კანის ახალწარმონაქმნები

ყოველ ადამიანს კანზე აქვს ახალწარმონაქმნების გარკვეული რაოდენობა, ზოგი მათგანი თანდაყოლილია, მაგალითად, ხალები (პიგმენტური ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსები) და ლაქები, ზოგი კი შეძენილი.

ახალწარმონაქმნების კანზე გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით, კერატინიზაციის დარღვევით (ფიბრომები, კერატომები), ნივთიერაბათა ცვლის დარღვევით (ქსანთომები, ქსანთელაზმები), ადამიანის პაპილომა ვირუსით (პაპილომები, მახვილწვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები ხელის და ფეხის გულებზე) და სხვა.

კანის ახალწარმონაქმნების სამი ძირითადი სახეობა არსებობს: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (კიბოში გადაზრდის საშიშროება) და ავთვისებიანი.

კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:

  • ფიბრომა – კანზე ამობურცული ერთეულოვანი წარმოანაქმნები, მოწითალო-მოყავისფრო ფერის, რომელიც სიმსივნეს მოგვაგონებს
  • ჰემანგიომა – თანდაყოლილი ან შეძენილი სისლძარღვოვანი სიმსივნე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უფრო ხშირია ბავშვებში და მოხუცებში
  • ლიმფანგიომა – თანდაყოლილი სიმსივნე, რომელიც ერთმანეთთან შეზრდილი ლიმფური სისხლძარღვებისგან შედგება. სიმსივნე შეიძლება ნებისმიერი ზომის იყოს და მისი ძირითადი თავისებურებაა – დაზიანებული ქსოვილების ჰიპერტროფია

პრესიმსივნური – კიბოში გადაზრდის საშიშროებით:

  • კანის რქა – წარმოადგენს კონუსისებურ წარმონაქმნს მკრივი ჰიპერკერატოზული ზედაპირით და რბილი ფუძით. როგორც წესი ლოკალიზებულია სახეზე, ქუთუთოებზე, ყურის ნიჟარებსა და თავის თმიან არეში, იშვიათად გვხვდება ტანზე და კიდურებზე
  • კერატოაკანტომა – თმის ფოლიკულების კეთილთვისებიანი სწრაფად განვითარებადი ეპიდერმული სიმსივნე. ლოკალიზდება სხეულის ღია ნაწილებზე, ხშირად გარე ზედაპირებზე. ავადდებიან ასაკოვანი პირები, როგორც წესი, დაავადება არ გვხვდება 20 წლამდე
  • აქტინური კერატოზი (მოხუცთა კერატოზი) – ხასიათდება კანის დისტროფიული ცვლილებებით, წარმოადგენს კანის კეროვან გარქოვანებას. ვითარდება კანის ღია ნაწილებზე – სახეზე, თავის თმიან არეში, ხელებზე, სადაც წარმოიქმნება მოყვითალო-მოყავისფრო ამოზნექილი ბრტყელი ჰიპერკერატოზული კერები. ქერცლის მოცილების შემდეგ ჩნდება მკვეთრად წითელი სველი ზედაპირი, ზოგჯერ სისხლმდენი. დაავადება გრძელდება დიდხანს, ზოგჯერ რამოდენიმე წელიწადი. ეროზიების, ანთების და სისხლდენის განვითარება შეიძლება იყოს გაავთვისებიანების მომასწავებელი
  • პიგმენტური ქსეროდერმა – თანდაყოლილი ქრონიკული კანის დისტროფია მზის სხივებისადმი მკაფიოდ გამოხატული ჰიპერმგრძნობელობით. ვლინდება უკვე ადრეულ ბავშთა ასაკში (როგორც წესი ორი წლის ასაკში). ღია ადგილებზე (სახე, ხელები, კისერი) ვითარდება შეშუპება, ერითემა, კანი მშრალი და აქერცლილია, აღინიშნება ტელეანგიოექტაზიები, ატროფიის უბნები და ჰიპერკერატოზი. ზოგ შემთხვევაში ატროფიის ფონზე ვითარდება მეჭეჭისებრი წანაზარდები. პროგნოზი არასაიმედოა. დაახლოებით 6-10 წლის ასაკში ქრონიკული სოლარული დერმატიტის ფონზე ვითარდება ავთვისებიანი სიმსივნეები – ბაზალურუჯრედოვანი ან ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა

ახალწარმონაქმნების ყველა ეს სახეობა მოითხოვს პერიოდულ დიაგნოსტირებას და საფუძვლიან მონიტორინგს, რათა არ გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში.

ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:

  • მელანომა – ერთ ერთი ყველაზე ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სწრაფად ანვითარებს მეტასტაზებს ლიმფოგენური და ჰემატოგენური გზით. მელანომა ვითარდება ნორმალური კანის ეპიდერმული მელანოციტებიდან და პიგმენტური ნევუსებიდან
  • კანის ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა (BCC) – ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. სიმსივნე ვითარდება სადა კანის ეპიდრმისის ბაზალური შრის უჯრედებიდან, ან კანის დანამატების ამომფენი ეპითელიალური უჯრედებიდან და ხასიათდება ადგილობრივი ნელი დესტრუქციული ზრდით
  • კანის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა (squamous cell carcinoma) – კანისა და ლორწოვანი გარსის ავთვისებიანი ინვაზიური ეპითელიალური სიმსივნეა, რომელიც ვითარდება ეპიდერმისის წვეტიან უჯრედთა შრიდან. ის შეიძლება შეგვხვდეს კანის ნებისმიერ უბანზე, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება ღია ადგილებზე, ქვედა ტუჩზე, გენიტალურ და პერიანალურ უბანში. ბოლო წლებში დადგენილია ადამიანის პაპილომა ვირუსების გარკვეული როლი ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარებაში

Melanoma

Melanoma is one of the most malignant tumors, which rapidly metastasizes through lymphatic and hematogenous pathways. Melanoma develops from normal skin epidermal melanocytes and pigmented nevi.

Basal Cell Carcinoma (BCC)

Basal cell carcinoma of the skin is the most common malignant disease. The tumor develops from the basal cell layer of the epidermis or from the epithelial cells lining the skin appendages and is characterized by slow, locally destructive growth.

Squamous Cell Carcinoma

Squamous cell carcinoma of the skin and mucous membranes is a malignant invasive epithelial tumor that develops from the prickle cell layer of the epidermis. It can occur on any part of the skin but is more commonly found on exposed areas, the lower lip, genital, and perianal regions. In recent years, a certain role of human papillomaviruses in the development of squamous cell carcinoma has been established.

  • კაპოშის სარკომა – ავთვისებიანი დაავადება, რომელიც ვითარდება სისხლძარღვების შიდა გარსის უჯრედებისგან. ზუსტი მიზეზი უცნობია, შესაძლოა დაავადება დაკავშირებული იყოს ონკოგენურ ვირუსთან. დაავადება იწყება იისფერი პაპულის გაჩენით, როგორც წესი, ქვედა კიდურებზე. ის საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს და მრავლობითი ხდება. ასეთი კერები იწყებს გამუქებას და შესქელებას. ხშირად ისინი წყლულდება
  • პედჯეტის დაავადება – სარძევე ჯირკვლის დვრილზე მცირე ზომის სველი წარმონაქმნები, დიდი რაოდენობის სეროზული გამონადენით. დროთა განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვლის დვრილის ჩაძირვა და გამკვრივებული ფიბროზული ამობურცულობის წარმოქმნა

თანამედროვე მედიცინაში ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკისთვის დერმატოსკოპიულ კვლევას იყენებენ, რომელიც სპეციალური მოწყობილობა – ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით ტარდება.

მსოფლიოში კანის კიბოს სკრინინგს ფართო მხარდაჭერა აქვს. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინსოლაცია და კანის სიმსივნეების განვითარების რისკი. საქართველო სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

ხალი, ანუ ნევუსი, ყველას აქვს სხეულზე. მიჩნეულია, რომ მათი ძირითადი ნაწილი 25 წლამდე ჩნდება, თუმცა შესაძლებელია მათი მოგვიანებით გაჩენაც. მაგალითად, ორსულობის დროს, ზოგჯერ პირიქით – ხალები დროთა განმავლობაში ქრებიან. ნევუსი შეიძლება იყოს ყვითელი, ყავისფერი, შავი. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და საშიშიც არაფერია.

რაც შეეხება კანის ავთვისებიან სიმსივნეებს, მაგალითად, მელანომას, რომელიც კანის მეტად აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნედ ითვლება, ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის! ხალის ადგილზე ვითარდება, ანუ განიცდის ცვლილებას: არათანბრად იზრდება, იცვლის ფერს, იმატებს პიგმენტაცია, ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით იფარება ან შეფერილობა არათანაბარი ხდება.  ასეთ გადაგვარებას ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს და დარწმუნებულია, რომ მათ სხეულზე წინანდელი უწყინარი ლაქაა.

სწორედ ასეთი გაუგებარი ახალწარმონაქმნები ითხოვენ დაჟინებულ ყურადღებას – დერმატოლოგის კონსულტაციას და საფუძვლიან კვლევას.

მთავარი იარაღი ასეთი პრობლემების წინააღმდეგ – კანის რეგულარული დათვალიერება და დიაგნოსტიკაა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. დროული გამოკვლევა, სკრინინგი – კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა.

თქვენი ან ექიმი დერმატოლოგის მცირედი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა – კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი სხეულის ნებისმიერ უბანზე – თავის თმიანი არე, ფრჩხილის ფირფიტა, გენიტალური მიდამო.

დერმატოსკოპიის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხი, ვურჩიოთ პაციენტს მათი მოშორების მეთოდი ან შევთავაზოთ მონიტორინგის რეჟიმი.

მაშინაც კი, როცა ახალწარმონაქმნი კეთილთვისებიანია, მაგრამ მუდმივად ხახუნს, წნევას, ტრავმას განიცდიან სამედიცინო თვალსაზრისით, უნდა ამოიკვეთოს. მაგალითად, საზარდულის მიდამოში და იღლიის, მკერდის ქვეშ, წელზე, მამაკაცებში – სახეზე საპარსავ ადგილზე. ხშირად პაციენტს ხალის მოცილება ესთეტიკური მიზნით სურს, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება დერმატოლოგმა უნდა მიიღოს კონსულტაციისა და დერმატოსკოპიული კვლევის შემდეგ, რათა განისზღვროს ახალწარმონაქმნის საზღვრები და სიღრმე და შეარჩიოს მოშორების ოპტიმალური მეთოდი.

ასეთი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანის სიმსივნური წარმონაქმნები წლიდან წლამდე იზრდება.

თუ ხალს, რომელიც მელანომაში გადაიზარდა, ადამიანი ადრეულ სტადიაზე ამოიკვეთს, სრულად გამოჯანმრთელების ალბათობა 95%–ია, ხოლო თუ დროს ხელიდან გაუშვებთ – მხოლოდ 20%.

მობრძანდით სამედიცინო ცენტრ მარჯანში და ჩაიტარეთ დერმატოსკოპიული კვლევა, გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებას ამარცხებს !

ექიმის რეკომენდაციის მიხედვით კლინიკა მარჯანში შესაძლებელია ჩატარდეს ახალწარმონაქმნების ელ. ქირურგია ან ქირურგიული კვეთა  და ასევე ამოკვეთილი მასალის ჰისტოლოგიური კვლევა. ქირურგიულ ოპერაციბს ანხორციელებს კლინიკა მარჯანის ონკოქირურგი.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian