ფსიქოდერმატოლოგია

კანი მჭიდროდაა დაკავშირებული ნერვულ სისტემასთან. მათ შორის ფიზიოლოგიური კავშირია საშვილოსნოს შიდა განვითარების პროცესში. ემბრიოგენეზის დროს კანი და ნერვული სისტემა ერთი და იმავე ჩანასახოვანი ფურცლისგან – ექტოდერმისგან ფორმირდება.

კანი და ჩვენი ნერვული სისტემა

  • კანი წარმოადგენს ნერვული სისტემის ნაწილს პერიფერიაზე, ეპიდერმისის ყველა უჯრედი რეაგირებს ნერვული სისტემის სიგნალზე
  • კანის დაავადებათა განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ფსიქოგენური ფაქტორი
  • არსებობს კანის დაავადებები, რომლებიც რთულდება სტრესის შედეგად ან თვითონ იწვევს სტრესს

რას გვაჩვენებს სტატისტიკა

დერმატოლოგიურ პაციენტთა 1/3 -ში აღინიშნება ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც ართულებს დერმატოლოგიური დაავადებების მიმდინარეობას. ასეთ ავადმყოფებს  დერმატოლოგიურ მკურნალობასთან ერთად ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური დახმარებაც.

გაითვალისწინეთ, რომ

  • კანის დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად ახასიათებთ: შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და სხვ.
  • ემოციური მდგომარეობები კანზე ვლინდება – სიფერმკრთალის, სიწითლის, ჰიპერჰიდროზის, ლოკალური და გენერალიზებული ქავილის, ნეიროდერმიტის, აკნეს, ჭინჭრის ციების,  ფსორიაზის სახით
  • დეპრესიული მდგომარეობა აჩქარებს კანის დაბერების პროცესს. კანი ხდება მშრალი, მუქი, კარგავს ელასტიურობას, სიმკვრივეს, ადვილად ჩნდება ნაოჭი.
სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X