ახალწარმონაქმნების კანზე გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით, კერატინიზაციის დარღვევით (ფიბრომები, კერატომები), ნივთიერაბათა ცვლის დარღვევით (ქსანთომები, ქსანთელაზმები), ადამიანის პაპილომა ვირუსით (პაპილომები, მახვილწვეტიანი კონდილომები, მეჭეჭები ხელის და ფეხის გულებზე) და სხვა.
კანის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის კანზე მზის სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება. დღეისათვის, როგორც ბუნებრივი (მზის), ისე ხელოვნური ულტრაიისფერი გამოსხივება (სოლარიუმი), კიბოს შესწავლის საერთაშორისო სააგენტომ მიიჩნია I კლასის კანცეროგენულ ფაქტორად, ანუ ფაქტორად აბსოლუტურად დადასტურებული უნარით – გამოიწვიოს კანის კიბო.
თითქმის ყველა ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ მზის ულტრაიისფერი გამოსხივების პერიოდული, არარეგულარული და ინტენსიური ზემოქმედება (განსაკუთრებით ბავშვობისა და ახალგაზრდა ასაკში) კანზე წარმოადგენს ძირითად გარეგან რისკ-ფაქტორს მელანომის განვითარებაში, ხოლო ხანგრძლივი ზემოქმედება (ულტრაიისფერი გამოსხივების საერთო კუმულაციური რაოდენობა) კი დაკავშირებულია კანის სხვა სიმსივნეების განვითარებასთან (ბრტყელუჯრედოვანი და ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა).
ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედება უდავოა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისთვის, აქაური კლიმატური პირობების (მზიანი დღეების წლიური რაოდენობის) გათვალისწინებით.
მაღალი რისკის ჯგუფი მოიცავს: