ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი  (folliculitis) არის  თმის ფოლიკულის არხის ზედა ნაწილის ანთება, რომელიც უმეტესწილად გამოწვეულია ინფექციური აგენტებით.

რა სიმპტომები ახასიათებს ფოლიკულიტს ?

  • თმის ფოლიკულის ადგილებში ინფილტრაცია, სიწითლე
  • ელემენტების მტკივნეულობა და ქავილი
  • თავდაპირველად ფოლიკულის არხში ჩნდება პაპულა
  • ხოლო შემდეგ ჩირქოვანი ელემენტები – ცენტრში თმის ღერით
  • ამას მოყვება ეროზია
  • და ბოლოს ქერქი.

თუ ანთება ვრცელდება ღრმად ფოლიკულის არხში,  დაავადებას უწოდებენ სიკოზს.

მრავლობითი ფოლიკულიტები ხშირად აღენიშნებათ მამაკაცებს, უპირატესად კანის იმ უბნებში, რომელიც განიცდის ზეწოლას და გახეხვას, მაგალითად ტანსაცმლით, სახვევით, ხშირია თავის თმიან ნაწილსა და წვერის მიდამოში.  ლოკალიზაცია შეიძლება იყოს სხეულის ნებისმიერ უბანზე, ხელის და ფეხის გულების გარდა.

როგორია ფოლიკულიტების კლასიფიკაცია ?

  • ბაქტერიული;
  • სოკოვანი;
  • ვირუსული – მარტივი ჰერპესი (Herpes simplex);
  • პარაზიტული – დემოდექსის ტკიპა, დემოდეკოზი.

რა იწვევს ფოლიკულიტებს ?

  • კანის მიკროტრავმები (თმიანი ნაწილების გაპარსვა, ამოპუტვა, დეპილატორების გამოყენება და სხვა)
  • ცხელი და ტენიანი ჰავა
  • კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენება
  • ჩვეულებრივი ფერიმჭამელები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • იმუნოდეფიციტი, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობა
  • დაუბალანსებელი დიეტა, სიმსუქნე.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ფოლიკულიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობით.

დიაგნოსტიკური კვლევები – დერმატოსკოპია და მიკროსკოპული კვლევა.  დაავადების მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა და პროცედურები.

  • სამკურნალო მეზოთერაპია, ფაგოთერაპია
  • სამკურნალო ნიღბები და პროფესიული კანის მოვლის საშუალებები
  • ნუტრიციოლოგის რეკომენდაციები – ფოლიკულიტის მქონე ადამიანებს სჭირდებათ დაბალანსებული კვება

გაითვალისწინეთ, რომ

დროულად დაწყებული მკურნალობა დაავადების სიმპტომებს ძალზე შეამსუბუქებს და გამწვავებათა ალბათობას შეამცირებს.

ფოლიკულიტის პირველადი პროფილაქტიკა მდგომარეობს კანისა და თმის სწორ მოვლაში, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების განვითარება.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian