თანამედროვე ადამიანებში შფოთვა ძალიან გავრცელებული ფენომენია. ის არის ერთერთი ყველაზე ხშირად წარმოდგენილი განცდა ფსოქოთერაპიულ პროცესში.

შფოთვა ეს არის არადიფერნცირებული ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის აქტივაციით და დაძაბულობის, ცუდის მოლოდინის, მოუსვენრობის, ფორიაქის, მოსალოდნელი საფრთხის სუბიექტური შეგრძნებებით და დაკავშირებულია გაურკვეველ, უცნობ საშიშროებასთან.

შფოთვა  გონების პროდუქტია, რომელიც ვლინდება როგორც ფსიქოლოგიურ ისე ფიზიოლოგიურ დონეზე.

შფოთვის სიმპტომები

  • უსუსურობა და უძლურობის განცდა
  • ზოგადი აგზნება
  • სუნთქვის და წნევის ცვლილება
  • პულსის ცვლილება
  • კუნთური ტონუსის მომატება
  • ოფლიანობა

შიში არის საპასუხო რეაქცია არსებულ ობიექტურ საფრთხეზე, ხოლო შფოთვა არის რეაქცია მოსალოდნელ საფრთხესა და საშიშროებაზე, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული.

შფოთვის მუდმივი მდგომარეობა მიუთითებს გრძნობების და ემოციების, სურვილების და მოთხოვნილებების ბლოკირებაზე, რომელიც აწმყოში არ ცნობიერდება. ეს არის „აქ და ახლა“ რეაქცია საფრთხეზე, რომელიც კოგნიტურად ვითარდება მომავალში,  ილუზორულ ფანტაზიებში – “არ ხდება და თითქოს ხდება“, „იქნებ და“, „ვაი და“.., ან წარსულის გამოცდილებით  რეალური მომენტის არ გაცნობიერება.

გაითვალისწინეთ, რომ
შფოთვა გავლენას ახდენს ადამიანის ქცევაზე და ცვლის მისი ცხოვრების ხარისხს. დროულად დაწყებული თერაპიული პროცესი ადამიანს ეხმარება შფოთვის მიზეზების გაცნობიერებაში და აუმჯობესებს აწმყოში ადაპტირების უნარს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X