ფოლიკულიტი (folliculitis) არის თმის ფოლიკულის არხის ზედა ნაწილის ანთება, რომელიც უმეტესწილად გამოწვეულია ინფექციური აგენტებით.
რა სიმპტომები ახასიათებს ფოლიკულიტს ?
თუ ანთება ვრცელდება ღრმად ფოლიკულის არხში, დაავადებას უწოდებენ სიკოზს.
მრავლობითი ფოლიკულიტები ხშირად აღენიშნებათ მამაკაცებს, უპირატესად კანის იმ უბნებში, რომელიც განიცდის ზეწოლას და გახეხვას, მაგალითად ტანსაცმლით, სახვევით, ხშირია თავის თმიან ნაწილსა და წვერის მიდამოში. ლოკალიზაცია შეიძლება იყოს სხეულის ნებისმიერ უბანზე, ხელის და ფეხის გულების გარდა.
როგორია ფოლიკულიტების კლასიფიკაცია ?
რა იწვევს ფოლიკულიტებს ?
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ფოლიკულიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობით.
დიაგნოსტიკური კვლევები – დერმატოსკოპია და მიკროსკოპული კვლევა. დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და პროცედურები.
გაითვალისწინეთ, რომ
დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.
ფოლიკულიტის პირველადი პროფილაქტიკა მდგომარეობს კანისა და თმის სწორ მოვლაში, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების განვითარება.