სახის მოდელირება

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში აქტუალურია არაქირურგიული მეთოდით სახის სრული მოდელირება – ეს კი მიიღწევა ბუნებრივი შემავსებლებით! ინექციური მეთოდების საშუალებით შეგვიძლია მცირე ცვლილება შევიტანოთ ჩვენს გარეგნობაში, მაგალითად, როცა სახის რომელიმე ნაკვთი არ მოგვწონს: ტუჩი, ცხვირი, ყვრიმალი და ა.შ. და გვინდა ჩვენი სახის მოდელირება.

  • ტუჩის მოცულობის გაზრდა
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება
  • ყვრიმალების მოდელირება
  • ნიკაპის კორექცია
  • წვრილი ნაოჭების შევსება

ტუჩის კორექცია

ტუჩის გადიდება ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელსაც ქალბატონები ნებისმიერ ასაკში იტარებენ. რაც შეეხება ტუჩის ასიმეტრიას, ის ძირითადად 30 წლის შემდეგ იჩენს თავს და შესაბამისად სასურველია მისი დროული კორექცია. პროცედურა გულისხმობს ტუჩის ფორმის მოცულობის გაზრდას ან/და არსებული ასიმეტრიის კორექტირებას, კონტურის მოდელირების გზით. ყველა ტუჩი ერთმანეთს არ უნდა გავდეს, ამიტომ უნდა განისაზღვროს  სახის პარამეტრების  მიხედვით, თუ რა მოცულობის ტუჩი მოუხდება თქვენს სახეს. პრობლემურ არეში კეთდება მიკროინექციები ჰიალურონის მჟავის შემცველი ბიოთავსებადი პრეპარატის გამოყენებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო და შეუცვლელ პრეპარატს წარმოადგენს. ტუჩის ზონის მგრძნობელობიდან გამომდნარე პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და გრძელდება 15-40 წთ. პროცედურის შემდგომ შესაძლოა იყოს მცირე სიწითლე და შეშუპება, რომელიც 1-2 საათის განმავლობაში ქრება. პროცედურის საბოლოო შედეგის სანახავად ერთი სრული დღე არის საჭირო. პაციენტი პროცედურის დამთავრებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

შედეგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მიერ არჩეულ პრეპარატზე და გრძელდება 6 თვიდან 2 წლამდე.

ყვრიმალის კორექცია

ბუნებრივი შემავსებლების (ე.წ. ფილერების) დახმარებით კარგად ხერხდება ყვრიმალების გამოხატვა, თუ ისინი მეტისმეტად არ არის დაშვებული, ანუ  ხდება სახის სრული რეკონსტრუქცია, მოდელირება – რა დროსაც ხდება ყვრიმალების აწევა.

მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად კანქვეშა ცხიმოვანი შრე ატროფირდება და სახე ფორმას იცვლის. ფილერი ატროფირებული შრის ადგილს იკავებს და სახეს ახალგაზრდულ ოვალს უბრუნებს. ამასთან ერთად, ჰიალურონის მჟავა იკავშირებს წყლის მოლეკულებს და ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას, რისი წყალობითაც კანი უკეთ ტენიანდება და უფრო ელასტიური ხდება.

პროცედურისთვის კანს წინასწარ ვამზადებთ და ვამუშავებთ. პრეპარატს ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკისა და დეფექტის მიხედვით ვარჩევთ. ქსოვილი ნაკლებად რომ დაზიანდეს, შემავსებელი სპეციალური ბლაგვცხვირიანი კანულით შეგვყავს. პროცედურის ჩატარება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. აღდგენით პერიოდს ის არ მოითხოვს.
ეფექტი მყისიერია და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აშკარა ხდება. განსაზღვრული ხნის შემდეგ, ეფექტის გასაძლიერებლად, შეიძლება პრეპარატის დამატებაც. საბოლოო ჯამში, შედეგი ერთ წლამდე გასტანს.

ყოველი ზონის მოდელირების პროცედურა 20 დან 40 წუთამდე გრძელდება. პროცედურა ტარდება აპლიკაციური ანესთეზიით.

კლინიკა “მარჯანში” პროცედურები ტარდება უმაღლესი ხარისხის, ფრანგული იუვიდერმისა და კორეული ნეურამისის ფირმის პრეპარატებით. ხარისხიანი შემავსებელი კი ხანგრძლივი ეფექტისა და მინიმალური გართულების გარანტიაა.

გაითვალისწინეთ !!!
პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. მიანდეთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X