თმის დაბერება

ორგანიზმის დაბერების უამრავი თეორია არსებობს და ალბათ თვითოეულ მათგანს აქვს არსებობის უფლება. ამასთან, კანი და მისი დანამატები ის უნიკალური ორგანოა, რომელთაც ემატება პერსონალური თეორია – ფოტოდაბერება. თმის დაბერებისას, პირველ რიგში ვგულისხმობთ თმის ფოლიკულს და შემდეგ უკვე თმის ღერს. ფოლიკულის დაბერება უკავშირდება სისხლის მიმოქცევის დარღვევას,  მელანოციტების ფუნქციის დაქვეითებას და თმის წარმოების შემცირებას (ალოპეცია), ხოლო თმის ღერის დაბერება კი გარემო პირობების ზემოქმედებას და ფოტოდაბერებას.

თმის დაბერება ბუნებრივი პროცესია, ასაკის მატებასთან ერთად ვლინდება თმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები – თმა ხდება თხელი, სუსტი, ნაცრისფერი და კარგავს ბზინვარებას. ეს გამოწვეულია მრავალი ფაქტორით: საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ენდოკრინული, ფსიქოლოგიური დარღვევები, მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები, გარემო პირობები, ცხოვრების წესი, გენეტიკა, სტრესი და სხვა.

არსებობს თმის დაბერების 5 ძირითადი ნიშანი:

  1. თმის პროგრესული შეთხელება – ცვენა, გამოწვეული სისხლის მიმოქცევის დარღვევით
  2. თმის ღერის გათხელება და მსხვრევადობა, გამოწვეული ფოლიკულების რაოდენობისა და ხარისხის შემცირებით
  3. სიმშრალე და დეჰიდრატაცია, გამოწვეული ბუნებრივი დატენიანების დაკარგვით
  4. შეფერილობის დაკარგვა, გამოწვეული მელანინის წარმოების შემცირებით
  5. დაზიანება გარე ფაქტორების ზემოქმედებით, მზე, ქარი, ქიმიური ნივთიერებები და სხვ.

თმის ანტიდაბერების თერაპია

კანისა და თმის დაბერება შეუქცევადი პროცესია და მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. ანტიდაბერების თერაპია გულისხმობს პაციენტის სრულყოფილ გამოკვლევას, ხოლო მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური და კომპლექსური, ინოვაციური მეთოდების, უახლესი ტექნოლოგიებისა და პრეპარატების გამოყენებით.

ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური, ლოგიკური და მარტივი მეთოდი, თმის ცვენის მკურნალობისა და თმის ხარისხის გაუმჯობესებისთვის,  არის  მეზოთერაპია. თავის თმიან არეში სამკურნალო მეზოპრეპარატების შეყვანისას, თითოეული ინექცია კანში ახდენს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, რითაც სტიმულირდება მიკროცირკულაცია და აქტიურდება აღდგენითი პროცესები, ძლიერდება თმის ბოლქვის კვება, რაც ასტიმულირებს თმის ზრდას. მეზოთერაპიული პროცედურის შედეგად, კანში შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებენ სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და კანის უჯრედების რეგენერაციაზე.

პროცედურის შედეგი დამოკიდებულია, როგორც მეზოკოქტეილების ხარისხსა და შემადგენლობაზე, ასევე კურსის პერიოდულობასა და ხანგრძლივობაზე. მეზოთერაპიული პროცედურების რაოდენობა და კურსის პერიოდულობა ინდივიდუალურია – დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაზე და ხარისხზე და განისაზღვრება პაციენტის პრობლემების შესაბამისად.

თმის ანტიდაბერების თერაპია გულისხმობს ასევე,  ფიზიოპროცედურებს, თავის თმიანი ნაწილის მასაჟს, სწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებათა გამოყენებას, სწორ და ჯანსაღ კვებას და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოთერაპიის ჩართულობას.

მარჯანის” ექიმები  პროცედურებში იყენებენ, როგორც უშუალოდ ექიმის მიერ შედგენილ კოქტეილებს, კონკრეტული დაავადებისა თუ პრობლემისათვის საჭირო კომპონენტებით, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეზოთერაპიული ფირმების მიერ წარმოებულ მეზოპრეპარატებსა და მზა კოქტეილებს.

მეზოთერაპიული პროცედურა უნდა შეასრულოს მხოლოდ მაღალკვალიფიციურმა ექიმმა, რომელსაც გააჩნია მეზოთერაპევტის სერთიფიკატი!

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian
X