დერმატიტი და ეგზემა კანის ანთებითი დაავადებაა, მის გამომწვევ მიზეზებად მიიჩნევენ სხვადასხვა გარეგან და შინაგან გამაღიზიანებელ ფაქტორებს, რომლებიც კანზე აისახება და იწვევენ კანის ანთებით რეაქციას.
დერმატიტები უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია კანის კონტაქტით გარეგან, როგორც ფიზიკურ ისე ქიმიურ გამაღიზიანებელ ფაქტორებთან: დამწვრობა, მოყინვა, კლიმატური ფაქტორები, სტრესი, ქიმიური დამწვრობა, ქიმიური ნივთიერებები, კონტაქტური ალერგენები, კვებითი ალერგენები, სამკურნალო პრეპარატები, მცენარეები, ცხოველები და სხვა.
რა სიმპტომები ახასიათებს დერმატიტს და ეგზემას:
დერმატიტის სიმპტომთა გამოვლენის ინტენსივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია იმ ნივთიერებებთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე, რომელიც იწვევს კანის სტრუქტურულ ცვლილებებს. დერმატიტის სიმპტომები ასევე, შეიძლება შეიცვალოს დაავადების პროგრესირებასთან ერთად.
დერმატიტის სახეობები:
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი პაციენტის დათვალიერებით, ამოწმებს კანის, პირის ღრუს და თავის თმიანი არის მდგომარეობას, ახდენს დაავადებული კერების შესწავლას. დაავადების დადასტურების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და გაიცემა რეკომენდაციები.
პრევენცია და რეკომენდაციები:
კანის მოვლის ყველა პროდუქტს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დამარბილებელ საშუალებებს – კოსმეტიკას მსუბუქი ტექსტურით, რომელიც არბილებს, კვებავს და იცავს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ქავილს, ამშვიდებს და ხელს უწყობს ეპიდერმისის აღდგენის დაჩქარებას.
გაითვალისწინეთ, რომ
დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი – პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.
დაავადების ადეკვატური მკურნალობით უმჯობესდება თქვენი ცხოვრების ხარისხი. ძალზედ მნიშვნელოვანია კვებითი რეჟიმის დაცვა რათა დაავადება არ გამწვავდეს.
დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.