ხალი, ანუ ნევუსი, ყველას აქვს სხეულზე. მიჩნეულია, რომ მათი ძირითადი ნაწილი 25 წლამდე ჩნდება, თუმცა შესაძლებელია მათი მოგვიანებით გაჩენაც. მაგალითად, ორსულობის დროს, ზოგჯერ პირიქით – ხალები დროთა განმავლობაში ქრებიან. ნევუსი შეიძლება იყოს ყვითელი, ყავისფერი, შავი. ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და საშიშიც არაფერია.
თუმცა პაციენტს ხშირად უჩნდება კითხვები:
შევეცდებით პასუხი გავცეთ ყველა ამ კითხვას და ასევე მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაცია კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდის შესახებ, რომელიც განკუთვნილია კანის ახალწარმონაქმნების ადრეული დიაგნოსტიკისთვის.
თუ გაგიჩნდათ უჩვეულო ფორმის ახალწარმონაქმნი, რომელიც
მაშინ უნდა ავტეხოთ განგაში – რადგან ახალწარმონაქმნი თქვენს სხეულზე ცვლილებებს განიცდის. სწორედ ასეთი გაუგებარი ახალწარმონაქმნები ითხოვენ დაჟინებულ ყურადღებას – დერმატოლოგის კონსულტაციას და საფუძვლიან კვლევას.
მთავარი იარაღი ასეთი პრობლემების წინააღმდეგ – კანის რეგულარული დათვალიერება და დიაგნოსტიკაა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ. დროული გამოკვლევა, სკრინინგი – კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საწინდარი და დაავადების პრევენციაა.
თქვენი ან ექიმი დერმატოლოგის მცირედი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ოპტიკური დერმატოსკოპიული კვლევა – კვლევა შეიძლება ჩატარდეს მთელ სხეულზე, ის საშუალებას იძლევა შევაფასოთ კანის ახალწარმონაქმნი სხეულის ნებისმიერ უბანზე – თავის თმიანი არე, ფრჩხილის ფირფიტა, გენიტალური მიდამო.
დერმატოსკოპიის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ კანის ახალწარმონაქმნების დისპლაზიის (გადაგვარების) ხარისხი, ვურჩიოთ პაციენტს მათი მოშორების მეთოდი ან შევთავაზოთ მონიტორინგის რეჟიმი.
მაშინაც კი, როცა ახალწარმონაქმნი კეთილთვისებიანია, მაგრამ მუდმივად ხახუნს, ზეწოლას, ტრავმას განიცდიან სამედიცინო თვალსაზრისით, უნდა ამოიკვეთოს. მაგალითად, საზარდულისა და იღლიის მიდამოში, მკერდის ქვეშ, წელზე, მამაკაცებში – სახეზე წვერის არეში. ხშირად პაციენტს ხალის მოცილება ესთეტიკური მიზნით სურს, ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება დერმატოლოგმა უნდა მიიღოს კონსულტაციისა და დერმატოსკოპიული კვლევის შემდეგ, რათა განისზღვროს ახალწარმონაქმნის მოშორების ოპტიმალური მეთოდი.
აღსანიშნავია რომ, მელანომის ადრეულ (I) სტადიაზე ამოიკვეთს დროს სრული გამოჯანმრთელების ალბათობა 95%–ია.
ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება მზისგან დაცვის მნიშვნელობის შესახებ – გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები დაცვის მაღალი ხარისხით – SPF 40-50-70.
მობრძანდით სამედიცინო ცენტრ ”მარჯანში” და ჩაიტარეთ დერმატოსკოპიული კვლევა, გახსოვდეთ: ადრეული დიაგნოსტიკა დაავადებას ამარცხებს !