კანის პარაზიტული დაავადებები

კანის პარაზიტები მცირე, მიკროსკოპული ორგანიზმებია, რომლებიც იჭრება კანში, იწვევს ქავილს და სხვა არასასიამოვნო სიმპტომებს. ინფიცირების ნიშნები, როგორც წესი, ჩანს კანის ზედაპირზე, როგორც წითელი ხაზები ან წამოწეული მუწუკები. პარაზიტებით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის და რასის კანი.

კანის პარაზიტული და სოკოვანი დაავადებები გამოწვეულია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმით, რომელიც ბინადრობს სხვა ორგანიზმზე, მის ხარჯზე საზრდოობს და აზიანებს ადამიანის კანს.

კანის პარაზიტული დაავადების ტიპებ, გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები:

  • სხვადასხვა ტიპის ტკიპები – დაავადების გამომწვევია ტკიპა. დაავადების გავრცელების წყარო კი დაავადებული ადამიანი. განასხვავებენ დაინფიცირების პირდაპირ და არაპირდაპირ გზას. პირდაპირი დასნებოვნების დროს დაავადება გადაეცემა კონტაქტით, ხოლო არაპირდაპირი გზა გულისხმობს გადაცემას საყოფაცხოვრებო ნივთებით, თეთრეულით, დასაბანი ღრუბლით, პირსახოცით, ბავშვებში რბილი სათამაშოებით და სხვა.
  • მუნი – ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქავილით; გამომწვევია მუნის ტკიპა. ინკუბაციური პერიოდი დაახლოებით 1 – 2 კვირაა.
  • ტილიანობა— კანი პარაზიტული დაავადებაა, იწვევს კანის პარაზიტი, რომელიც ადამიანის სისხლით იკვებება და მთელ ცხოვრებას ადამიანის სხეულზე ატარებს. ინფექციის წყარო ადამიანია. არსებობს სამი სახის ტილი: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის.
  • დემოდკოზი – კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს კანის პირობით პათოგენური ტკიპა. დემოდეკოზის დროს უფრო ხშირად ზიანდება ქუთუთოები, ცხვირის, ლოყების, ტუჩების მიდამო და ბოლოს თავის თმიანი ნაწილიც ერთვება. დემოდექსის ხელსაყრელი გარემოა ცხიმოვანი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული კანის ცხიმი, რითაც ტკიპა იკვებება და მრავლდება.
  • სოკო პარაზიტი – 300-მდე სახეობის სოკო არსებობს და თითოეულ მათგანს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. ადამიანი შეიძლება დაავადდეს ერთი ტიპის სოკოთი ან რამდენიმეთი ერთად. ჯანმრთელ ქსოვილზე მოხვედრის შემდეგ სოკოები ძაფისმაგვარ ზრდას იწყებენ, ახალ-ახალ ადგილებს ედებიან და მიცელიუმის ბადეს ქმნიან, შედეგად კი სოკოვან პათოლოგიას, მიკოზს იწვევენ. სოკოთი გამოწვეულ დაავადებებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია დერმატომიკოზები – კანისა და მისი დანამატების მიკოზები, კანისა და შინაგანი ორგანოების მიკოზები. მიკოზები ვრცელდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით: ხელის ჩამორთმევით, სქესობრივი კავშირით, ინფიცირებული ანუ დაბინძურებული საერთო საწოლის, აბაზანის, აუზის, საყოფაცხოვრებო საგნების მეშვეობით და სხვა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დაავადების დიაგნოსტირებას ახდენს ექიმი დერმატოლოგი პაციენტის დათვალიერებით, ამოწმებს კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას, ახდენს დაავადებული კერების შესწავლას. ხშირ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ლაბორატორიულ კვლევა ან გარკვეული სახის დიაგნოსტიკა, რადგან დაავადების განსაზღვრა ექიმს შეუძლია, მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ.

  • კანის ანაფხეკის მიკროსკოპული კვლევა – დემოდექსი, მუნი, სხვადასხვა ტიპის ტკიპები, სოკო პარაზიტები
  • სოკოვანი დაავადების დიაგნოზი ემყარება: კლინიკურ სურათს, ბაქტერიოსკოპიულ ლაბორატორიულ კვლევას, რაც გულისხმობს დაზიანებული ადგილიდან აღებული ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ კვლევას.

ლაბორატორიულ  კვლევებს ატარებს ექიმი ლაბორანტი და დაავადების დადასტურების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და გაიცემა რეკომენდაციები.

გაითვალისწინეთ, რომ

დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.

დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X