ბუსტერიზაცია ეს არის გაახალგაზრდავება ბუნებრივი გზით. ბუსტერი – ჰიალურონის მჟავის საფუძველზე შექმნილი ხანგრძლივი მოქმედების ბიორევიტალიზანტია, რომელიც აძლიერებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს და ახდენს თავისუფალი რადიკალების ბლოკირებას.
ბუსტერიზაცია ინექციური პროცედურაა, რომელიც რამდენიმე წლით აახალგაზრდავებს კანს: ახდენს ღრმა დატენიანებას, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, წვრილი ნაოჭების გასადავებას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
ვისთვის არის პროცედურა გათვლილი?
კანის ბუსტერი იდელური პროცედურაა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის სიმშრალე, ფოტოდაბერება, ტონუსის დაქვეითება, აკნე ან აკნეს შემდომი ნაწიბურები. პროცედურა უზრუნველყოფს წვრილი ნაოჭების გასადავებას, კანის ფერისა და ტურგორის გაუმჯობესებას. ხელს უწყობს კანის ადაპტირებას ეკოგარემოსთან. ასევე ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა და ელასტიურობის მომატება.
კეთდება როგორც სიბერის შეჩერების ასევე მისი პრევენციის მიზნით. პროცედურა ტარდება აპლიკაციური ანესთეზიით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე.
შედეგი:
შედეგი შეიმჩნევა პირველივე პროცედურის შემდეგ, რეკომენდირებულია 3 პროცედურა ერთ თვიანი შუალედით.
კლინიკა მარჯანში პროცედურა ტარდება- ფრანგული, კორეული და შვეიცარული პრეპარატებით. პროცედურის ხანგძლივობა 20-30 წ.
პროცედურას ატარებს ექიმი დერმატოკოსმეტოლოგი
გაითვალისწინეთ, რომ
პრეპარატის ინექცირების უფლება აქვთ მხოლოდ ლიცენზირებულ ექიმებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური სწავლება და ფლობენ შესაბამის სერტიფიკატს. მიანდოთ თქვენი სილამაზე და ახალგაზრდობა ნამდვილ პროფესიონალებს.