ბავშვთა ფსიქოთერაპია წარმოადგენს პროფესიულ ჩარევას ბავშვებში, ფსიქოლოგიური სირთულეების მოსაგვარებლად, ემოციური სფეროს და ქცევის აღსადგენად. ფსიქოლოგიური დარღვევები აღენიშნება ყოველ მე-5 ან მე-7 ბავშვს. ბავშვთა ფსიქოთერაპიის დროს ხდება ბავშვის და მოზარდის ფსიქოლოგიური დახმარება, სხვადასხვა სირთულის მოგვარება, რომელიც აწუხებს ბავშვს ან მშობელს. ფსიქოთერაპია ხშირად ინიცირებულია მშობლისგან. მშობლის მოთხოვნა შესაძლოა განსხვავდებოდეს ბავშვის რეალური საჭიროებისგან.
რა სხვაობაა ზრდასრულთა და ბავშვთა ფსიქოთერაპიას შორის?
ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მოახდინოს საკუთარი განცდების, შეგრძნებების, ემოციების ვერბალიზება. მათთან თერაპია ძირითადად ხდება საუბრით.
ბავშვთან თერაპიის დროს გამოიყენება თამაში, ხატვა,ძერწვა, მუსიკათერაპია და სხვა, რომლის დროსაც ბავშვი მეტაფორულად გადმოსცემს საკუთარ აზრებს, შეგრძნებებს, განდევნილ მოვლენებს და შინაგან კონფლიქტებს.
როდის მივმართოთ ბავშვთა ფსიქოთერაპევტს?
ზოგჯერ რთულია იმის განსაზღვრა, ბავშვის ქცევა შეესაბამება ასაკობრივი ნორმის თავისებურებას თუ საჭიროებს სპეციალისტის დახმარებას. ასეთ დროს უმჯობესია, მშობლის მხრიდან ყურადღების გამახვილება ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა: მომატებულია აგრესია, მუდმივი მარტოობის სურვილი, ურთიერთობის სირთულეები, ძილის დარღვევა, მადის ცვლილება, უსაფუძვლო შიში, შფოთვა და სხვა.
მნიშვნელოვანია ასევე, ბავშვთა ფსიქოთერაპევტის ჩართვა მოხდეს მაშინ, როდესაც საჭიროა ქცევის თავისებურებების განსაზღვრა, ქცევითი რეაქციების აღდგენა, ემოციური მდგომარეობის დაბალანსება.
ფსიქოთერაპევტის დახმარება, შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგი მდგომარეობების დროს: