ყოველ ადამიანს კანზე აქვს ახალწარმონაქმნების გარკვეული რაოდენობა, ზოგი მათგანი თანდაყოლილია, მაგალითად, ხალები (პიგმენტური ნევუსები, გიგანტური პიგმენტური ნევუსები) და ლაქები, ზოგი კი შეძენილი.
ახალწარმონაქმნების კანზე გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით, კერატინიზაციის დარღვევით (ფიბრომები, კერატომები), ნივთიერაბათა ცვლის დარღვევით (ქსანთომები, ქსანთელაზმები), ადამიანის პაპილომა ვირუსით (პაპილომები, მახვილწვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები ხელის და ფეხის გულებზე) და სხვა.
კანის ახალწარმონაქმნების სამი ძირითადი სახეობა არსებობს: კეთილთვისებიანი, პრესიმსივნური (კიბოში გადაზრდის საშიშროება) და ავთვისებიანი.
კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:
პრესიმსივნური – კიბოში გადაზრდის საშიშროებით:
ახალწარმონაქმნების ყველა ეს სახეობა მოითხოვს პერიოდულ დიაგნოსტირებას და საფუძვლიან მონიტორინგს, რათა არ გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში.
ავთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება:
Melanoma
Melanoma is one of the most malignant tumors, which rapidly metastasizes through lymphatic and hematogenous pathways. Melanoma develops from normal skin epidermal melanocytes and pigmented nevi.
Basal Cell Carcinoma (BCC)
Basal cell carcinoma of the skin is the most common malignant disease. The tumor develops from the basal cell layer of the epidermis or from the epithelial cells lining the skin appendages and is characterized by slow, locally destructive growth.
Squamous Cell Carcinoma
Squamous cell carcinoma of the skin and mucous membranes is a malignant invasive epithelial tumor that develops from the prickle cell layer of the epidermis. It can occur on any part of the skin but is more commonly found on exposed areas, the lower lip, genital, and perianal regions. In recent years, a certain role of human papillomaviruses in the development of squamous cell carcinoma has been established.
თანამედროვე მედიცინაში ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკისთვის დერმატოსკოპიულ კვლევას იყენებენ, რომელიც სპეციალური მოწყობილობა – ოპტიკური, ციფრული დერმატოსკოპის საშუალებით ტარდება.
მსოფლიოში კანის კიბოს სკრინინგს ფართო მხარდაჭერა აქვს. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინსოლაცია და კანის სიმსივნეების განვითარების რისკი. საქართველო სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება.
ხალი, ანუ ნევუსი, ყველას აქვს სხეულზე. მიჩნეულია, რომ მათი ძირითადი ნაწილი 25 წლამდე ჩნდება, თუმცა შესაძლებელია მათი მოგვიანებით გაჩენაც. მაგალითად, ორსულობის დროს, ზოგჯერ პირიქით – ხალები დროთა განმავლობაში ქრებიან. ნევუსი შეიძლება იყოს ყვითელი, ყავისფერი, შავი. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და საშიშიც არაფერია.
რაც შეეხება კანის ავთვისებიან სიმსივნეებს, მაგალითად, მელანომას, რომელიც კანის მეტად აგრესიულ ავთვისებიან სიმსივნედ ითვლება, ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის! ხალის ადგილზე ვითარდება, ანუ განიცდის ცვლილებას: არათანბრად იზრდება, იცვლის ფერს, იმატებს პიგმენტაცია, ზედაპირი არაერთგვაროვანი კვანძებით იფარება ან შეფერილობა არათანაბარი ხდება. ასეთ გადაგვარებას ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს და დარწმუნებულია, რომ მათ სხეულზე წინანდელი უწყინარი ლაქაა.
სწორედ ასეთი გაუგებარი ახალწარმონაქმნები ითხოვენ დაჟინებულ ყურადღებას – დერმატოლოგის კონსულტაციას და საფუძვლიან კვლევას.
მთავარი იარაღი ასეთი პრობლემების წინააღმდეგ – კანის რეგულარული დათვალიერება და დიაგნოსტიკაა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. დროული გამოკვლევა, სკრინინგი – კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა.
თქვენი ან ექიმი დერმატოლოგის მცირედი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა – კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი სხეულის ნებისმიერ უბანზე – თავის თმიანი არე, ფრჩხილის ფირფიტა, გენიტალური მიდამო.
დერმატოსკოპიის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხი, ვურჩიოთ პაციენტს მათი მოშორების მეთოდი ან შევთავაზოთ მონიტორინგის რეჟიმი.
მაშინაც კი, როცა ახალწარმონაქმნი კეთილთვისებიანია, მაგრამ მუდმივად ხახუნს, წნევას, ტრავმას განიცდიან სამედიცინო თვალსაზრისით, უნდა ამოიკვეთოს. მაგალითად, საზარდულის მიდამოში და იღლიის, მკერდის ქვეშ, წელზე, მამაკაცებში – სახეზე საპარსავ ადგილზე. ხშირად პაციენტს ხალის მოცილება ესთეტიკური მიზნით სურს, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება დერმატოლოგმა უნდა მიიღოს კონსულტაციისა და დერმატოსკოპიული კვლევის შემდეგ, რათა განისზღვროს ახალწარმონაქმნის საზღვრები და სიღრმე და შეარჩიოს მოშორების ოპტიმალური მეთოდი.
ასეთი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანის სიმსივნური წარმონაქმნები წლიდან წლამდე იზრდება.
თუ ხალს, რომელიც მელანომაში გადაიზარდა, ადამიანი ადრეულ სტადიაზე ამოიკვეთს, სრულად გამოჯანმრთელების ალბათობა 95%–ია, ხოლო თუ დროს ხელიდან გაუშვებთ – მხოლოდ 20%.
მობრძანდით სამედიცინო ცენტრ ”მარჯანში” და ჩაიტარეთ დერმატოსკოპიული კვლევა, გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებას ამარცხებს !
ექიმის რეკომენდაციის მიხედვით კლინიკა მარჯანში შესაძლებელია ჩატარდეს ახალწარმონაქმნების ელ. ქირურგია ან ქირურგიული კვეთა და ასევე ამოკვეთილი მასალის ჰისტოლოგიური კვლევა. ქირურგიულ ოპერაციბს ანხორციელებს კლინიკა მარჯანის ონკოქირურგი.