არამიმიკური ნაოჭები

ბიოლოგიური დაბერება დაახლოებით 25 წლიდან იწყება, კანი თანდათან კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას,  ჩნდება ნაოჭები, იცვლება კანის ფერი და სახის ოვალი, ხდება წარბების, ყვრიმლების, პირის კუთხის დაწევა.

რა თქმა უნდა, არა სასურველია მშვიდად ადევნო თვალი დაბერების პროცესს. დღეს ესთეტიკური მედიცინის უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია დაბერების პროცესის გადავადება შორეულ მომავალში.

 როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა?

დღეს უკვე შესაძლებელია არამიმიკური ნაოჭების გასწორება ბუნებრივი შამავსებლით – კანქვეშა მიკროინექციები, რომლის დროსაც ხდება კანის შრეების ჰიალურონის მჟავის  შემცველი ბიოთავსებადი პრეპარატით გამდიდრება, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ბუნებრივი შემადგენელი ელემენტია.

არამიმიკურ (სტატიკურ) ნაოჭებს მიეკუთვნება:

  • ტუჩის, ცხვირ-ტუჩის შევსება
  • ნიკაპის, ყვრიმალების მოდელირება
  • ტუჩის, წვრილი ნაოჭების შევსება
  • წვრილი ნაოჭების კორექცია

შედეგი:

  • პროცედურის შედეგად კანი იჭიმება და ხდება ნაოჭების გასწორება
  • აქვს მომენტალური შედეგი და პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს
  • შედეგი ნარჩუნდება 1,5-2 წლის განმავლობაში

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა იყოს ინექციის ადგილას წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან მცირედი შეშუპება, რაც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ
პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. მიანდეთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.
კლინიკა მარჯანში პროცედურა ტარდება- ფრანგული იუვიდერმის და  კორეული ნეურამისის ფირმის პრეპარატებით. ყოველი ზონის მოდელირება გრძელდება 20 დან 40 წუთამდე.  პროცედურა ტარდება აპლიკაციური ანესთეზიით.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian