ანტიდაბერება და კვება

ბუნებრივი პროცესი დაბერება, რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია, გარკვეული ფაქტორების ცვლილებით შესაძლებელია გაუმჯობესდეს. ბალანსირებული კვება ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს დაბერების პროცესში.

კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა ესაჭიროება. კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია კვების რაციონი, რომელიც სავსეა ანტიოქსიდანტებით, ჯანმრთელი ცხიმებითა და სხვა აუცილებელი ნუტრიენტებით და რა თქმა უნდა საკმარისი რაოდენობის წყლით.

კვლევების თანამხმად მცენარეულ კვებაზე დაფუძნებული კვების რაციონი, რომელიც მდიდარია ანთების საჭინააღმდეგო პროდუქტებით, დადებით გავლენას ახდენს დაბერების პროცესზე.

რჩევები და რეკომენდაციები

  • კოლაგენი, რომელიც კანისთვის ელასტიურობასა და სიმტკიცისთვის აუცილებელია, საჭიროებს ვიტამინ C-ს ორგანიზმში წარმოსაქმნელად. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიტამინ C-თი მდიდარი პროდუქტების შეტანა რაციონში, როგორიცაა ციტრუსი, კეკნრა, კივი, ბულგარული წიწაკა და სხვა
  • ასევე გარკვეული ანტიოქსიდანტები, მაგალითად ლუტეინი მნიშვნელოვანია ასაკში ტვინის გამართული ფუნქციონირებისათვის. ლუტეინი დიდი რაოდენობით გვხვდება ბროკოლში, ისპანახში, ყაბაყში და სხვა პროდუქტებში
  • ჯანსაღი ცხიმები, მაგ. ომეგა 3, კრიტიკულად მნიშვნელოვანია უჯდრედის მემბრანის სიძლიერის შესანარჩუნებლად, ამიტომ აქტიურად უნდა გავამდიდროთ კვება თხილეულით, ავოკადოთი, ზეითუნის ზეთით და სხვა სასარგებლო ცხიმებით

გაითვალისწინეთ, რომ

ჯანსაღი წესით ცხოვრება უმნიშნველოვანესია, რათა თავიდან ავიცილოთ დაბერებასთან დაკავშირებული ნეგატიური შედეგები.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X