აკნე, კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მრავალი კლინიკური ვარიანტით, რომელიც ყველა ასაკში გვხვდება.

  • ახალშობილთა აკნე – ოდნავ შესამჩნევი დახურული კომედონები ცხვირზე, შუბლსა და ლოყებზე, იშვიათია ღია კომედონები ან ანთებადი პაპულები;
  • ვულგარული აკნე  – ძირითადად გხვდება 11-18 წლის ასაკში, ჩნდება კომედონების ჭარბი რაოდენობა, პაპულები და პუსტულები;
  • კონგლობატური აკნე – მსხვილი კომედონების სიმრავლე, აბსცესები, კისტები, კვანძები და პაპულო-პუსტულოზური გამონაყარი;
  • ინვერსიული აკნე – კვანძოვან კისტოზური ელემენტები, ჰიდრადენიტი, თავის თმიანი არის ჩირქოვანი ანთება, რომელიც იწვევს ნაწიბუროვან ალოპეციას, ქრონიკული ფოლიკულიტები, უხეში ჰიპერტროფიული და კელოიდური ნაწიბურები;
  • ქალთა გვიანი აკნე – ძირითადად გხვდება 25-40 წლის ასაკში, ჩნდება კომედონები, ანთებადი მტკივნეული პაპულო-პუსტულოზური გამონაყარი. დაავადების მიზეზი, ძირითადად სასქესო ჰორმონების დისბალანსია;
  • ელვისებური აკნე – ძირითადად გხვდება ბიჭებში 13-16 წლის ასაკში, ზურგზე მტკივნეული კვანძებით და კისტებით, დაავადებას თანსდევს მაღალი სიცხე, სახსრების ტკივილი, მაღალი ლეიკოციტოზი, ანემია, პროტეინურია  და სხვა.
  • მექანიკური აკნე – კანზე მექანიკური ზემოქმედებით გაჩენილი გამონაყარი (ხახუნი, ორთოპედიული პროტეზი, ჩაფხუტი და სხვა);
  • წამლისმიერი აკნე – გამონაყარი დერმის ფოლიკულარული ეპითელიუმის ტოკსიკური დაზიანების შედეგად, რომელიც შემდგომში იწვევს პაპულებისა და პუსტულების გაჩენას;
  • კოსმეტიკური საშუალებებით გამოწვეული აკნე – წვრილი დახურული კომედონები, რაც გამოწვეულია კოსმეტიკის მუდმივი გამოყენებით.

აკნე, კანის ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულის პათოლოგიაა. დაავადების მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ცხიმის ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რაც შემდეგ ძირითად მიზეზებს უკავშირდება:

  • კანის ცხიმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილება
  • ჰორმონალური სტატუსის შეცვლა
  • ფოლიკულის არხის კერატინიზაციის დარღვევა
  • ცხიმოვანი ჯირკვლების სადინრის ინტენსიური კოლონიზაცია
  • ანთებითი რეაქციის განვითარება პერიფოლიკულურ ზონაში
  • გენეტიკური მიდრეკილება

რატომ ჩნდება აკნე ?

ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქციის შედეგად ხდება ფოლიკულის არხის – ფორების დახშობა, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის დაავადების განვითარებითვის, ხდება ანაერობული ბაქტერიის კოლონიზაცია-გამრავლება, რომელსაც არ უყვარს ჟანგბადი და ძალიან კარგად გრძნობს თავს დახშულ და ცხიმოვან გარემოში. ამას თან ერთვის მეორადად თანდართული სტრეპტო და სტაფილოკოკები. კანი ჰორმონდამოკიდებული ორგანოა, სწორედ სასქესო ჰორმონების დისბალანსი (ანდროგენების სიჭარბე), იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლის ჭარბ ფუნქციონირებას.

როგორ ვმკურნალობთ აკნეს?

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების ობიექტური მიზეზის დადგენა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ აკნეს ტიპი, ფონური დაავადებები, ჰორმონალური სტატუსი, კანის ტიპი. მნიშვნელოვანია ასევე ვიცოდეთ რა მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს ჩვენთან მოსვლამდე და როგორი იყო მისი ეფექტურობა.

  • სამკურნალო მეზოთერაპია მედიკამენტებით, ფაგოთერაპია
  • სამკურნალო და ესთეტიკური პროცედურები: ქიმიური პილინგი, სახის ღრმა წმენდა და ნიღბები მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეტიკით – Holy Land Cosmetics
  • კანის მოვლის საშუალებები – სამკურნალო და პროფესიული კოსმეტიკა.

რჩევები და რეკომენდაციები:

  • დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე ან მისი პროგრესირების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს, რადგან აკნეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა ექიმის პრეროგატივაა;
  • აკნეს თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, ხელი არ ახლოთ გამონაყარს – ფიზიკური ზემოქმედებით კანს უფრო მეტად დაიზიანებთ და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას და ნაწიბურების გაჩენის ალბათობას;
  • კანის წმენდა, ქიმიური პილინგი და ნიღბები პროფესიული კოსმეტიკის გამოყენებით – სწორად შეარჩიეთ კანის მოვლის კოსმეტოლოგიური საშუალებები;
  • სწორი და ჯანსაღი კვება;
  • ფსიქოთერაპიული დახმარება, ემოციური მხარდაჭერა;
  • ხშირ შემთხვევაში საჭიროა გინეკოლოგის ან/და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

კლინიკა ”მარჯანის” პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს აკნეს მკურნალობისათვის: პირველადი კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევა და დიაგნოსტიკა, პროცედურები მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეტიკით, სამკურნალო მეზოთერაპია მედიკამენტებით, კანის მოვლის საშუალებები.

დროულად დაწყებული მკურნალობა კი იმის საწინდარია, რომ პაციენტს ნაკლებად დასჭირდება ხანგრძლივი თერაპიული კურსის ჩატარება.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian