მეზოთერაპიის კურსი

კლინიკა „მარჯანის“ ბაზაზე 2012 წელს ”საქართველოს მეზოთერაპიის ასოციაციის” ინიციატივით და Dr.Philippe Petit თანხმობით, შეიქმნა მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსები, რომელიც გასცემს ქართულ-ფრანგულ სერთიფიკატს.

მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსები გათვალისწინებულია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე ექიმებისთვის (დერმატოლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, სტომატოლოგი, რევმატოლოგი და სხვა) და ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ ლექცია – სემინარებს. პრაქტიკული უნარჩვევების (მეზოთერაპიული ტექნიკა) დაუფლებისთვის საჭირო მეზოპრეპარატებით და სახარჯი მასალით უზრუნველყოფს კლინიკა „მარჯანი“.

კურსი ტარდება ინდივიდუალურად და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას;

კურსებზე მიიღებიან მხოლოდ სამედიცინო განათლების მქონე პირები – პრაქტიკოსი ექიმები;

კურსს ხელმძღვანელობს ცენტრის მთავარი ექიმი, პროფ. ნატა კილაძე;

სასწავლო პროცესის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს უძღვებიან კლინიკა მარჯანის ექიმები;

პრაქტიკული მეცადინეობა მიმდინარეობს კლინიკა ”მარჯანის” ბაზაზე;

კურსის საფასური – 500 ევროს ექვივალენტი ლარებში;

კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კურსანტის მიერ  შერჩეულ გრაფიკზე (საშუალოდ ერთი თვე);

კურსის დასრულებისას გაიცემა ქართულ-ფრანგული სერტიფიკატი „მეზოთერაპიის შემსწავლელი კურსი“ Doctor Ph.PETIT –ის ხელის მოწერით.

მეზოთერაპიის სასწავლო კურსის თეორიული ნაწილი გულისხმობს მეზოთერაპიის არსის, მისი გამოყენების სფეროსა და ძირითადი პრინციპების შესწავლას.

  1. მეზოთერაპიის საფუძვლები და მისი განვითარების ისტორია
  2. კანის ანატომია და ფიზიოლოგია, უჯრედშორისი მატრიქსის როლი, კანის ინერვაცია და სისხლმომარაგება
  3. კანში ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებები (ნახშირწყლების, ლიპიდების ცილის, და სხვათა ცვლა კანში). ნივთიერებათა ცვლის შეცვლა სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემების დროს
  4. ცილები კოლაგენი და ელასტინი გლიკოზამინოგლიკანები
  5. კანის დაბერება: ქრონო- და ფოტოდაბერება, მსგავსება და განსხვავება
  6. ანტიდაბერება მეზოთერაპიაში
  7. ესთეტიკური და სამკურნალო მეზოთერაპია. მოქმედების მექანიზმების თეორია
  8. მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის პროცედურების ჩატარების დროს შესაძლო გვერდითი ეფექტები და გართულებები. პროცედურების ჩატარების უსაფრთხოების საკითხები
  9. პაციენტის მომზადება, პაციენტის სამედიცინო ბარათი, პაციენტის თანხმობა, პროცედურის შემდგომი რეკომენდაციები
  10. მეზოპრეპარატების ფარმაკოლოგია და კლასიფიკაცია
  11. სახის და ტანის მეზოპრეპარატები, კოქტეილების შედგენის წესები, ინდივიდუალური მეზოთერაპიული კურსის შედგენის პრინციპები
  12. პროცედურის პროტოკოლი და პროცედურისთვის მომზადება
  13. მეზოთერაპიული ზონებისა და უბნების ცნება: „სახის ოვალი – ყელი – დეკოლტე“, „თავის თმიანი ნაწილი“, „მუცელი-წელი“, „ბარძაყი-დუნდულები“
  14. მეზოთერაპიაში გამოყენებული მანუალური ტექნიკები. ზედაპირული, საშუალო და ღრმა ნაპაჟი, პაპულური ტექნიკა. ზედაპირული, საშუალო და ღრმა პაპულები. არჩევანის თავისებურებები
  15. პრეპარატის შეყვანის სხვადასხვა ტექნიკების კომბინირება. სახეზე და სხეულზე მუშაობის სქემები. მეზოპრეპარატის შეყვანისას რაოდენობისა და სიღრმის განსაზღვრა
  16. სახის ესთეტიკური პრობლემების მეზოთერაპია. პროცედურის პროტოკოლი. სხვადასხვა ზონებზე პროცედურის ჩატარების თავისებურებები
  17. ბიორევიტალიზაცია – განმარტება, ჩვენება და უკუჩვენება. ჰიალურონის მჟავა – დაბერება, ბიოლოგიური ფუნქციები, მეტაბოლიზმი
  18. ბიორევიტალიზაციის ტექნიკა და პროცედურის თავისებურებები. ბიორევიტალიზაციის პრეპარატების კლასიფიკაცია შემადგენლობისა და მოქმედების ხანგრძლიობის მიხედვით
  19. ბიორევიტალიზაციის სქემის შედგენა პაციენტის ასაკის მიხედვით. ბიორევიტალიზაციისა და სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების კომბინირება – სხვადასხვა მეთოდების კომბინირების პრინციპები
  20. ნაწიბურების და სტრიების მეზოთერაპია
  21. მეზოთერაპიული მკურნალობა ტრიქოლოგიაში. ალოპეცია – კლინიკური კლასიფიკაცია. ალოპეციის მკურნალობის მეთოდები. თანამედროვე მონო მეზოპრეპარატებისა და კოქტეილების მიმოხილვა
  22. პრაქტიკული სამუშაოები: ყველა ტექნიკის და მეთოდიკის შესრულება ყველა განხილული პრობლემის გარშემო – მოდელებზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაკვიკავშირდით შემდეგ მისამართზე

საქართველო, თბილისი, ატენის ქ. 3,

ტელ: +995 32 224 10 99

Postings Listed

New Vacancies

test

jgpiosjbspdndsbn sdbihb0p sppbiids bdsoibhs

Read More
სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian