რეზიდენტურა, კლინიკა/ბაზა

კლინიკა მარჯანი  წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამის ,,დერმატოვენეროლოგია” „კლინიკა ბაზას“. კლინიკა მარჯანი უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტებული პროგრამების ჩატარებას.

„კლინიკა ბაზა“ უზრუნველყოფს, დიპლომის შემდგომი სწავლების პროცესს, შესაბამის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით. კლინიკაში ხორციელდება სამედიცინო კვლევები, ექიმებისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და სხვა ამოცანები. ,,უნივერსიტეტის” და ,,კლინიკის/ბაზის” ერთობლივი ,,პროგრამების” მოცულობა და საქმიანობის სფერო განისაზღვრება აკრედიტებული “პროგრამების” მოთხოვნებით.

სარეზიდენტო პროგრამა ,,დერმატოვენეროლოგიაში” განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტებისა და მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც აქვთ სურვილი გახდნენ ექიმი-დერმატოვენეროლოგები.

დერმატოვენეროლოგიის სპეციალობით რეზიდენტის მზადების მინიმალური ხანგრძლივობა 3 წელია, რომელიც მოიცავს დერმატოვენეროლოგისთვის აუცილებელ საბაზისო კლინიკურ მომზადებას და დახელოვნებას დერმატოლოგიასა და ვენეროლოგიაში.

  1. პაციენტთა კლინიკური მართვა ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ
  2. სასწავლო პროგრამა, შემდგარი ლექცია-სემინარებისაგან
  3. მეცადინეობები არაფორმალური კლინიკური და სამუშაო შეხვედრების სახით და პრეზენტაციები

რეზიდენტურის პროგრამა მოიცავს რეზიდენტის:

  1. თეორიულ მომზადებას
  2. პრაქტიკულ საქმიანობას – ავადმყოფთა კურაციას, კლინიკურ გარჩევებში და კონფერენციებში მონაწილეობას, კაბინეტებში და სამანიპულაციოში მუშაობას და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაკვიკავშირდით შემდეგ მისამართზე

საქართველო, თბილისი, ატენის ქ. 3,

ტელ: +995 32 224 10 99

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X