კანის დაავადებები

ფოლიკულიტების ერთერთი გამომწვევი მიზეზია დაუბალანსებელი დიეტა, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი.
დაავადება ფოლიკულიტი კომპექსურ მიდგომასა და მკურნალობას საჭიროებს. მათ შორის მნიშვნელოვანია კვების რაციონის შერჩევა და გაუმჯობესება, და ასევე ცხოვრების წესის ცვლილება. ძალიან მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, რათა არ მოხდეს დეჰიდრატაცია. დღეში რეკომედირებულია 1.5 – 2 ლიტრი წყლის მიღება.

საყურადღებოა მიკრონუტრიენტების ბალანსის გადამოწმება და რომელიმე მათგანის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში დროული ზომების მიღება.

კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს სასარგებლო ცხიმოვანი მჟავეებით, როგორიცაა ომეგა-3 და ომეგა-6. ისინი აუცილებელია ფრჩხილის, კანის და თმის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით საყურადღებოა ომეგა 3-ის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა-3 -ის წყაროებია: ცხიმიანი თევზი (მაგ.ორაგული), სელის თესლი, კვერცხი, თხილეული, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

აუცილებელია სხვადასხვა ფერის, განსხვავებული ბოსტნეულის ჩართვა კვების რაციონში, რომელებიც მდიდარია ფიტონურტიენტებით, ვიტამინებითა და მინერალებით. განსაკუთრებით C ვიტამინით მდიდარი საკვები: ციტრუსი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, კივი, კენკრა.

უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის და შაქრით მდიდარი პროდუქტების მიღება, რომლებიც ხელს უწყობენ ანთებითი პროცესების წარმოქმნას. ასევე კონკრეტულ შემთხვევაში რეკომენდებულია გლუტენის შემცირება კვებით რაციონში.

როზაცეა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ქალებში. ამ მდგომარეობასთან ბრძოლის კვებითი გზა ძირითადად ინდივიდუალურია, თუმცა გარკვეულ საკვებს შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს მასზე. ეს ეხება განსაკუთრებით ისეთ საკვებს, რომელსაც ანთებითი პროცესების შემცირება ან კიდევ უფრო გამწვავება ახასიათებს.

კვლევების მიხედვით, ამ დროს დიდ როლს თამაშობს ჯანსაღი ცხიმების ჩართვა კვებით რაციონში. ჯანსაღ ცხიმებს მიეკუთვნება ომეგა-3, რომელიც გვხვდება ცხიმიან თევზში (მაგ. ორაგული), თესლები და თხილეულში (მაგ. ჩიას და სელის თესლი, ნიგოზი), ზოგ მცენარეულ ზეთში (მაგ. კანოლას ზეთი) და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემცირებას.

როზაცეას დროს მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. ამისთვის კი კრიტიკულია პრობიოტიკებით და პრებიოტიკებით მდიდარი საკვების ჩართვა რაციონში. ესენია: მაწონი, მწნილი, ნიორი, ბანანი და სხვა.
ზოგი საკვები შეიძლება გახდეს კანის გაღიზიანების მაპროვოცირებელი და ხელი შეუწყოს როზაცეის განვითარებას. ამ სიას მიეკუთვნება ის საკვები, რომლებიც იწვევს ანთებითი პროცესების გაძლიერებას, როგორიცაა: შაქრით მდიდარი პროდუქტები, ალკოჰოლი, ზოგი რძის პროდუქტი, ხორცი, ნაჯერი და ტრანს ცხიმებით მდიდარი საკვები.

გაითვალისწინეთ, რომ
აუცილებელია დაკვირვება და სავარაუდო გამაღიზიანებელი საკვების ჯგუფის აღმოჩენა კვებით რაციონში, რომელიც ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის.

ფსორიაზი კომპექსურ მკურნალობას საჭიროებს და შესაძლოა სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვა გახდეს საჭირო. ეს დაავადება განსხვავებულ გამაღიზიანებელ ფაქტორებზე რეაგირებს, როგორიცაა ძლიერი სტრესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა. ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც მდიდარია ხილითა და ბოსტნეულით, ცილებით და მთელ მარცვლოვანი საკვებით, ეს ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო ფსორიაზის დროს.

ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორია ალკოჰოლის შემცირება. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები ვინც ალკოჰოლს ხშირად და დიდი რაოდენობით მოიხმარენ, ფსორიაზის მკურნალობას ძნელად ექვემებარებიან და მათი კანის მდგომარეობა არ უმჯობესდება. გარდა ამისა ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღება დაუშვებელია ალკოჰოლთან ერთად რაც იმას ნიშნავს რომ ამ დროს საერთოდ უარი უნდა ვთქვათ ალკოჰოლზე.

ფსორიაზი ანთებითი პროცესია, ამიტომ კრიტიკულად მნიშველოვანია ანთების საწინააღმდეგო საკვების ჩართვა კვებით რაციონში: ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით კენკრა და მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული; ორაგული, სარდინები და სხვა ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტები; ანტიოქსიდანტებით მდიდარი მცენარეები (მწვანილები) და სუნელები, როგორიცაა ჯანჯაფილი და ბეგქონდარა; ჯანსაღი ცხიმებით გაჯერებული პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, თხილეული და თესლეული;

ფსორიაზის მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია სხეულის წონის გათვალისწინება და ჭარბი წონის შემთხვევაში წონის კლება. ჭარბი წონა ხელს უშლის ფსორიაზის სიმპტომების შემცირებას და ამავდროულად ხელს უწყობს მდგომარეობის გამწვავებას.

დერმატიტი და ეგზემა კანის გავრცელებული დაავადებაა. მათი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გენეტიკური და ალერგიული ფონი, გაზრდილი მგრძნობელობა, გაღიზიანება და გარემო ფაქტორები დიდ გავლენას ახდენენ მათ გავნითარებაზე.

ასეთ დროს, ძალზედ მნიშვნელოვანია სპეციალური კვების რეჟიმის შემუშავება გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით. კვებამ შესაძლოა შეამციროს კანის გაღიზიანებადობა და ანთებითი პროცესის გამწვავება. სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიღების დროს საჭიროა დაკვირვება და გამაღიზიანებელი ფაქტორის/ების ამოცნობა. გამაღიზიანებელი საკვების პროდუქტის ამოცნობა და მისი შეზღუდვა ან სრულიად ამოღება გვეხმარება სიმპტომების შემცირებაში. მაგალითად, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა სახის აუტანლობებთან, როგორიცაა ლაქტოზის ან გლუტენის აუტანლობა ან ასევე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

ალეგიული ფონის არსებობა ხშირად ამწვავებს ამ ანთებით პროცესებს და სწორედ ამიტომ აუცილებელია ალერგენის აღმოჩენა. უმეტესად ესენია: ციტრუსი, თხილეული და თესლეული, შოკოლადი, ზღვის პროდუქტები.

ამასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჰიდრატაციის დონის კონტროლი ორგანიზმში და რეგულარულად საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება. განსაკუთრებით ამ დროს საჭიროა კვებითი რაციონის ანთების საწინააღმდეგო საკვებით გამდიდრება და დიდი რაოდენობით მცენრაული პროდუქტების ჩართვა.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X