პაციენტების სრულყოფილი და კომფორტული მომსახურების მიზნით კლინიკა “მარჯანში” სერვისები საგრძნობლად გაფართოვდა, გაჩნდა უამრავი სიახლე, რაც საშუალებას გვაძლევს გარდა სრული დერმატოლოგიური მომსახურებისა, ადგილზე – კლინიკიდან გაუსვლელად, შემოგთავაზოთ საჭირო გამოკვლევები, სამკურნალო და ესთეტიკური პროცედურები, ქირურგიული მომსახურება და იმ ექიმთა კონსულტაცია რასაც კონკრეტული დაავადება ითხოვს.
კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის, კონსულტაციის, კვლევისა და დიაგნოსტიკის შედეგად განსაზღვრავენ დაავადების ხასიათს, მიზეზსა და სტადიას და შემოგთავაზებენ მკურნალობის ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციებს – სამკურნალო და/ან ესთეტიკურ პროცედურებს.
საჭიროების შემთხვევაში კლინიკა „მარჯანი“ უზრუნველყოფს ასევე იმ პროფილის ექიმთა კონსულტაციას, კვლევას და რეკომენდაციებს, რასაც კონკრეტული დაავადება ითხოვს.
ჩვენ ვზრუნავთ თქვენ ჯანმრთელობაზე!