კანის პარაზიტები მცირე, მიკროსკოპული ორგანიზმებია, რომლებიც იჭრება კანში, იწვევს ქავილს და სხვა არასასიამოვნო სიმპტომებს. ინფიცირების ნიშნები, როგორც წესი, ჩანს კანის ზედაპირზე, როგორც წითელი ხაზები ან წამოწეული მუწუკები. პარაზიტებით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის და რასის კანი.
კანის პარაზიტული და სოკოვანი დაავადებები გამოწვეულია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმით, რომელიც ბინადრობს სხვა ორგანიზმზე, მის ხარჯზე საზრდოობს და აზიანებს ადამიანის კანს.
კანის პარაზიტული დაავადების ტიპები, გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები:
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დაავადების დიაგნოსტირებას ახდენს ექიმი დერმატოლოგი პაციენტის დათვალიერებით, ამოწმებს კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას, ახდენს დაავადებული კერების შესწავლას. ხშირ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ლაბორატორიულ კვლევა ან გარკვეული სახის დიაგნოსტიკა, რადგან დაავადების განსაზღვრა ექიმს შეუძლია, მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ.
ლაბორატორიულ კვლევებს ატარებს ექიმი ლაბორანტი და დაავადების დადასტურების შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და გაიცემა რეკომენდაციები.
გაითვალისწინეთ, რომ
დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს.
დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.