ბოტულინოთერაპაია

ბოტულინოთერაპია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არაქირურგიული პროცედურაა ესთეტიკურ მედიცინაში. ამ პოცედურას  ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მიმართავს. როდესაც საქმე სილამაზეს ეხება, ხარისხი და პროფესიონალიზმი მთავარი ინდიკატორებია, რის მიხედვითაც ვირჩევთ ვის მივანდოთ ჩვენი კანი. ბოტულინტოქსინი აღიარებულია უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატად. ბოტულინოთერაპია იდეალური გამოსავალია მიმიკური ნაოჭების გასაქრობად და დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ბოტულინოტოქსინი  ნატურალური ბაქტერიაა, ბუნებრივი შემავსებელი, რომლის მინიმალური რაოდენობით გამოყენებაც კი იწვევს მიმიკური ნაოჭების გაქრობას.

როგორ მუშაობს ბოტულინოტოქსინის ინექცია?

როგორც ცნობილია კუნთის მოძრაობისთვის აუცილებელია ნერვულმა უჯრედებმა გადასაცენ სიგნალი კუნთს. ბოტულინოტოქსინის ინექცია მოქმედებს უშუალოდ კუნთზე და ახდენს მის დეაქტივაციას,  ბლოკავს ნერვულ იმპულსს, რომელიც პასუხისმგებელია მიმიკური კუნთის მოძრაობაზე. ინექციებისას დროებით დუნდება სახის კუნთის შესაბამისი ნაწილი და შედეგად ნაოჭი სწორდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ბოტულინოთერაპიის შემდეგ მიმიკით გამოწვეული ნაოჭები ზედაპირულად შეუმჩნეველი ხდება.

მიმიკურ ნაოჭებს მიეკუთვნება თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის (ე.წ. მრისხანების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები. პრეპარატი ეფექტურია ასევე ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) და შაკიკის სამკურნალოდაც.

პრეპარატის შეყვანა ხდება კანქვეშ ინექციური მეთოდით, ყველაზე პრობლემურ და მიმიკურად აქტიურ ზონებში.

რამდენ ხანშია ეფექტი შესამჩნევი?

პრეპარატის მოქმედების ეფექტი შესამჩნევი ხდება 24- 72 საათის შემდეგ, ხოლო საბოლოო ეფექტი შეიძლება შეფასდეს პროცედურიდან 7-14 დღის შემდეგ. პროცედურა ტარდება 20-30 წუთის განმავლობაში უმტკივნეულოდ, პროცედურას თან ახლავს მხოლოდ ინექციის დისკომფორტი. სხვა ნებისმიერ პროცედურასთან შედარებით, ბოტულინოტოქსინი მნიშვნელოვნად უმტკივნეულოა და მიმდინარეობს ყოველგვარი გართულების გარეშე და რაც მთავარია, კანზე კვალს არ ტოვებს. პროცედურის შემდეგ შეიძლება შეიმჩნეოდეს მხოლოდ სიწითლე გაკეთებულ ზონაზე. სხვა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები ბოტულინოთერაპიას არ ახასიათებს. პაციენტს შეუძლია პროცედურის დასრულებისთანავე ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.

იმისათვის, რომ შედეგი მაქსიმალურად ხანგრძლივი და ეფექტური იყოს, აღნიშნული პროცედურა აუცილებლად მაღალკვალიფიციური პროფესიონალის მიერ, მაღალი ხარისხის პროდუქციით უნდა გაკეთდეს.

კლინიკა “მარჯანში” პროცედურა ტარდება ფრანგული პრეპარატით  დისპორტი.

გაითვალისწინეთ !!!
პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. მიანდეთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.

სამუშაო საათები

10:00 დან 18:00 მდე, შაბათ კვირის გარდა

ka_GEGeorgian