როზაცეას და აკნეს მსგავსი კლინიკური გამოვლინებები აქვთ. თუმცა შესაძლებელია ორივე დაავადება ერთდროულად განვითარდეს. ხშირად როზაცეა თან სდევს აკნეს, მაგრამ აკნესგან განსხვავებით იგი არ აზიანებს ფოლიკულურ აპარატს და არ ხასიათდება სებორეით.
როზაცეა  ძირითადად გავრცელებულია თეთრკანიანებში,  ჩვეულებრივ 30 წლის შემდეგ იწყება და 40-60 წლის ასაკში აღწევს პიკს, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

რა სიმპტომები ახასიათებს როზაცეას ?

  • ქალებში გამონაყარი ხშირია ლოყებზე და ნიკაპზე, მამაკაცებში – ცხვირზე
  • როზაცეის დამახასიათებელი ლოკალიზაციის ადგილებია – ცხვირი, ლოყები, შუბლი და ნიკაპი
  • უფრო იშვიათია – ყურის უკანა მიდამო, ზურგის ზედა ნაწილი, კისერი და თავის თმიანი ნაწილი
  • ჩვეულებრივ დაავადება დუნედ მიმდინარეობს და გარკვეული სტადიურობა ახასიათებს.

როგორია როზაცეის სტადიები ?

  • ტრანზიტორული ერითემა, რომელიც გრძელდება რამოდენიმე საათს და ლოკალიზდება სახის შუა ნაწილში;
  • პერსისტიული ერითემა და ტელეანგიექტაზიები (როზაცეის I სტადია), გრძელდება რამოდენიმე დღე ან კვირა, ჩნდება მრავლობითი ტელეანგიექტაზიები, განსაკუთრებით ლოყებზე, რაც იწვევს დისკომფორტს;
  • პაპულები და პუსტულები (როზაცეის II სტადია), ერითემის ფონზე თანდათან ვითარდება წვრილი, ხშირად შეჯგუფებული პაპულები, ცხვირზე, ცხვირ-ლოყის ნაოჭებზე, ნიკაპსა და შუბლზე, მათი ნაწილი ტრანსფორმირდება პუსტულებად. ამ სტადიისთვის ასევე დამახასიათებელია შეშუპება და კანის ინფილტრაცია;
  • კვანძები და ბალთები (როზაცეის III სტადია), ანთებითი გამონაყარი იმატებს ზომაში და ერთიანდება. ფიბროზი და ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია ზოგჯერ იწვევს კანის ზოგიერთი რეგიონის დიფუზურ გადიდებას – ფიმებს.

რა უწყობს ხელს დაავადების განვითარებას ?

  • დაავადებისადმი გენეტიკური განწყობა;
  • კავშირი შინაგანი ორგანოების დაავადებებთან, მაგალითად კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები და ჰიპერტონია;
  • ტკიპა – Demodex folliculorum;
  • კვებასთან და ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკფაქტორები.

როზაცეის განვითარების რისკფაქტორები:

  •  ყავის, ჩაისა და სხვა კოფეინიანი სასმელების რეგულარული მიღება;
  • მეტისმეტად ცხელი, ცხარე, სანელებლებიანი და შებოლილი კერძების მიღება;
  • ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მიღება;
  • რეგულარული ულტრაიისფერი დასხივება (მზე და სოლარიუმი);
  • სტრესები;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები;
  • ცხელ ან ცივ გარემოში დიდხანს ყოფნა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

როზაცეას დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური გამოვლინებების საფუძველზე, დიაგნოზის დადასტურების მიზნით ტარდება მიკროსკოპული და ჰისტოლოგიური კვლევა. როზაცეის მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობით, დიაგნოსტიკური კვლევებისა და დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

კლინიკა ”მარჯანის” ექიმები გვთავაზობენ:

  • ლაბორატორიული კვლევა და დიაგნოსტიკა
  • კაპილარების ელექტროკოაგულაცია
  • კანის მოვლა – სამკურნალო პრეპარატები, ქიმიური პილინგი, პროცედურები მაღალი ხარისხის პროფესიული კოსმეტიკით
  • ნუტრიციოლოგის კონსულტაცია – სწორი კვება და რეკომენდაციები დაავადების განვითარების რისკფაქტორების გათვალისწინებით

გაითვალისწინეთ, რომ

დაავადების ნებაზე მიშვება და თვითმკურნალობა არ არის მიზანშეწონილი. დაავადების პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმ დერმატოლოგს, რადგან უყურადღებობის შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმე ფორმაში გადადის, რომელიც გაცილებით ძნელად ემორჩილება მკურნალობას. დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian