სასწავლო კურსი

კლინიკა ”მარჯანი” გარდა სამკურნალო საქმიანობისა აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობაში.
კლინიკის კოლექტივი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

პედაგოგიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის მთავარი ექიმი, პროფ. ნატა კილაძე, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებენ ცენტრის სერტიფიცირებული ექიმები.

კლინიკა მარჯანის ბაზაზე  შექმნილია  დერმატოკოსმეტოლოგიის და მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსები.

დერმატოკოსმეტოლოგიის შემსწავლელი კურსები შეიქმნა 2003 წელს და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

2012 წელს ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაციის” ინიციატივით და Dr.Philippe Petit თანხმობით, კლინიკა „მარჯანის“ ბაზაზე, შეიქმნა მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსები, რომელიც გასცემს ქართულ-ფრანგულ სერთიფიკატს Dr.Philippe Petit -ის ხელმოწერით.

კლინიკა მარჯანი, ასევე წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „კლინიკა ბაზას“ და არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ანხორციელებს დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების სარეზიდენტო და უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტებულ პროგრამებს.

„კლინიკა ბაზა“ სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკურ ბაზით, კვალიფიციური ექიმებით და პედაგოგებით. ,,უნივერსიტეტის” და ,,კლინიკის/ბაზის” ერთობლივი ,,პროგრამების” მოცულობა და საქმიანობის სფერო განისაზღვრება აკრედიტებული “პროგრამების” მოთხოვნებით.

სარეზიდენტო პროგრამა ,,დერმატო-ვენეროლოგიაში” განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტისათვის, მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც აქვთ სურვილი გახდნენ ექიმი-დერმატო-ვენეროლოგები.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X