კანი და ნუტრიციოლოგია

მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო ინსტიტუტების მიერ მუდმივად ტარდება მასშტაბური კვლევები, რომლებიც ყოვედღიურად ადასტურებენ თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს კვებას კანის ჯანმრთელობაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მათ შორის ჯანსაღი კვება, საკვები, რომელიც მდიდარია მცენარარეული პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით, მარცვლოვნებით, ჯანსაღი ცხიმებით, ცილოვანი პროდუქტებით და ამასთან დიდი რაოდენობით წყლის მიღება, მნიშვნელოვნად ხელს უწყოს კანის ჯანსღი სტუქტურის შენარჩუნებას.

კანისთვის აუცილებელია ნუტრიენტებით გავამდიდროთ ჩვენი ყოველდღიური რაციონი, ხოლო კანის სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორიცაა: ეგზემა, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, აკნე, როზაცეა, სებორეა, თმისა და ფრჩხილების პათოლოგია, აუცილებელია ნუტრიციოლოგის კონსულტაცია, რომ მის მიერ სწორად იყოს შერჩეული კვების რეჟიმი.

მიკრონუტრიენტების (ვიტამინებისა და მინერალების) დეფიციტი ან დისბალანსი მრავალ დაავადებას იწვევს, ამიტომ მკურნალობის პერიოდში კრიტიკულად აუცილებელია სწორედ ამ ნუტრიენტების ჩართვა კვების რაციონში.

კლინიკა მარჯანში ტარდება თმის კვლევა მიკროელემენტებზე – ორგანიზმში მიკროელემენტების დონის განსაზღვრა, რაც მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აწუხებთ კანის დაავადებები – აკნე, ვიტილიგო, დერმატიტი, ფსორიაზი, სებორეა, თმის ცვენა, ალერგია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დაავადებები, იმუნოდეფიციტი და სხვა. თმის სპექტრალური ანალიზი ნათლად ასახავს ქიმიური ელემენტების დონის, როგორც დეფიციტს, ასევე სიჭარბეს ორგანიზმში.

თმის სპექტრალური ანალიზის მეშვეობით ხდება 35 მიკროელემენტის დონის განსაზღვრა ორგანიზმში:

სტანდარტული კვლევა ტარდება 30 ელემენტზე:

  • ტოქსიკური ელემენტები: (As, Pb, Cd, Hg, Sr, Bi, Zr, Ti, Sb,  Ag, V, Ni, Rb, Ba, Sn, Ga, Ge.)
  • ესენციალური მიკროელემენტები: (Fe, Se, Ca, Cu, Zn, Co, Cr, Mo, Mn, K, S, Br, Cl,)

გაფართოებული კვლევა ტარდება 35 ელემენტზე: სტანდარტულ ჩამონათვალს ემატება 5 ტოქსიკური ელემენტი (Tl, , Y, Nb, In, W).

ასეთი კვლევა, ცხადია ძალზე ინფორმატიულია ნუტრიციოლოგისთვის.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X