ბიორევიტალიზაცია – არაოპერაციული ინექციური პროცედურაა, რომლის დროსაც კანის ეპიდერმისის შუა შრეში ხდება ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების, ჰიალურონის მჟავისა და ვიტამინების კომპლექსის შემცველი პრეპარატების შეყვანა. ეს არის ბუნებრივი გზით კანის გაახალგაზრდავება, და ასევე ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური აქტივობის პერიოდის მაქსიმალურად გახანგრძლივება. ბიორევიტალიზაცია კანის იმ უბანზე ტარდება, რომელიც გაახალგაზრდავებას საჭიროებს. როგორც წესი, ეს უბნებია: სახე, ყელი, დეკოლტე, ხელის მტევანი. ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩატარება კარგია ყველა ტიპის კანისთვის ნებისმიერ ასაკში. თუმცა ყველაზე მეტად ეფექტური შედეგი მიიღწევა 25 – 30 წლის ზევით.
პროცედურა გულისხმობს დერმალური ფენის სტიმულაციას, რომლის დროსაც ხდება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ბიო პრეპარატის, ჰიალურონის მჟავის, ინტრადერმული ინექციით – მეზოთერაპიული ტექნიკით, შეყვანა დერმაში.
პროცედურა იძლევა სწრაფ და ეფექტურ შედეგს და ერთდროულად რამოდენიმე პრობლემას აგვარებს: ახდენს დერმის რესტრუქტურიზაციას, ფიბრობლასტების გააქტიიურებას, თავისუფალი რადიკალების ინაქტივაციას, პროტეაზების ბლოკირებას, კანის დატენიანებას და ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
პროცედურის შედეგად უმჯობესდება კანის ფერი, რელიეფი, მცირდება ნაოჭები და ჰიპერპიგმენტაციის ინტენსივობა, რაც ვიზუალურად მკვეთრად აახალგაზრდავებს კანს. ასევე შესაძლებელია მისი გამოყენება ატროფიული ნაწიბურებისა და სტრიების სამკურნალოდ.
ბიორევიტალიზაციის პროცედურის ჩვენებები – როდის გვჭირდება ბიორევიტალიზაცია?
ბიორევიტალიზაციის პროცედურა უმტკივნეულოა, რადგან მიმდინარეობს ადგილობრივი გაუტკივარებით, ახასიათებს მაღალი ეფექტურობა, არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. პროცედურის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობასა და ჰიალურონის მჟავის კონცენტრაციაზე.
რა შედეგი აქვს ბიორევიტალიზაციას ?
კლინიკა ”მარჯანში” ბიორევიტალიზაციის კურსი ტარდება მაღალი ხარისხის ბიორევიტალიზანტებით. პროცედურების რაოდენობა და კურსის პერიოდულობა ინდივიდუალურია – დამოკიდებულია პრეპარატის შემადგენლობაზე და ხარისხზე და განისაზღვრება პაციენტის კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად და ტარდება ექიმის მიერ შედგენილი გარკვეული სქემით. პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ 40 წუთია.
კლინიკა ”მარჯანში” პროცედურებს ატარებენ სერთიფიცირებული ექიმები – დერმატოკოსმეტოლოგები.
გაითვალისწინეთ, რომ
პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. მიანდეთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.