კანში განუწყვეტლივ მიმდინარეობს განახლების პროცესები: ეპიდერმისში ეს არის რქოვანა შრის აშრევება; ბაზალურ შრეში – უჯრედების დაყოფა, დიფერენცირება და მიგრაცია; დერმაში – კოლაგენის, ელასტინის და გლიკოზამინოგლიკანების დაშლა და სინთეზი. ახალგაზრდა ორგანიზმში ეს პროცესები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, ხოლო ასაკთან ერთად ცვლის პროცესები სულ უფრო ნელდება და გამოიხატება კანის დაბერებით, ამიტომ კანის განახლების სტიმულირება ძალიან ეფექტურია მისი ხელოვნური დაზიანებით. ვიყენებთ რა კანის რეაქციას დაზიანებაზე და შედეგად ვღებულობთ სიგნალს კანის აღდგენაზე.

ცნობილია, რომ კანის ზედაპირული დაზიანება ასტიმულირებს მის აქტიურ რეგენერაციას, რის შედეგადაც ხდება არასიცოხლისუნარიანი შრეების ახლით შეცვლა. რეგენერაციის უნარი კანის უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რის გარეშეც ის ვერ შეასრულებდა ბარიერის ფუნქციას ორგანიზმსა და გარემოს შორის.

კანის განახლება თავისი არსით ძალიან გავს რეგენერაციის პროცესს, ამიტომ მისი სტიმულირება ასევე შეიძლება ეპიდერმისის ხელოვნური დაზიანებით – „დაზიანება სასიკეთოდ“. ეს ფენომენი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი და დღესაც ფართოდ გამოიყენება კანის გაახალგაზრდავებისთვის.

ეპიდერმისის, დერმის და მათზე არსებული დეფექტების განსაზღვრული ფენების მოშორებას და მათი ხელახალი აღდგენის მიზანმიმართულ, კონტროლირებად პროცესს ეწოდება პილინგი, ან კანის აბრაზია – გაწმენდა, აშრევება -კანის გამოცვლა.

პილინგი სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება: ულტრაბგერით, მექანიკური დერმაბრაზიით, ლაზერით, ფერმენტებით, მჟავებით და სხვა.

ქიმიური პილინგი, რომელიც შეიძლება იყოს ზერელე, საშუალო სიღრმის და ღრმა,  ხორციელდება მჟავების გამოყენებით. სხვა მეთოდებთან შედარებით ის გაცილებით უფრო მარტივია და არ მოითხოვს ძვირადღირებული აპარატურის გამოყენებას.

კანის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ქიმიური პილინგის ზემოქმედების სიღრმეზე, რასაც თავის მხრივ რამოდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

  • პილინგის ხარისხობრივი მახასიათებლები: მჟავის კონცენტრაცია, მისი ხმარების ტექნიკა, აპლიკაციების რაოდენობა
  • კანის საფარველის მდგომარეობა, რომელიც თავის მხრივ მრავალ პარამეტრზეა დამოკიდებული: ასაკი, სქესი, სომატური ან კანის დაავადებები, პერორალური ან გარეგანი პრეპარატების მიღება, კოსმეტიკური საშუალებები, ცხიმოვანი ჯირკვლების სიმკვრივე, ჭრილობის ზედაპირის შეხორცება და სხვა. აღნიშნული მახასიათებლების იგნორირება ზემოქმედებს მჟავის შეღწევადობის სიღრმეზე და შესაბამისად ზეგავლენას ახდენს შედეგზე

ზერელე ქიმიური პილინგი იწვევს ეპიდერმისის ზერელე შრეების ან მთლიანად ეპიდერმისის ექსფოლაციას, თითქმის დერმის დვრილოვან შრემდე. საშუალო სიღრმის პილინგს მივყავართ კვალიფიცირებულ ქიმიურ დამწვრობამდე, შემდგომში ეპიდერმისის და დერმის აშრევებით, თითქმის ბადისებრი შრის ზედა ნაწილამდე. ღრმა პილინგი ტარდება ხსნარებით, რომელიც აღწევს დერმის ბადისებრი შრის თითქმის ნახევრამდე. ღრმა პილინგი ტარდება მხოლოდ ქირურგიული სტაციონარის პირობებში.

ქიმიური პილინგი, კანის აშრევება – (სახე, დეკოლტე, ზურგი) ძალიან ეფექტურია ესთეტიკაში, განსაკუთრებით თუ მას მეზოთერაპიის პროცედურასთან კომბინაციაში ჩავიტარებთ.

აღსანიშნავია, რომ ქიმიური პილინგის შესაძლებლობები არ ამოწურება მხოლოდ ესთეტიკური ეფექტით, მას ეფექტურად იყენებენ თერაპიაში კანის ზოგიერთი დაავადებისა თუ მდგომარეობის დროს: ბიოლოგიური ფოტოდაბერება, კანის არასწორი რელიეფი და უხეში ტექსტურა, პიგმენტური ლაქები, პრობლემური ცხიმიანი კანი, ფორების ფართო ზომები, ზერელე ნაწიბურები, აკნე და პოსტაკნე, როზაცეა, სებორეული და აქტინური კერატოზი და სხვა.

რა შედეგს გვაძლევს პილინგი:

  • კანის გაახალგაზრდავება (ბიოლოგიური და ფოტოდაბერება)
  • კანის ტექსტურის, ტონუსის, ელასტიურობის და ფერის გაუმჯობესება
  • მცირე და საშუალო ნაოჭების სიღრმის შემცირება
  • დეფექტების მოშორება და მათი ხელახალი აღდგენა
  • პრობლემური ცხიმიანი კანი, ცხიმწარმოების შემცირება
  • აკნეს და პოსტაკნეს მკურნალობა – მცირდება ფორების ზომა, პიგმენტაცია, ხელს უწყობს ანთებითი ელემენტების გაწოვას და კანის ზედაპირის გათანაბრებას

კლინიკა ”მარჯანი” გთავაზობთ პილინგის პროცედურას Holy Land cosmetics პროდუქციით, ნებისმიერი ტიპის კანისთვის. მისი შემადგენელი კომპონენტებია: ნატურალური ალფა- და ბეტა – ჰიდროქსიმჟავები, ასკორბინის მჟავა, რეტინოლი და რძის მჟავა.

პროცედურის ჩატარება აქტუალურია, როგორც ფოტო- და ქრონოდაბერების დროს ასევე აკნეს, პოსტაკნეს, როზაცეას და პიგმენტაციის დარღვევების დროს. პილინგი ხელს უწყობს კანის სტრუქტურის, ტონუსის, ელასტიურობისა და ფერის გაუმჯობესებას, მცირდება მცირე და საშუალო ნაოჭების სიღრმე.

არ გამოტოვოთ პილინგის სეზონი, სანამ ზამთარია!!!

პილინგი უნდა შეასრულოს მხოლოდ ექიმმა – დერმატკოსმეტოლოგმა!

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X