისო სერთიფიკატი. შესაძლებელი იქნება ასევე გარკვეული რაოდენობის პაციენტთა უფასო კონსულტირება.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დარგის (დერმატოლოგია, ონკოლოგია, ონკოქირურგია, ზოგადი ქირურგია და ზოგადი პროფილის) წამყვანი სპეციალისტები, მოწვეული არიან ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები და  დაინტერესებული სამედიცინო საზოგადოება, როგორც საქართველოს მასშტაბით (იგულისხმება ქ. თბილისი და რეგიონები: აჭარა, კახეთი და სხვ.) ასევე საზღვარგარეთიდან - სავარაუდოდ 100 – 120 სპეციალისტი.

აღსანიშნავია ასევე, რომ კონფერენციის  ერთ-ერთ ორგანიზატორს კლინიკა ”მარჯანს” დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  კონფერენციაზე მოწვეული იქნებიან საპატიო სტუმრები და კლინიკა ”მარჯანის” პარტნიორები. კონფერენციის დასასრულს მოეწყობა საიუბილეო ბანკეტი.

კონფერენციაზე და სკოლა სემინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ვადებში. ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

გვინდა ასევე გაცნობოთ რომ:

  1. კონფერენციაზე დასწრება იქნება უფასო, ხოლო იმ პირებს ვისაც ექნება სურვილი მიიღოს სერთიფიკატი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ უნდა გადაიხადოს - 30 ლარი
  2. კონფერენციაზე მოხსენება - პრეზენტაციით გამოსვლა, შესაბამისი სერთიფიკატის მიღება და მოხსენების ჟურნალში დაბეჭვა – 200 ლარი
  3. სკოლა-სემინარში მონაწილეობა:
  • უცხოელი ექიმებისთვის - 350 ევრო
  • საქართველოს ექიმებისთვის - 350 ლარი
  • სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და რეზიდენტებისათვის - 200 ლარი
  1. საიუბილეო ბანკეტზე დასწრება - 100 ლარი

კონფერენციაზე  შესაძლებელია ფირმების, კომპანიების, დაწესებულება-ორგანიზაციების მიერ ღონისძიების სპონსორობა და კონფერენციაში მონაწილეობა საორგანიზაციო კომიტეტთან შეთანხმებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  1. კონფერენციის “ოქროს” სპონსორი – 3 000 ევრო
  2. გენერალური სპონსორი – 2 000 ევრო
  3. ღონისძიების მთავარი სპონსორი – 1000 ევრო
  4. სტენდის მოწყობა (სარეკლამო ინფორმაციის გავრცელება) კონფერენციის მთელი პერიოდის განმავლობაში – 250 ევრო
  5. კონფერენციაზე საინფორმაციო გამოსვლა-პრეზენტაცია (10 წუთი) – 250 ევრო

 

მითითებული თანხები გადაირიცხება ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაციის ანგარიშზე (ევროს ექვივალენტი) ლარებში, გადარიცხვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით.

 

შენიშვნა: სპონსორები ისარგებლებს სპონსორობის სახის მიხედვით შესაბამისი მოცულობის პრივილეგიით  - სტენდის წარმოდგენა, კონფერენციის  ბეჭდვით და ციფრულ პროდუქციაზე (განცხადება საიტზე, მოსაწვევი, სარეკლამო ფლაერი და სხვა) სპონსორი კომპანიის დასახელების მითითება, გამოსვლა-პრეზენტაცია და სპონსორობის ფორმის მითითება.

  1. “ოქროს” სპონსორისთვის პრივილეგიის ყველა აღნიშნული სახის გარდა, გათვალისწინებულია სკოლა-სემინარში 5 ექიმის უფასო მონაწილეობა.
  2. გენერალური სპონსორისთვის პრივილეგიის ყველა აღნიშნული სახის გარდა, გათვალისწინებულია სკოლა-სემინარში 3 ექიმის უფასო მონაწილეობა.
  3. ღონისძიების მთავარი სპონსორი – სტენდის წარმოდგენა, ბეჭდვით პროდუქციაზე ფირმის მითითება, გამოსვლა-პრეზენტაცია, სპონსორობის ფორმის მითითება.

 

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კერძო პირებმა და ორგანიზაციებმა წერილობით უნდა გვაცნობონ 2016 წ. 1 მარტამდე.

 

კონფერენციის  მიზანი და ამოცანებია:

  • თანამედროვე დერმატოლოგიის აქტუალური საკითხებისა და პრობლემების, კანის დაავადებების ოპტიკური დიაგნოსტიკის, დერმატოზების ზოგად პათოლოგიასთან ურთიერთკავშირის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების განხილვა.
  • კანისა და რბილი ქსოვილების ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკის საკითხების, კანის კიბოს სკრინინგისა და პრევენციის,  დერმატოსკოპიური  და ჰისტომორფოლოგიური მონაცემების კორელაციისა და ზოგად პათოლოგიასთან კავშირის განხილვა.
  • საშუალება მიეცეს დერმატოლოგებს, ონკოლოგებსა და ზოგადი პროფილის ექიმებს გაეცნონ კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებებსა და შესაძლებლობებს.
  • დაგეგმილი საერთაშორისო  კონფერენციის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცემა  ფართო აუდიტორიის წინაშე, როგორც ქართველ ისე უცხოელ კოლეგებს წარუდგინოთ ჩატარებული სამუშაოს პრეზენტაცია.

მისამართი: ქ. თბილისი ატენის ქ. 3
ტელეფონი: 2 24 10 99
ელ-ფოსტა: marjani_medicine@yahoo.com
Facebook: Marjani Marjani Marjani

http://www.oncodermatology.ge/

http://www.marjani.ge/

 

დერმატოსკოპიის სკოლა -კანის კიბო

The skin cancer society and blog is a hub of international professional network sharing knowledge, cases, ideas, opinions and discussion Blog editor and presenters are skin cancer clinicians, dermatologists and patologists from Austria, Poland, France, Georgia and Australia

We invite you to joint the skin cancer blog today!

კანის კიბოს ასოციაცია და ბლოგი წარმოადგენს ცოდნის, მოსაზრებების, პრაქტიკული გამოცდილების, იდეების  გაზიარებისა და დიკუსიის საერთაშორისო პროფესიული ქსელის ცენტრს.

აღნიშნულ ასოციაციას და ბლოგს წარმოადგენენ  ავსტრიის, პოლონეთის, საფრანგეთის, საქართველოს და ავსტრალიის წამყვანი ექიმები და ექსპერტები   დერმატოონკოლოგიის, დერმატოლოგიის და პატომორფოლოგიის სფეროში.

შემოგვიერთდით, ჩვენ გიწვევთ  კანის კიბოს ასოციაციასა და ბლოგში ერთობლივი მუშაობისთვის!”


„დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიის და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია http://www.oncodermatology.ge/   2010 წელს შეიქმნა. 2014 -2015 წ. აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global) (www.crdfglobal.org), და სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (www.rustaveli.org.ge) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი - მოსახლეობის კანის კიბოს სკრინინგი, რაც გულისხმობს კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკას, უახლესი ოპტიკური დერმატოსკოპის მეშვეობით და ახალი დერმატოსკოპიური ალგორითმის გამოყენებით, რომელიც შემუშავებული იქნა ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში დერმატოლოგი პროფესორი Harald Kittler-ის მიერ.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა სამედიცინო ცენტრი ”მარჯანის” ბაზაზე და აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებული კვლევის შედეგები 2014 წლის  სექტემბერში  წარმოდგენილ იქნა ”დერმოსკოპიის, კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის და მობილური ტელედერმატოსკოპიის პირველ საერთაშორისო კონგრესზე საქართველოში” და ასევე 2015 წლის აპრილში ავსტრიაში - ქ.  ვენაში დერმატოსკოპიის მე-4 მსოფლიო კონგრესზე (www.dermoscopy-congress2015.com). მოხსენება ითვალისწინებდა საქართველოში პროექტის ფარგლებში ჩატარებული დერმატოსკოპიური კვლევის შედეგებისა და მიღებული გამოცდილების გაზიარებას - „დერმატოსკოპური სკრინინგი საქართველოში“ .

ასოციაციის წევრების, პროფ. ნატალია კილაძე და თეონა შულაია, რედაქციით  რუსულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა პროფ. ჰარალდ კიტლერის სახელმძღვანელო ”დერმატოსკოპია”, რომელიც 2014 წლის აპრილის ბოლოს დაიბეჭდა.

2015 წლის ოქტომბერში საქართველოს „დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიის და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია (ADDaSOD) ავსტრიელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად ატარებს ტრეინგს („დერმატოსკოპიის სკოლა“) „კანის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი  ახალწარმონაქმნების დერმატოსკოპია“. მასტერკლასს ჩაატარებს  ბატონი ჰარალდ კიტლერი და ფილიპ ჩანდლი (ავსტრია, ვენის უნივერსიტეტი), მონაწილეობას მიიღებს ასევე აგატა ბულინსკა (პოლონეთი, გდანსკის უნივერსიტეტი და კვაზილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, ავსტრალია). კურსის დასრულებისას მსმენელები მიიღებენ საერთაშორისო სერთიფიკატს დერმატოსკოპიაში.