პროფესიული კოსმეტიკა

დაცარიელდა სახის კრემის მორიგი ქილა და ისევ აღმოვჩნდით არჩევანის წინაშე – რა შევიძინოთ ამჯერად?! ეს პრობლემა ათასობით ქალს უჩნდება, განურჩევლად მათი მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა. ზოგიერთს შერჩეული აქვს კონკრეტული ბრენდი და არ ღალატობს მას; დანარჩენები კი მუდმივ ძიებაში არიან და ცდილობენ შეაგროვონ ამომწურავი ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქციის შესახებ, რომლის უპირველესი წყარო რეკლამაა. ინფორმაციის მეორე წყარო მეგობრები, მეზობლები და ახლობლები არიან, რომლებიც კმაყოფილნი არიან ამა თუ იმ კოსმეტიკური ბრენდით. მაგრამ, კანის ტიპის დამოუკიდებლად დადგენა არც თუ ისე ადვილია, რადგან თავისთავად ხარისხიანი და კარგი კრემი ყველასთვის არ შეიძლება იყოს ეფექტური. ინფორმაციის მესამე წყარო პროფესიონალის რჩევაა. თუ რიგითი მომხმარებლის აზრი უფრო ხშირად არაარგუმენტირებულია, დერმატოკოსმეტოლოგის რჩევა დასბუთებული და ობიექტურია.

სპეციალისტი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს და ურჩევს პაციენტს იმ კოსმეტიკური საშუალებების კრებულს, რომელიც უშუალოდ მის კანს მოუხდება. თუ გავითვალისწინებთ პრაქტიკოსი დერმატოკოსმეტოლოგის გამოცდილებას, პაციენტი, რომელიც კარგი ხარისხის და სწორად შერჩეული კოსმეტიკური საშუალებით სარგებლობს, საგრძნობლად იუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ინარჩუნებს და იხანგრძლივებს ახალგაზრდულ იერს და პირიქით – კოსმეტიკური საშუალებების არასწორი გამოყენების შედეგად სავალალო მდგომარეობამდე მიდის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორია კანის დამატენიანებელი საშუალებები. კანი სითხის უმნიშვნელოვანესი რეზერვუარია. იგი შეიცავს ორგანიზმში არსებული წყლის საერთო რაოდენობის 15-18%-ს. გაუწყლოებული კანი პრაქტიკულად არ იყენებს სითხეს ორგანიზმის სხვა რეზერვუარიდან. მთელი რიგი კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ გარქოვანებულ ეპითელში (რქოვანა შრეში) კანის ელასტიურობის შენარჩუნებისათვის წყლის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხიმების.

დამატენიანებელი საშუალებების შემცველობა და მოქმედების მექანიზმი საკმაოდ რთულია, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც კოსმეტიკურ, ისე სამკურნალო პრეპარატებს, რომელთაც ორი ათეული წლის წინ კოსმეცევტიკური საშუალებები ეწოდათ. ამის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალ აქტიურ ინგრედიენტებს სამკურნალო ეფექტი გააჩნიათ. დამატენიანებელი საცხები ძირითადად მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებს შეიცავენ: ვიტამინები, ჰიდროქლორირებული ორგანული მჟავები, რეტინოიდები, კოლაგენი, ელასტინი, რიბონუკლეინის მჟავა, ცერამიდები და ა.შ. კერძოდ, რეტინოიდებს, ალფა და ბეტა ჰიდროქსილმჟავებსა და მათ მარილებს შესწევთ უნარი, შეამცირონ ან აღმოფხვრან კანის სიმშრალე.

ამ ჯგუფის პრეპარატები ხელს უწყობენ მკვდარი ეპითელიუმის აქერცვლას; მათ ფართოდ იყენებენ ჰიპერკერატოზის დროს; ისინი ჰიდროსკოპულები არიან, ზრდიან კანის პლასტიკურობას და ელასტიკურობას. რაც შეეხება ვიტამინებს, მათი სამკურნალო მოქმედება კანზე ცნობილია, ისინი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავენ.

კოსმეცევტიკა – ახალი თაობის კოსმეტიკაა, რომელიც მოწოდებულია რათა გადაჭრას კანის სერიოზული პრობლემები; არც ისეთი ღრმა, რომლებიც საჭიროებენ სამკურნალო პრეპარატებს, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი, რომლის დროსაც კანის მოვლისა და ჰიგიენის ჩვეულებრივი საშუალებები უძლურია, ანუ საუბარია აქტიურ სამკურნალო კოსმეტიკაზე.

და მაინც, რას გულისხმობენ ასეთ პრეპარატებში? ეს პრეპარატები შეიცავენ: მჟავებს პილინგებისთვის; ვიტამინ E-ს, ანტიოქსიდანტს, თავისუფალი რადიკალების „ხაფანგს“, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას; ჰიალურონის მჟავას, დამატენიანებელ კომპონენტს; ცერამიდებს, კომპონენტებს, რომლებიც ბარიერის როლს ასრულებენ კანის რქოვანა შრეში და ხელს უწყობენ კანის რეგენერაციას; მზისგან დამცავ ფაქტორებს (SPF), ულტრაიისფერ ფილტრებს, რომლებიც იცავენ კანს დამწვრობისგან.

კოსმეცევტიკური საშუალებები ძირითადად გამოიყენება ანტიდაბერებისთვის, აკნესა და კუპეროზის სამკურნალოდ, რადგან ისინი ხელს უწყობენ კანის აღდგენით პროცესებს და დადებითად მოქმედებენ ფიზიოლოგიურ პროცესებზე. კოსმეცევტიკური საშუალებები დაფუძნებულია მაღალაქტიურ, სამკურნალო ნივთიერებებზე, მაგალითად, პლაცენტარული ექსტრაქტები, ემბრიონალური უჯრედები, ფიტოესტროგენები და სხვა, და რაც მთავარია მათი რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივ კოსმეტიკაში არსებულს.

თუ სამკურნალო კოსმეტიკას მიზანმიმართულად არ გამოვიყენებთ შეიძლება მთელი რიგი უსიამოვნებებიც კი  გამოვიწვიოთ – მაგ., ალერგიული რეაქცია; რადგან ისინი შეიცავენ მაღალი კონცენტრაციის აქტიურ ნივთიერებებს. ეს რომ არ დაგვემართოს, უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:

  • არ შეიძლება ერთროულად სხვადასხვა მიმართულების პრობლემა გადავჭრათ. ვთქვათ, ნაოჭები და კუპეროზი (კაპილარული ქსელი). ჯერ სამკურნალო კოსმეტიკით უნდა „მოვარჯულოთ“ კუპეროზი და შემდეგ შევიძინოთ გამაახალგაზრდავებელი პრეპარატები
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მაღალაქტიური კოსმეტიკის მუდმივად გამოყენება არ არის რეკომედებული. ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა ჩატარდეს რამოდენიმე კურსი და შემდეგ მოვლის უფრო მსუბუქ საშუალებებზე უნდა გადავიდეთ
  • ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ფაქტორის გასათვალისწინებლად  მაინც აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია

კლინიკა ”მარჯანის” ექიმები მუშაობენ Holy Land Cosmetics კომპანიის პროფესიონალური კოსმეტიკით, რომელიც სახისა და სხეულის კანის მოვლისა და მკურნალობის მრავალფეროვან პროდუქციას გვთავაზობს, რომელიც გვეხმარება კანის სხვადასხვა ტიპის მოვლასა და პრობლემის მოგვარებაში. ამ პროდუქციის ხაზები მოიცავს, როგორც კლინიკაში ჩასატარებელ პროტოკოლებს, ასევე სერიებს სახლში გამოყენებისთვის.

Holy Land პორტფოლიო

SKIN RENEWAL – კანის განახლება

პროდუქციის ხაზი – ALPHA-BETA WITH RETINOL მოიცავს ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავებისა და რეტინოლის აქტიურ კომბინაციას. ხაზი მოქმედებს კანის რეგენერაციასა და რეაბილიტაციაზე. პროდუქტები შესამჩნევად აუმჯობესებენ კანის რეგენერაციას, ამცირებენ ნაოჭების სიღრმეს, აუმჯობესებენ ტექსტურას და ელასტიურობას და ზრდიან კანის ტენიანობას.

ANTI AGING – ანტიდაბერება

C THE SUCCESS პროდუქტების ხაზი ზემოქმედებს ფიზიოლოგიური ფაქტორებით განპირობებულ კანის ასაკობრივ პროცესებზე. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია ვიტამინი C-ს მაღალ კონცენტრაციაზე, რაც მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი; ზრდის კანში კოლაგენის წარმოებას და ხელს უწყობს შეფერილობის ნორმალიზებას. ხაზი განკუთვნილია ფართო მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით ასაკობრივი ცვლილებების საწყის ეტაპზე.

RENEW FORMULA პროდუქტების ხაზი არეგულირებს კანის დაბერების პროცესს, რომელიც განპირობებულია კანის დაზიანებითა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებით. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია ალფა ლიპიდური მჟავის და A, E და F ვიტამინების მაღალ კონცენტრაციაზე. ამცირებს ნაოჭებს და ზრდის კანის დატენიანების ხარისხს. ხაზი განკუთვნილია ფართო მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით დაბერების პირველი ნიშნების დროს.

VITALISE ღამის დამატენიანებელი კრემი ჰიალურონის მჟავით და ვიტამინებით, ასტიმულირებს კანის ბუნებრივ პროცესებს და აღადგენს ელასტიურობას, უზრუნველყოფს და ინარჩუნებს ხანგრძლივ დატენიანებას, რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის.
BIO REPAIR პროდუქტების ხაზი გამოიყენება კანზე, რომელიც დაზიანებულია გარემოს მავნე ზემოქმედებით. პროდუქტების ეს სერია დაფუძნებულია კოლაგენზე, ელასტინსა და უნიკალურ აღმდგენ კომპლექსზე, რომელიც აფერხებს კანის დაზიანებას და აღადგენს დაზიანებული კანის უჯრედებს, ასტიმულირებს და აღადგენს შინაგან კორექციას. ხაზი განკუთვნილია დაზიანებული, დაღლილი და მოდუნებული კანისთვის.

პრობლემური კანი

A-NOX-ის ხაზი აბალანსებს კანს pH და აწყნარებს პრობლემურ არეებს, ხელს უშლის გამონაყარის განვითარებას, ამცირებს ცხიმის სეკრეციას და ატენიანებს კანს ცხიმოვანი ელფერის გარეშე. ხაზი განკუთვნილია აკნე / ცხიმოვანი კანისთვის.

მშრალი კანის მკურნალობა

AGE DEFENSE CC CREAM-ს გააჩნია ბუნებრივი დაფარვის ეფექტი ხანგრძლივი დატენიანებით. ფორმულა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, რომელიც ებრძვის ნაოჭებს, იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და ზრდის კანის ელასტიურობას. ბუნებრივი შეფერილობა ახდენს კანის არათანაბარი ფერის კორექციას, ატენიანებს კანს და ანიჭებს მას ახალგაზრდა, ბრწყინვალე ელფერს.

SUPER LOTION – უნიკალური  სახის სამკურნალო ლოსიონია, რომელიც ამცირებს მილიუმებს, გააჩნია კომედოლიზური ეფექტი და აბალანსებს ცხიმოვანი ჯირკვლის აქტივობას, ატენიანებს და არბილებს კანის ტექსტურას.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian