მეზოთერაპია

მეზოთერაპია – პირველ რიგში თერაპიული ტექნიკაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოგად მედიცინასთან, ამიტომ მან ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი თერაპიულ სფეროში. კერძოდ დერმატოლოგია, დერმატოკოსმეტოლოგია, ესთეტიკურ მედიცინა, სტომატოლოგია, სპორტული მედიცინა, რევმატოლოგია და სხვა დარგები უკვე ინტენსიურად იყენებენ ამ ტექნიკას, რადგან არის მარტივი, ეფექტური, ლოგიკური, უვნებელი და რაც მთავარია, მკურნალობა მაქსიმალურად მიახლოვებულია დაავადებულ ზონასთან. მაგალითად, მუხლის ტკივილის დროს ინექცია კეთდება მუხლში, ხოლო თმის ცვენის დროს აქტიური მედიკამენტოზური საშუალებები შეჰყავთ უშუალოდ თავის თმიანი არეში – დაზიანებულ უბანზე.

მეზოთერაპია ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ხასიათის ტკივილისა თუ პათოლოგიების დროს,  ის მეტად მნიშვნელოვანი მეთოდია ამა თუ იმ დაავადების კომპლექსური მკურნალობისას, ის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მედიკამენტების გამოყენება ხდება ადგილობრივად, ლოკალურად, მცირე დოზებით, ზუსტად დაზიანების ადგილას. მეზოთერაპიის უპირატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით ზუსტად ასახავს კონცეფცია – „ცოტა, იშვიათად და საჭირო უბანზე“.

  • მეზოთერაპია არის აბსოლუტურად უსაფრთხო მეთოდი
  • მეთოდის ეფექტურობა განპირობებულია ჩხვლეტის სტიმულაციით და შეყვანილი მედიკამენტის ან კოქტეილის ფარმაკოლოგიური მოქმედებით, რომლის შემცველობა და დოზა პათოლოგიიდან გამომდინარე ინდივიდუალურად განისაზღვრება
  • მეზოთერაპია არის ლოკალური დანიშნულების მეთოდი – რა ადგილასაც გვაქვს დაზიანება ან ტკივილი, ზუსტად იმ ადგილზე ვიყენებთ მას

რაში მდგომარეობს მეზოთერაპიის არსი?

სამკურნალო კოქტეილი, რომლის შემადგენლობაც  პირდაპირ კავშირშია არსებულ პრობლემასთან, მიკროდოზებით შეჰყავთ კანის შუა შრეში (მეზოდერმაში). ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეპარატი მიეწოდება კონკრეტულად დაზიანებულ უბანს მკურნალობისთვის შესაბამისი დოზით. ტრადიციული მეთოდებით მკურნალობისას კი, როდესაც პრეპარატის მიღება ხდება პერორალურად (აბის დალევა) ან ინექციის სახით, წამალი მოქმედებს მთელ ორგანიზმზე, რაც უმრავლეს შემთხვევაში, არც ისე სახარბიელოა. ამასთანავე იგი მოგვიანებით აღწევს დაზიანებულ უბნამდე და თანაც მცირე რაოდენობით, რაც აქვეითებს მკურნალობის ეფექტურობას.

მეზოთერაპიული ტექნიკის განვითარებამ გამოიწვია მრავალფეროვანი ახალი მეზოთერაპიული პრეპარატების შემუშავების აუცილებლობა, რამაც საგრძნობლად გააფართოვა მისი გამოყენების სფერო და გააუმჯობესა ადრე მიღებული შედეგები.

მეზოთერაპიული სამკურნალო კოქტეილი, რომლის კომპონენტებსაც ექიმი ხშირ შემთხვევაში თავად ადგენს, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, მიკროდოზებით შეჰყავთ კანში (ეპიდერმისსა და დერმაში) სხვადასხვა სიღრმეზე, რაც იმას ნიშნავს რომ პრეპარატი მიეწოდება კონკრეტულად დაზიანებულ უბანს, მკურნალობისთვის საჭირო დოზით. აღსანიშნავია რომ პრეპარატის მოქმედება გრძელდება მთელი კვირის განმავლობაში და საბოლოო გაუმჯობესებას 6-7 დღის შემდეგ ვაფიქსირებთ. დღევანდელ დღეს მეზოთერაპია ყველაზე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დერმატოლოგიური, ტრიქოლოგიური და ესთეტიკური პრობლემების მოგვარებისთვის.  ამ სფეროში მეზოთერაპიის გამოყენების უპირველესი ჩვენებებია:

  • აკნე და პოსტაკნე
  • ფოლიკულიტი
  • ალოპეცია (თმის ცვენა)
  • კანის დაბერება და ნაოჭები
  • პიგმენტური ლაქები
  • ტელეანგიექტაზიები
  • კელოიდური ნაწიბურები

მეზოთერაპიული ტექნიკა გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც არაოპერაციული, ბუნებრივი გზით კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებად იქცა.

აღსანიშნავია, რომ მეზოთერაპიული სპეციალური კოქტეილები, დღითიდღე უმჯობესდება და იხვეწება. ინოვაციური კოქტეილები, როგორიცაა ბიორევიტალიზაცია, პლაზმოთერაპია, ბუსტერიზაცია, ბოტულინოთერპია და სხვ. იქმნება კანის აგებულებისა და დაბერების მექანიზმების კვლევებზე დაყრდნობით, მათი მოქმედების შედეგად ორგანიზმში ქვეითდება ქოლესტერინის დონე, ნეიტრალდება თავისუფალი რადიკალები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ისინი მოქმედებენ ასევე ცხიმოვან ცვლაზე, იწვევენ ცელულიტის კაფსულების შემცირებას და დანაწევრებას, რის შედეგადაც კანი აღიდგენს ელასტიურობას. მათი საშუალებით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, კანის ელასტიურობის გაუმჯობესება, ორმაგი ღაბაბის გაქრობა ან შემცირება. განსაკუთრებით ეფექტურია მეზოთერაპიის კომბინირება სხვა პროცედურებთან, მაგალითად, პილინგთან რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მიღებას.

მეზოთერაპია ასევე აქტუალურია თმის ცვენის შესაჩერებლად. ამ მიზნით ჩატარებული პროცედურები აძლიერებს თმის ბოლქვის კვებას და ასტიმულირებს თმის ზრდას. თმის ცვენის შესაჩერებელი პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია ახალგაზრდა ასაკში, საწყის სტადიაზე, ასევე ორსულობის და მშობიარობის შემდგომი გამელოტებისა და თმის ცვენის შემთხვევაში. მკურნალობის კურსი მეზოთერაპიასთან ერთად მოიცავს თავის თმიანი ნაწილის მასაჟს და ფიზიოპროცედურებს.

მეზოთერაპიული პროცედურა უნდა შეასრულოს მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა ექიმმა, რომელსაც გააჩნია მეზოთერაპევტის სერთიფიკატი!

კლინიკა მარჯანი გთავაზობთ როგორც სამკურნალო ისე ესთეტიკური მეზოთერაპიის პროცედურებს, შემდეგი ჩვენებების დროს: კანის ქრონო- და ფოტოდაბერება, ნაოჭები, ორმაგი ღაბაბი, აკნე და პოსტაკნე, კანის უხეში რელიეფი, ალოპეცია (თმის ცვენა), სტრიები, კელოიდური ნაწიბურები, ჰიდროლიპოდისტროფია ანუ ცელულიტი და სხვ.

მარჯანის ექიმები  პროცედურებში იყენებენ, როგორც უშუალოდ ექიმის მიერ შედგენილ კოქტეილებს, კონკრეტული დაავადებისა თუ პრობლემისათვის საჭირო კომპონენტებით, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეზოთერაპიული ფირმების მიერ წარმოებულ მეზოპრეპარატებსა და მზა კოქტეილებს.

რა შედეგი აქვს მეზოპროცედურას ?

მეზოთერაპიული პროცედურის შედეგად, კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებენ სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და კანის უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე და შედეგად ვღებულობთ კანის სტრუქტურის აღდგენას – მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს.

პროცედურის შედეგი დამოკიდებულია, როგორც მეზოკოქტეილების ხარისხსა და შემადგენლობაზე, ასევე კურსის პერიოდულობასა და ხანგრძლივობაზე. მეზოთერაპიული პროცედურების რაოდენობა და კურსის პერიოდულობა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაზე და ხარისხზე და განისაზღვრება პაციენტის კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X