ჭარბი წონა

ჭარბი წონა ეს არის დღევანდელი დროის გლობალური პანდემია, რომელიც გვხვდება ნებისმიერ სქესში და ასაკობრივ თუ ეთნიკურ კატეგორიაში. მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი ებრძვის ამ პრობლემას. ⠀

რა ფაქტორებთან არის დაკავშირებული ჭარბი წონის განვითარება?

  • ბიოლოგიური ⠀
  • კვების რაციონი
  • გენეტიკური პრობლემები
  • ცხოვრების წესი⠀
  • ფიზიოლოგიური მდგომარეობა (მაგ. ორსულობა)⠀
  • მენტალური ჯანმრთელობა (ასევე მოიცავს კვებით აშლილობებს)⠀⠀
  • სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობა
  • დაბალანსებული ძილი
  • მარკეტინგი (საკვების მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგი)⠀⠀
  • სტიგმა (ადამიანების დიფერენციაცია წონის გამო)

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ჭარბი წონის ტენდეცია მზარდია, როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. სიმსუქნის განვითარებასთან ერთად კი იზრდება მრავალი ქრონიკული დაავადების რისკი, როგორიცაა დიაბეტი (ტიპი 2), გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.

ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა საკვების ულუფები, განსაკუთრებით კვებით ობიექტებში, რომელიც უფრო მეტ კალორიას შეიცავს. კიდევ უფრო შემცირდა ფიზიკური აქტივობა. მოსახლეობის უმეტესობა მთელ დღეს ოფისში მჯდომარე მდომარეობაში ატარებს და საკმარისად არ მოძრაობს.

უნდა გვახსოვდეს, რომ

ჭარბი წონა ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება, როგორც ბალანსირებული კვების რაციონის დარეგულირებით, ასევე ფიზიკური აქტივობის გაზრდით და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X